Accessibility links

logo-print

მოკლედ, კიდევ ერთი უუნარო ამ უუნაროთა ქვეყანაში


ავტორი: მარიამ ჩიბუხაია

ათონელის ქუჩაზე გავლისას ერთხელაც არ დამიტოვებია წაუკითხავად ერთ-ერთი შენობის კედელზე გაკეთებული წარწერა: " უსახლო ხალხი და უხალხო სახლები." ხოდა ერთხელაც, წარწერისთვის სურათის გადასაღებად მისულს, მოხუცმა ქალმა მთხოვა მძიმე ბარგის სახლამდე მიტანაში დავხმარებოდი. კამერა მხარზე გადავიგდე და დიდ, ლურჯ თვალებს, რომლებიც დანაოჭებული სახიდან კეთილად მიმზერდნენ, თანხმობის ნიშნად გავუღიმე. სულ ერთი პატარა ქუჩა გვქონდა გადასაკვეთი, თუმცა მანძილის სიმოკლემ მანანა ბებოს ხელი არ შეუშალა გამცნობოდა და ახალგაზრდობა გაეხსენებინა.

ლაპარაკში გართულმა შევამჩნიე, რომ მოხუცი იმ შენობაში ცხოვრობდა, რომლის კედელსაც რამდენიმე წუთის წინ სურათს ვუღებდი. აღმოჩნდა, რომ ამ შენობაში ერთ დროს განათლების მიღებას ცდილობდნენ, ახლა კი აქ, ამ კედლებს შეფარებული 40-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახი ცდილობს არსებობას.

როგორც ჩანს, მარტოხელა ბებომ შეამჩნია, როგორ ვათვალიერებდი ეზოს, დერეფანში გაფენილ სარეცხს, ფანჯრის რაფებზე დალაგებულ სათამაშოებს და ზედმეტი კითხვების გარეშე გადაწყვიტა ჩემთვის აქ შემოსახლებულ ადამიანებზე მოეყოლა.

პატარა ოთახში მიმიპატიჯა, ეს ოთახი იმდენად პატარა იყო, რომ ერთი მაგიდა, ორი სკამი, პატარა ლოგინი და ერთადერთი თარო ოთახში გადაადგილების საშუალებას არ გვაძლევდა. დიდი გაჭირვებით მივუსხედით მაგიდას და ლაპარაკს მონატრებულმა მანანა ბებომ ერთ საათში მომიყვა 40-ვე ოჯახის ისტორია. გავიგე, რომ ამ კედლებში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სახელმწიფომ უარი ვუთხარით ეცხოვრათ, მივატოვეთ ცივ კედლებში და აგერ უკვე ორი წელია აღარც ინტერესდებით ჩევნი ბედითო, შემომჩივლა მანანა ბებომ. გავიგე, როგორ უჭირს ბებოს ზემო მეზობელს, რომელსაც ლეიკემიით დაავადებული შვილი ყავს და რომელიც დღემდე იბრძვის შვილისთვის სამედიცინო დაზღვევის მოსაპოვებლად, მესაუბრებოდა თავისი კეთილი და ტკბილი ხმით მოხუცი და უცებ ჩამესმა ერთ-ერთი ჯურნალისტის სიტყვები:" ნახევარი მილიონი ლარი გამგეობებს უკვე დაგებული გზებისა და არასებულ მისამართზე ასფატების დასაგებად აქვთ გაწერილი." შევეცადე ისევ ოთახში დავბრუნებულიყავი და მზერა მანანა ბებოს აწითლებულ ლოყებზე გადავიტანე, მის სევდიან თვალებზე, რომელიც, ალბათ, უკვე ახალ ამბავს მიყვებოდა, მაგრამ მე მისი არცერთი სიტყვის გააზრება აღარ შემეძლო, რადგან ამჯერად შავ-თეთრ კადრად ხადური შემომჭროდა გონებაში, რომელიც მინმარტავდა 500 ათასი ლარის პრემია 12 თანამშრომლისთვის მათი საქმიანობის დაფასებაა და მეტი არაფერიო.

ვგრძნობდი, სიბრაზისგან ადრენალინის მომატებას სხეულში და მანანა ბებოს ოთახში გაჩერება აღარ შემეძლო. წამოვდექი, მოხუცი მაინც აგრძლებედა საუბარს, ალბათ , ეგონა, მე თუ რამეს მომიყვებოდა შევძლებდი მათ დახმარებას.

არა , მე ვერ ვეხმარები მათ.

ოთახს ვტოვებ, ქუჩას ვჭრი, ისევ კამერას ვიმარჯვებ ხელში და წარწერას სურათს ვუღებ. სახლში მისული ფოტოს სოციალურ ქსელში ვტვირთავ და ვიღაც არც აყოვნებს კომენტარის დაწერას: " აუ ვაზიარებ ამ ფოტოს რა." ხო გააზიარა ეს ფოტო, ალბათ, არც იცოდა ამ კედელზე ეს წარწერა შემთხვევითობას რომ არ წარმოადგენდა , მაგრამ მე თუ ვიცი კედელს მიღმა რაც ხდება, მერე რა ?! და შენ თუ გაიგე , შეცვლი რამეს ? ჩვენ უბრალოდ ვიზიარებთ მათ მდგომარეობას. მაგრამ, ისე მომავალ თუ უკვე მოღვაწე პოლიტიკოსებს კი გირჩევდით: თუ თქვენ თქვენი მორიგი საარჩევნო კლიპისთვის ცრემლი დაგჭირდებათ, მიბრძანდით ყოფილი 68-ე საჯარო სკოლის შენობაში.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG