Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ვერ ახერხებს სახელმწიფო პარტია პროფესიონალი კადრების რეკრუტირებას?


ავტორი: მადონა ღუღუნიშვილი

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ერთ–ერთი აქტუალური საკითხი დასაქმებასთან არის დაკავშირებული, რომლის სიმწვავის ხარისხი განსხვავდება ქვეყნისა თუ რეგიონისგან დამოკიდებით. XXI ს.შიკონკურენციის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები თავს იყრის დემოკრატიულ ქვეყნებში, პროფესიონალი კადრების მოზიდვა წარმატების გარანტია, თუმცა ხშირად ვხვდებით არაჯანსაღ კონკურენციას, სადაც სიტყვა კონკურენცია ფასადურ მნიშვნელობას ატარებს. თუ გადავხედავთ საქართველოში არსებულ სიტუაციას, ნათელია, რომ აქ პრობლემა საკმაოდ მწვავეა. კერძო სექტორთან ერთად , სახელწიფო სტრუქტურებიც ხშირ შემთხვევაში მიმართავენ არაჯანსაღ კონკურენციას, მომავალი კადრების ასაყვანად. რატომ ხდება ასე ? არის თუ არა ამგვარი ვითარების მთავარი მიზეზი კვალიფიცირებული კადრების ნაკლებობა ? თუ ქვეყანაში ჯერ კიდევ დიდი პოპულარულობით სარგებლობს ნეპოტიზმი, რომელსაც დიდი ხანია გადგმული აქვს ფესვები ქართულ მენტალობაში? მიანიშნებენ თუ არა გაჟღერებული პრობლემები ქვეყანაში კორუფციის დონის ზრდაზე ? ეს კითხვები მრავალ ადამიანს აწუხებს, რადგან ,სწორედ, სახელმწიფო ორგანოებში დასაქმებულები ქმნიან , ნაწილობრივ, ეკონომიკურ – სოციალურ– პოლიტიკურ ამინდს ქვეყანაში.

საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნისვნელოვანი ვალდებულებაა მაღალ ხარისხზე ორიენტირებული საჯარო სამსახურის შექმნა , მისი მაქსიმალური ღიაობისა და გამჭირვალობის უზრუნველყოფა. ალბათ ხშირად გსმენიათ იმის შესახებ რომ მმართველი პარტია კადრების რეკრუტირების დროს არასათანადო და მიუღებელხერხებს მიმართავს. მაგალითად , პროფესიონალი კადრების სანაცვლოდ , ხშირ შემთვევაში, საახლობლო წრის , ნათესავებისა თუ ნაცნობების დასაქმებას ამჯობინებენ. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ისეთი კადრების მოზიდვაზე, რომლებიცმაღალ დონეზე შეძლებენ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, რაც კონკურენტულ გარემოს და მის შედეგებს უფრო ნაყოფიერს ხდის. არაპროფესიონალი და გამოუცდელი კადრების შერჩევამ მაღალ თანამდებობებზეშეიძლება დააკნინოს მდგომარეობა ნებისმიერ სფეროში. საზოგადოების ინტერესი დღითიდღე მძაფრდება, მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან სექტორის რეფორმების პროცესის წარმატებებზე საუბრისა, არასამთავრობო და მედია სექტორი ყურადღებას საწინაარმდეგო პროცესებზე ამახვილებს- არაერთხელ გამოითქვა უნდობლობა და უკმაყოფილება როგორც დედაქალაქში, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ჩატარებული კონკურსების მიმართ. კონსერვატიული პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავჯდომარე ნანა კაკილიშვილის თქმით, ადგილობრივ შტაბში კადრების შერჩევა ნაცნობ-მეგობრობის პრინციპით ხდება (2012 წლის 26 მაისის ინფორმაციით). ის იმედები , რაც ჰქონდა კონსერვატიული პარტიის წევრებს და საერთოდ ქართული ოცნების ბევრ მხარდამჭერს , არ გამართლდა და საპირისპიროდ, ქვეყანაში ნეპოტიზმის პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა, რაც მრავალთა უფლებას არღვევს – მიიღოს მონაწილეობა ჯანსაღ კონკურენციაში, სადაც იმარჯვებს პროფესიონალიზმი და მასთან ერთად სხვა საჭირო თვისებები.

რიგი რეფორმების მცდელობებიც უშედეგო აღმოჩნდა, ქვეყანაში კორუფციის დონე გაიზარდა, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს კადრების რეკრუტირებაზე. მიუხედავად იმის , რომ 2003 წლიდან, როცა საერთაშორისო გამჭირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 124–ე ადგილზე იყო, ხოლო 2014 წელს 50–ე ადგილზე გადმოინაცვლა, რაც მიუთითებს კორუფციული დონის შემცირებაზე, მკვლევარები აცხადებენ, რომ „პოლიტიკური“ ან „მსხვილი“ კორუფცია ჯერ კიდევ მდგრადია და მისი აღმოფხვრა ვერ მოხერხდა.

გარდა იმის, რომ ვაკანტური ადგილები ნაცნობებით ივსება, ასევე იქმნება ისეთი დეპარტამენტები, რომელთა არსებობა უნაყოფოა. მიუხედავად იმის, რომ საქართველოს მთავრობა ვერ აკონტროლებს აფხაზეთს, არსებობს ისეთი დეპარტამენტები , როგორებიცაა : აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტები.

მთავრობაში ნეპოტიზმის არსებობას ადასტურებს ისეთი ფაქტები , როგორიცაა : კახი კალაძის მიერ, მისი ცოლის ძმის – გიორგი არეშიძის დასაქმება ქ. თბილისის მერიაში სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურში უფროსის მოადგილედ ; საპარლამენტო უმრავლესობის – სოსო ჯაჭვლიანის მიერ ნათესავების დასაქმება ჭიათურის მერიის ტრანსპორტის სამსახურში და სხვა მსგავსი შემთხვევები.

ჩნდება კითხვა : არის თუ არა შესაძლებელი ყოვლისმომცველი პრობლემის გადაჭრა ?! გამოსავალი ყველგან და ყველაფერში მოიძებნება და , რა თქმა უნდა, გამოსავლის გზების ნაირსხვაობის აღქმა მარტივდება სამოქალაქო პასუხისმგებლობის , ვალდებულებების კარგად შემეცნების შემთხვევაში. რადგან , მოქალაქე ვალდებულია ებრძოლოს იმ მანკიერებებს და სენს , რასაც სახელმწიფო ვერ კურნავს.

დავუბრუნდეთ საკითხის მთავარ კითხვას, რატომ ვერ ახერხებს მმართველი პარტია პროფესიონალი კადრების რეკრუტირებას?! მოყვანილი ფაქტებისა და მსეჯოლობებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ დასაქმების პოლიტიკაში განსაკუთრებით კი სახელმწიფო დონეზე, ჯერ კიდევ აქტიურად მუშაობს ნაცნობობის პოლიტიკა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არსებობს პროფესიონლათა და სპეციალისტთა საკმარისი რაოდენობა სახელმწიფო ირჩევს სხვა გზას - არაჯანსაღი კონკურენცუიის სახით. სწორედ ნეპოტისტური ფაქტორით დაკომპლექტებული სახელმწიფო უწყებები და საჯარო სივრცის უმეტესი ნაწილი ქმნის მთავრობისთვის მტკიცე ნიადაგს რადგან შიდა ეშელონებში დასაქმებულთა უმრავლესობას მათი მხარდამჭერები წარმოადგენენ, რაც ქმნის შესანიშნავ ნიადაგს ძალაუფლების დროებით შენარჩუნებისა და ერთპიროვნული, ან მცირე ჯგუფური, გადაწყვეტილებების მისაღებად. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ნათელი ხდება, რომ არაფროფსიონალებით უწყებების დაკომპლექტება საშუალებას აძლევს მმართველ გუნდს სრულად მოიცვას მთელი ძალაუფლება.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG