Accessibility links

logo-print

ავტორი: ლუკა მგელაძე

განვითარებასა და წინსვლას პრეცედენტები დიდად უწყობს ხელს. ტელევიზიით ნაჩვენები, თუნდაც მასებისათვის მიუღებელი ფაქტები საზოგადოებაზე ახდენს გავლენას, იხსნება თემა საჯარო განხილვისათვის. ეს კარგია და მისასალმებელი, მიმაჩნია, რომ სასიცოცხლოც კი არის განვითარებისათვის, თუმცა უკვე მას შემდეგ, რაც ვნებათაღელვის პირველი ტალღა გადაივლის საჭიროა ზრდა და შესათავაზებელი პროდუქტის ხარისხი. მაგალითისათვის, თუ საკითხია: სექსი, განსხვავებული ორიენტაცია, მარიხუანას დეკრიმინალიზაცია და ა.შ ეს საზოგადოებას მიეწოდოს საგანმანათლებლო დონეზე და არა ზედაპირულად. ზედაპირულმა პროდუქტმა თავისი საქმე საწყის ეტაპზე გააკეთა და თუკი შემდგომი გადაადგილებისათვისსაჭირო რესურსი არ მოიძებნა, ანუ საკითხისადმი დამოკიდებულება არ შეიცვალა ღლაბუციდან სერიოზულობამდე, რთუად გვეშველება.

რამ გამახსენა ეს?

მას შემდეგ, რაც ყველა ტელე შოუ ერთ ხმაზე ამღერდა მეც გადავწყვიტე ეს დამეწერა. საჭიროა საკითხზე რეალურად ორიენტირებული მსჯელობა, შემეცნება, ახლის გაგება და არა ისეთი პათოსით გამსჭვალული გადაცემები, სადაც კითხვაშეიძლებაამგვარად ჩამოყალიბდეს (პასუხზე რომ აღარაფერი ვთქვა):

უკაცრავად და თქვენ ოდესმე, მტკიცედ ჩაჭედებული ლურსმანი ანალური ხვრელით ამოგიღიათ?

ან

მითხარით ცხარედ წამოსული ცრემლები კანს ნამდვილად წვავს?

გვჭირდება მეტი. შეცვალეთ რაღაც, გახდით მრავალფეროვანნი, განავითარეთ საკითხი და ნუ იქნებით ერთი ადგილის მტკეპნელები, ეს არც თქვენ და მითუმეტეს ქვეყანას არ გამოადგება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG