Accessibility links

logo-print

მაინც არ გავbozდები...


ავტორი: ნინო ხუციშვილი

მოვდიოდი სახლში და ასეთი აზრი დამებადა;გამოვაქვეყნო წერილი სადმე ან fb-ზე ჩემ „ვოლზე“ : - დამეხმარეთ,თანხა ჩამირიცხეთ ამ ანგარიშზე ..... ბანკის ვალი მაქვს თორემ გავბოზდები.(ვის ემუქრები ჩემო თავო).

რამხელა სისულელეა არა?მაგრამ ფანატაზია ისე ამუშავდება ხოლმე გაჭირვებისას...რატომ არის სისულელე. 1.ბანკის ვალი ამ ქვეყანაში ყველას აქვს.თუ არ ჩავთვლით რამდენიმეს. 2. ვის რაში ანაღვლებს გავბოზდები თუ არა.

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ რომ მე ეს მართლა გავაკეთე და სერიოზულად მოვუწოდებ ადამიანებს დამეხმარონ.ჯერ უნდა ვილაპარაკო იმაზე თუ რატომ უნდა გააკეთონ ეს თავიანთი და ჩემი გულისთვის,მერე იმაზე უნდა ვილაპარაკო კონკრეტულად მე რატომ.ადამიანებს ხომ აუცილბლად გვჭირდება ემოციური დამოკიდებულება მეორე ადამიანთან თორემ ისე ძნელია.ემოციის გამოწვევა ძნელია ვირტუალურ სივრცეში მაგრამ შესაძლებელი.ეს ხომ წერილია.

ჩვენ ხომ მართლმორწმუნე ერი ვართ რატომ არ უნდა გაგახსენდეთ „კეთილი სამარიტელის“ იგავი.იქ ხომ არანაირი ემოციური დამოკიდებულება არ ქონია უცხო ადამიანთან სამარიტელს.თუ მაინცდამაინც ქუჩაში უნდა ვეგდო რომ ადამიანებმა შემომხედონ,თუმცა ვინც გდია ხომ იმიტომ გდია რომ მანამდე სერიოზულად არავინ ჩათვალა მისი მდგომარეობა,ხომ შეიძლებოდა იქამდე ეშველათ.მერე კი როცა ლაფში ამოსვრილს გნახავენ ყველა კეთილი და გაკვირვებული იქნება,სიბრალულით აღსავსენი.მათ სჭირდებათ სანახაობა.უნდა მიგიწვიონ ტელევიზიაში,მოგაყოლონ ბანალური,იაფფასიანი მაგრამ ტრაგიკული ისტორია.მერე მთელი ქვეყანა შენ გვერდით დადგება.ხომ შეიძლება ეს გავაკეთო ან სხვა რამით მივიქციო ყურადგება,მაგალითად რაღაც დებილობა, სამაგიეროდ გამომწვევი და გამაღიზიანებელი გავაკეთო,მაშინვე ყურადღებას მივიქცევ და მერე ჩემებურად გამოვიყენებ ამას.დღეს ხომ ასეა,ბუზებივით ეხვევიან „ახალს“ .

არა ეს ჩვეულებრივი ხალხის ისტორიაა.მე რა თქმა უნდა ამპარტავანი ვარ,თავს ასე არ გავიბანძებ.არავის სიბრალული არ მჭირდება.

ხოო,მივდივარ სახლში და ფიქრობდი ამეებზე.მე ხომ ვალები იმიტომ მაქვს რომ საქართველოში ვარ.

იმიტომ რომ აქ ვსწავლობ.

იმიტომ რომ უარი ვუთხარი ჩემ მშობლებს გადაეხადათ სწავლის ქირა.

იმიტომ რომ ვმუშაობ და რადგან ხელფასი არაა საკმარისი ბანკიდან მიწევს სესხის გამოტანა.მერე ვერ ვიხდი,მერე მაჯარიმებენ,ჯერ ვნერვიულობ,მერე ვიკიდებ,მერე ყველა პრობლება ერთად იყრის თავს მინდა რაღაც ძალიან ამაზრზენი გავაკეთო,რომელსაც ცოტა ხნის მერე თავის სატანჯველად გამოვიყენებ.

მითხარით ადამიანებო რა გვაკეთო რომ თავი არ მოვიკლა.არა ჯერ არ ვაპირებ.მაგრამ ზოგადად ვფიქრობ.ჭკვიანი ვარ!

არადა მიზეზი ბევრია.საერთოდ იცით რა არის ვალი?ხომ შეიძლება ვინმემ არ იცოდეს.

ვალი ესაა სიტყვა რომელსაც საშინელი გავლენის მოხდენა შეუძლია ცნობიერების შეცვლაზე.ის არ გაძლევს საშუალებას თავისუფლად ისუნთქო.იცინო გულიანად,დატკბე მშვენეიერი ხედებით,გაიზიარო სხვისი ბედნიერება,უბრალოდ გაახილო თვალები და ნორმალურად იარო.არა თქვენ ჩუმად უნდა იყოთ რადგან ეგ სიტყვა სულ გახსოვთ,ყველგან,სინდისს გქენჯნით როცა იცინით,თითქოს აშავებთ რამეს.ამ სიტყვის სინონიმებია:პრობლემა,უფულობა,გამოუვალი მდგომარეობა,დეპრესია,სმა,დროდადრო ტირილი.არ ვიცი კაცები შეიძლება ამის გამო არ ტირიან.ან არ ვიცი საერთოდ ტირიან?ისე მოაქვთ თავები...

ვალდებულებები.მოვალეობები.ვერაფერზე ვფიქრობ.აღარც კითხვა მშველის გასაქცევად.აღარც ადამიანებთან ლაპარაკი.არ ვიცი მათ რა თემაზე ვესაუბრო.არც იმ ბიჭთან ლაპარაკი,ვინც მომწონს,ყველა მისი ქცევა არასერიოზული მეჩვენება ჩემ პრობლემასთან შედარებით.საერთოდ რამე აწუხებს?ან რა უნდა ჩემგან საერთოდ.

ვმუშაობ,ვმუშაობ და არ ვფქირობ ან პირიქით ხანდახ არ ვფიქრობ.ეს ერთი და იგივე გახდა.დავკარგე რაღაც...ტვინის იმ კუნჭულში სადაც ეს სიტყვა ბუდობს,ყველა ნეირონი მისკენაა მიმართული და ყველაფერი სხვა ფონად გადაიქცა.გამუდმებით ვფიქრობ გამოსავალზე.ტირილით უკვე ვიტირე,სამსახურის ტუალეტში,თან რაღაც მუსიკა იყო ჩართული.ფუ რა დებილიზმია.

ახლა რა ქვია ჩემს საქციელს,არ ვიცი ვიღაც „შენ“ კითხულობ.არ გიცნობ,როგორი ხარ,როგორი თითები გაქვს,ან თმა,სუნი,გიყვარს თუ არა ცაში ყურება.კიდევ რა ვიცი იქნებ შენ უარეს დღეში ხარ,ნუ თუ ვალი გაქვს მესმის შენი,გვესმის ერთმანეთის.იქნებ საერთოდ არ იცი რა არის სიტყვა „პრობლემა“ .

ესეც გამოსავალია ალბათ.მე ხომ ნახევარსაათიანი საუბარიც არ შემიძლია ისე რომ ვინმეს თავი შევაცოდო.მეგობრებთანაც კი არ შემიძლია.საზიზღრად ამაყი ვარ. შენ ხომ არ გიცნობ ამიტომ ვარ თამამი.მირჩევნია მარტო ვიყო,ბოღმიანი ვიდრე საცოდავი და იმედიანი გამომეტყველებით სხვების ხელში შემყურე.

რატომ არ ვცხოვრობ ნორვეგიაში,შვედეთში, ან ბრაზილიაში.თურმე ამ ქვეყნის მოქალაქეები თავს ბედნიერად თვლიან.ჩემმა მეგობარმ მითხრა დღეს,უბედური ქვეყნების სიაში საქართველო მესამე ადგილზე ყოფილა.არადა ბრაზილია სულაც არაა განვითარებული ქვეყანა,მაგრამ მაინც იცინიან,აქ კიდევ სხვებს დასცინიან.

რა ვქნა?არ მინდა ჩემს მდიდარ ნათესავებს დავუკავშირდე,მაგათ ხომ ისედაც არ ვკითხულობ.თურმე სწყინთ როცა საზღვარგარეთ მყოფ ფულიან ნათესავებს არ ეხმიანები,შენ ბედნიერი ხარ აქ პრობლემებით სავსე,ისინი კი ევროპაში „ნოსტალგიით“ იტანჯებიან,შენ უნდა შეუმსუბუქო.არა არაფერი მესაქმება მათთან!

ხოდა ეგ ფრაზა ამეკვიატა „მაინც არ გავბოზდები“.ცხოვრება ხომ ყველაფერს აკეთებს ჩემნაირებისთვის,რომ მორალური კანონი გაანადგუროს ჩემში.საკუთარი თავი შემაძულოს.მე მოვითხოვ დამეხმაროს განათლების სამინისტრო და გადამიხადოს სწავლის გამო აღებული ბანკის ვალები. სასაცილო თანხაა ეს თქვენთვის.იმ რესტორანში სადაც მიმტანად ვმუშაობ ერთ დღეში ხარჯავენ ადამიანები.მძულს ეს..ეს საცოდაობა!თუ თქვენ ადამიანებო ჯერ კიდევ შეგიძლიათ სისულეების კეთება ჩამირიცხეთ.იქნებ ერთ დღეს დაგჭირდეთ მე ხომ მომავალი ფსიქოლოგი ვარ.არც ვიცი ამ ტექსტს გამოაქვეყნებენ თუ არა.ეს ხომ ბევრად მეტს ნიშნავს ვიდრე ვინმეს ან რამის კრიტიკა.მგონი გავგიჟდი...ვინ მეტყვის რომ ასე არ არის,არ ვიცი...

როგორი ცივი,გამხდარი და უსიცოცხლო ხელები ქონდა ბებიაჩემს დღეს,სულ გაფითრებული და კანი რაღაც უცნაურად მოძრავი ძვლებზე გადაკრული.ხელებს ვუზელდი.როგორ მძულს სიბრალული ღმერთო!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG