Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოება “უბილეთო მგზავრების” როლში


ავტორი: მარიამ მამალაძე

ჩემო მკითხველნო , როგორ ფიქრობთ რა არის პასუხისმგებლობის განაწილების დისბალანსის მიზეზი ან რა შუაშია”უბილეთო მგზავრის”ფაქტორი ზემოთ ხსენებულ საკითხთან?

ალბათ გაინტერესებთ , რატომ მაინცდამანიც უბილეთო მგზავრის ფრაზით დავიწყე სტატია.. ზემოთ ხსენებული ”ტიტულის” მქონეადამიანი პასუხისმგებლობის სიმწირისადასოციალურითანასწორობის გააზრებისნაკლებობით გამოირჩევა..დღესდღეობით საზოგადოების უმრავლესობა სწორედ ,რომ ”უბილეთო მგზარის”პოზიციაში ყოფნას ჯერდებასხვადასხვა საკითხთან მიმართებაში.

რამდენ თქვენთაგანს გაუაზრებიარეალურადთავისი სოციალურ -სამოქალაქოპასუხისმგებლობის შესახებ , სამსახურეობრივ გუნდში, ოჯახში, სამეგობროში, ან თუნდაც ქვეყნის მასშტაბით..

თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაშირამოდენიმე როლია ,რომელიც ჩვენს ქმედებას გარკვეულ ელფერს აძლევს. ჩემს მაგალითზე დაყრდნობით ვიტყვი ,რომჩემი 20 წლიანი ცხოვრების განმავლობაში მოვირგე 5 სხვადახვა როლი, მაგრამ დარწმუნებით იმას ვერ გეტყვით რამდენად პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი თითოეულ მათგანს. მართალია, თითოეული მათგანი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში არ არის ,თუმცაღაცხოვრების საბოლოო სტატუსის შექმნისთვის თითოეულისშედეგი მომდევნოს ქმნის. მოდით, ამ როლებიდან ერთ -ერთი მთავარი გამოვყოთ და განვიხილოთ რამდენია ჩვენი პასუხიმგებლობის ხარისხისამოქალაქო როლშიქვემოთ ჩამოთვლილი საკითხებიდან გამომდინარე და ვართ თუ არა უბილეთო მგზავრები?

ხშირად თითოეული ჩვენთაგანი თავისსამოქალაქო პასუხიმგებლობას სხვისი ქმედებიდან გამომდინარე ცვლის , იმის მიუხედავად რომ სავსებით არასწორი ნაბიჯისკენ მივყავართ. ამის ერთ-ერთი მთვარი მიზეზი ჩვენი დამოკიდებულებით, სამართლიანობის დამყარების სურვილია , საკუთარი ძალისხმევის არასტანდარტული ცვლილებისა და სხვებისა და საკუთარი საქციელის შედარების ხარჯზე..ალბათ ,სწორედ რომ ”სამართლიანობის” დამყარებას ვცდილობთ , როდესაც გუნდში მუშაობის დროსსაკუთარ პროდუქტიულობას ვამცირებთზარმაცი გუნდელების ჯინაზე, ან როდესაც ნაგავის მცირე მასას გარეთ ვყრით ,რადგან წინ მდგომა ადამიანმა გვიბიძგა ამისკენ, ან კიდევ აზრის დაფიქსირებას ვუფრთხივართ ისეთ საკითხებზე,რომელიც ვითომდა ჩვენს ”პრეროგატივაში” არ შედის, ანისიცარჩევნებთან მიმართებაშიინერტულ პოზიციას რომ ვჯერდებით ,რადგან გვგონია ,რომ ჩვენიერთიხმით მაინც არაფერი შეიცვლება . ბევრი ჩვენთაგანის ღრმა რწმენითეს მიზეზები ადეკვატურია ,იმისათვის ,რომ საკუთარი თავი გავამართლოთ ,მაგრამ ის გავივწყდება ,რომ თითოეული ჩვენგანი ქმნისიმ საზოგადოებას რომელშიც არის და მომავალი თაობის წინაშე უდიდეს დანაშაულს სჩადის.

ყველამ კარგად ვიცით , რა ზიანი მოაქვს ზემოთ ხსენებულ ჩვენსსაქციელს ,თუმცაღა მაინც ყოველდღე ,ყოველ თვე, ყოველ წელს ,უბილეთო მგზავრის როლს ვირგებთ ,მაგრამძალიან კარგადაც ვიაზრებთ ,რომ საკუთარი მუშაობის ხარისხის გაუარესებითარა მხოლოს ჩვენს თავს , არამედ ქვეყნის განვითარებას ვაფერხებთ, , ნაგვისდაყრითარა მხოლოს ბუნებას ვაზიანებთ ,რომელშიც ვცხოვრობთ , არამედ მომავალ თაობასმომწამლავი ჰაერით” ვაჯილდოვებთ”, , საკუთარიმოქალაქეობრივი უფლება-მოვალეობის დაიგნორებით , არა მხოლოდ საკუთარ წვლილს ქვეყნის საშინაო და საგარეო კურსის ფორმირებაში ვამცირებთ ,არამედ საკუთარ თავს უკმაყოფილების მიზეზს თავადვე ვაძლევთ და საბოლოო ჯამში კი ჰომოსოვეტიკუსებად ვყალიბდებით.

ამის შემდგომგულახდილადვთქვათ ვართ თუ არა ”უბილეთო მგზავრები”?

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG