Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ერჩიან მასწავლებლებს?!


ავტორი: მარიამ ბანეთიშვილი

,, სასწავლო პროცესი დასრულდა და სკოლიდან სახლში ვერ ვბრუნდებით, ჩვენი ოლქის მაჟორიტარი მოდის მოსახლეობასთან შესახვედრათ და დირექტორმა გვიბრძანა 6 საათამდე ფეხი არავინ მოიცვალოს და შეხვედრას აუცილებლად დაესწარითო“ – ასეთ ყოფას უჩიოდა თბილისის ერთ– ერთ სკოლასთან შეკრებილი მასწავლებელთა ჯგუფი.

როგორც ჩანს ტრადიცია გრძელდება. ისე სულ მაინტერესებს რას ერჩიან მასწავლებლებს! ყოველთვის წინასაარჩევნო პერიოდში ,,მთავარი მოსახლეობა მასწავლებლები არიან“. წინააღმდეგ შემთხვევაშიგაუგებარია თუ მოსახლეობასთან აქვს შეხვედრა ამა თუ იმ კანდიდატს მხოლოდ მასწავლებლები რა შუაში არიან. გავიდნენ ხალხში, ე.წ. ბირჟები სავსეა დაუსაქმებელი ადამიანებით. გაიგონ რა პრობლემები აწუხებს მოსახლეობას. რა თქმა უნდა მასწავლებლებსაც უამრავი პრობლემა აქვთ, მაგრამ მაინც და მაინც ისინი რატომ უნდა იყვნენ გამოყენებულნი ყველაფერში. თუ ადამიანთა ეს კატეგორია ადვილად დასამორჩილებელია და როგორც უნდა ისე უნდა გამოიყენოს სახელმწიფომ. ძალიან სამწუხაროა,რომ არავინ აღმოჩნდება ხოლმე ამ საზოგადოებაში გამონაკლისების გარდა, რომლებსაც წინააღმდეგობის გაწევის უნარი შესწევთ.

სამსახურის დაკარგვის შიშით მასწავლებელთა უმრავლესობა დირექტორის დირექტივების შემსრულებელი აღმოჩნდება ხოლმე. არადა ეს ხომ ის საზოგადოება უნდა იყოს, რომლეთაც მომავალ თაობებს სწორედ ის უნდა შთაუნერგონ, რომ მონურად არავის დაემორჩილონ და მხოლოდ საკუთარი შეხედულებებისამებრ იმოქმედონ და მიიღონ გადაწყვეტილებები. აბა როგორი დასანახია მოსწავლეთა მხრიდან დაწყობილ მასწავლებელთა გუნდი, რომლებიც საკუთარი ნების წინააღმდეგ წინასაარჩევნო შეხვედრაში ,,მოსახლეობის“ როლს ირგებს. არცთუ საინტერესო სურათია.

ნუ გეშინიათ მასწავლებლებო. ამოიღეთ ხმა ასეთ უსამართლობაზე. გინდათ წადით მსგავს შეხვედრებზე, არ გინდათ და ნუ დაემორჩილებით ასეთ დირექტივებს. ბოლოს და ბოლოს თქვენ ხართ მაგალითი უამრავი ახალგაზრდის. გასაგებია, რომ დირექტორმა გიბრძანათ, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი თქვენი ქცევაა. თუ მასწავლებელთა მთელი კოლექტივი ერთად დადგება დირექტორიც კი ვეღარ გაბედავს მითითებული ბრძანების გაჟღერებას. ვერც დირექტორი და ვერც მასზე ზემდგომი, რომელმაც ასეთი მითითება გასცა, რათა მმართველი პარტიის ხელმძღვანელობასთან მაღალი ქულები ჩაიწეროს. მხოლოდ ძლიერი მასწავლებელია ახალგაზრდა თაობის წარმატების გარანტი. თუ ასეთი ბევრი აღმოჩნდება მაშინ არავის დაებადება კითხვა რას ერჩიან მასწავლებლებს?

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG