Accessibility links

logo-print

ავტორი: მარიამ ჩიბუხაია

დილით, უკვე ჩვეულებად მექცა ცუდ ხასიათზე გაღვიძება. რა მიკვირს! კიდევ ვერ გადავეჩვიე ძილის წინ საინფორმაციოების ყურებას. საინფორმაციოებში კი, ამ ბოლო დროს, კარგს არაფერს ამბობენ. მკვლელობა, ქურდობა, ყაჩაღობა და ამ ყველაფრის მსმენელმა კარგ ხასიათზე, რომ გავიღვიძო , ალბათ, ჩემს ადამიანობაში შემეპარებოდა ეჭვი. დილით, ჩვეულება, ჩვეულებაა და საინფორმაციო ჩავრთე, ჩავრთე და კარგი ისევ არაფერი. მორიგი მკველობის დეტალებს გვაცნობდნენ. ვიცოდი, ვგრძნობდი , ვხვდებოდი, რომ მეტის მოსმენა, აღქმა თუ გააზრება აღარ შემეძლო, ჩანთა ავიღე და უნივერსიტეტში წავედი.

ვცდილობდი რამე კარგზე მეფიქრა, რაღაც კარგი დამენახა. გავიხედე, გამოვიხედე და თვალს გაზეთების გამყიდველი თენგო მომხვდა. თენგო კეთილი, ზრდილობიანი ყმაწვილია, რომელიც დიდი ხანია გაზეთებს ყიდის, მის მეზობლად ბატი-ბუტის გამყიდველი მარიამი კი ახალია. ორი დღის წინ თენგოს, რომ მივესალმე, მაშინ გამაცნო. ძალიან გამიხარდა თენგო მთელი დღე მარტო , რომ აღარ იქნებოდა და ეს სიხარული მათაც გავუზიარე.

აი, თვალს თენგო მოხვდა-მეთქი და დავინახე თუ არა გამეღიმა, როგორ ემოქმედა მარიამის მეზობლად გადმოსვლას მის ჩაცმაზე, წვერითაც აღარ ცხადდება "სამსახურში", თმაც მოუწესრიგებია და , რაც მთავარია, გამუდმებით იღიმის.

-"გამარჯობა, თენგო'" - მივესალმე შორიდან.

თენგომ მხოლოდ , რომ გამიღიმა და ჩემი ამბებით არ დაინტერესებულა, მივხვდი , რაღაც ვერ იყო რიგზე. უფრო ახლოს მივედი.

-" თენგო, ხომ ყველაფერი კარგადაა?"

თენგოს არც ამოუხედავს , ისე მიპასუხა:

-"მარიამი აგვიანებს"

- "ხოდა დაურეკე! "

-" როგორ ფიქრობ, რომ დავურეკო, არ გაბრაზდება? "

-"არა თენგო, რატომ უნდა გაბრაზდეს?!''

-"კაი , მაშინ ცოტას დაველოდები და თუ არ მოვა, მერე მივწერ კაი ?"

-"კარგი, თენგო, კარგი."

გამეღიმა და გზა გავაგრძელე.

ბუნებით რომანტიკოსი ვარ, არა უკიდურესად რომანტიკოსი, ამიტომ სულ არ გამკვირვებია ჩემმა გონებამ იმაზე, რომ დაიწყო ფიქრი თუ როგორი იქნებოდა თენგოსა და მარიამის პირველი პაემანი.

ტრანსპორტში ჩავჯექი, მუსიკა ჩავრთე, სათანადო მუსიკა ჩავრთე და მარიამის კორპუსის წინ ყვავილებით ხელში მდგომი თენგო წარმოვიდგინე.

თენგო ნერვიულობს, გამუდმებით ტანსაცმელზე იყურება, არ იცის თაიგული , როგორ დაიჭიროს, ხელები სად წაიღოს. მე კიდე ამ ყველაფრის წარმომდგენს ტრანსპორტში სულელივით მეღიმება.

აი მარიამიც ჩამოვიდა, თენგო ადგილიდან არ იძვრის, მარიამი მიუახლოვდა, თენგო ხმას არ იღებს, მარიამი თაიგულს ართმევს, თენგო წითლდება. უნდა აწითლებული ლოყები დამალოს, როგორც წესი სახეს ამ დროს გაზეთში მალავს ხოლმე, მაგრამ ახლა მარიამის წინაშე მარტოა. მთავარ ქუჩაზე ტაქსის გასაჩერებლად გავიდნენ, მაგრამ მარიამმა თხოვა" ჩვენი ავტობუსით" წავიდეთო და თენგოს სად ჰქონდა ძალა მარიამის სურვულისთვის უარი ეთქვა, ეგ კი არა ენაზემომდგარი კომპლიმენტის თქმაც ვერ გაებედა.

მე ამ ფიქრებში წასულს და კარგი წარმოსახვის მქონეს, სკამზე ჯდომა აღარ შემიძლია, მარშუტკას ვაჩერებ და ვარაზისხევს უნივერსიტეტისკენ ფეხით მივუყვები.

ამასობაში თენგოს გაუბედავს და მარიამის ხელი მის ხელში მოუქცევია, ძალისხმევაც მოუკრებია და მარიამის მოსაწონად რამდენიმე ბრძნული და ლამაზი ფრაზისთვისაც მოუბამს თავი.

არ ვიცი, ამ ყველაფერზე ფიქრმა ისე გამახალისა, მგონი მუსიკასაც კი ავყევი, ოხ, თენგო, შე სულელო , ახლო დროა მარიამს აკოცო-მეთქი, გავიფიქრე და ფანტაზიას მოვუხმე.

თენგო ახლაც ნერვიულობს, თეატრიდან გამოსულები იქვე ბაღში სხედან და საუბრობენ. თენგო ისევ გაზეთებზე, ჟურნალებზე, წიგნებზე იწყებს ლაპარაკს, მარიამის სახეს უკმაყოფილება ეტყობა და რამდენიმე წუთიანი პაუზისა და სიჩუმის შემდეგ, თენგო ხვდება , რომ დროა "კაცობა" გამოიჩინოს, მარის უახლოვდება.. ჩემი ფანტაზია პიკს აღწევს, და უცებ რეალობას ხმაური მაბრუნებს, ვხედავ როგორ ეჩხუბება ბიჭი " შეჩემას" და როგორ მიათრევს სადგაც მოკლე კაბის გამოსაცვლელად , ჩარევა არც მიფიქრია გოგოს " ვიცი გიყვარვარ და ასე იმიტომ იქცევის" მოსმენის შემდეგ. გონებაში მარიამს და თენგოს დავუწყე ძებნა, ვცდილობდი მათთან ბაღში დაბრუნებას, მაგრამ ამაოდ.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG