Accessibility links

ავტორი: ლუკა მგელაძე

არ გარისკო, არ შეეპასუხო უფროსს, არ დაიჯერო სიტყვის თავისუფლების, რადგან მათ ეს ყველაფერი იმ ღიპზე კიდიათ რომლის უკანასკნელი 10 კილო საგულდაგულოდ შეხვეულმა ქაბაბმა და ხბოს მწვადმა შეუვსო, შეულამაზა. რას მეკითხები? იქნებ უფროსს არ ააქ ღიპი? ან შენი უფროსი გამხდარია? მერე რა, ეს ყველაფერი ხომ მოშვების, სიზარმაცის, ზედაპირულობის სინონიმია სხვა არაფერი. მსუქანი ხომ მეც ვყოფილვარ.

მნიშვნელოვანია ეგო, კომპლექსების ჭიდილში როგორღაც შედუღაბებულიეგო, ეგო დესპოტიზმისა, ეგო დაბლის დამცირებისა, ეგო შიშისა და ეგო თაყვანისცემისა, ეგო ჩვენი არსობისა.....

არ გარისკო და მოსმენის შემდეგ არ ჩათვალო, რომ პრობლემა გადაჭერი, არა, პრობლემა სწორედ მაშინ დაიწყო როდესაც შენ თავისუფლებისა და სამართლიანობის დასაცავად დროშას მოკიდე ხელი, ეხლა ცხენს დაეძებ?ეძებე.

ალბათ მოგისმინეს და შენს თვალ წინ დააწყეს მრუდეთ მოშვებული სახე, ალბათ გაგიღიმეს ისე როგორც დეილ კარნეგი გვასწავლის, ალბათ შემოტრიალებულმა ზურგში ტკივილი იგრძენი? არ შეშინდე ეს უფროსის ლოცვა კურთხევაა, ამას სხვა ძალა აქვს, ამას სხვა მადლი აქვს.

არ გარისკო და არ თქვა, რომ ჩვენ ვერ ვაჯობებთ ამერიკას, ნუ იტყვი რომ მაკულატურა ტარანტინოს გადაღებულია, თქვი რომ ეხლახანს დაგირეკეს NASA ს ასტრონავტებმა და თქვენი გამოცდილების გაზიარება უნდათ. უბრალოდ თქვი, შენი რა მიდის, თქვი ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, მერე შეეჩვევი.

არ გარისკო და არ შეაწყვეტინო უფროსს თუ საქმე არ მიდის სწორად, ჩათვალე რომ ეს ის სახარებისეული მომენტია, როცა დროა გავაბნიოთ და არა შევაგროვოთ. იცინე... იცინე გაუჩერებლივ, მერე რა რომ ეგ ანეგდოტი წლების წინ წაიკითხე გაზეთში და არც მაშინ გაგეცინა. მთავარი განცდა არაა, მთავარია ზემდგომის წარბები იყოს მშვიდ მგდომარეობაში და თუ მარხულობ გახდი ბოლომდე სრულყოფილი მლოცველი, როცა მარჯვენაში გაგარტყამენ მიუშვირე მარცზენა. თუ არ მარხულობ დაიწყე, იმიტომ რომ უფროსს კეთილშობილი კადრები მოსწონს.

არ გარისკო, დამიჯერე არ გარისკო და ხმას არ აუმაღლო, რით ვერ დაეჩვიე სკოლაში ნათქვამ ფრაზას „სიჩუმე, ბუზის გაფრენის ხმა უნდა გავიგონო“ ეტყობა ბავშვობაშიც ცელქი იყავი, ხოდა მოიმკე ეხლა სიცელქე. დიახ ეგ შენი ბრალია და რა შუაშა აქ ვინმე სხვა? შენ ვერ უგებ, მათ კი შენი მაინც ესმით, გეფერებიან, გარიგებენ, შენ კიდე არ იშლი შენსას, მაინც გერევა ტონი, ისე სიმღერაზე სიარულისას ხომ მესამე ხმას ამბობდი, სამსახურშიც ეგრე უნდა, ბანი უნდა მისცე ზემგდომებს, აბა სხვაგვარად სოფელი ვერ აშენდება.

თუ საჭიროა გვერდით უნდა დაუდე, რა ჯიუტი ხარ, უნდა იყო ზურაბი. თუ საჭიროა სახელმწიფო მშენებლობის საძირკველში უნდა ჩაგაშენონ. რატომ შენ? ესეა სამუშაო აღწერილობების მიხედვით, უმცროსს საძირკველში აყოლებენ, უფროსები ძირითადად ცემენტს აყრიან.

მოკლედ, დამიჯერე არ გარისკო...... უკვე გარისკე? .. უკვე?..

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG