Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ვერ გაამართლა წამახალისებელმა გენდერულმა კვოტირებამ?


ავტორი: მარიამ მანაგაძე

ყველა პოლიტიკურ პარტიას მიაჩნია, რომ ქალთა მონაწილეობა და მათი ჩართულობა პარტიისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მიუხედავად ამისა ქალთა რაოდენობა ქართულ პოლიტიკურ პარტიებში საკმაოდ მცირეა. ბოლო ათლწლეულებში საქართველოში გენდერული ბალანსი უმნიშვნელოდ იცვლება. მაშინ როდესაც ამომრჩეველთა 53%, ცენტრალური საარჩევო კომიისის მონაცემებით, ქალებს შეადგენს მნიშვნელოვანია მათ შესაბამისი წარმომადგენლობა ჰყავდეთ. თუ შევხედავთ ქალთა რაოდენობას პარტიებში, მათი რიცხი საკმაოდ დიდია სტრუქტურის ქვედა დონეზე, მაგრამ ნაკლებად უჭირავთ მაღალი თანამდებობი და იშვიათად არიან ჩართულნიგადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

ქალთა პასიურობის ერთ-ერთ მიზეზად აქტიურ პოლიტიკაში მიიჩნევე საზოგადოებასა და ქვეყანაში გავრცელებულ ტრადიციულ ფასეულობებს. ქალი პოლიტიკოსებიც აღიარებენ, რომ პარტიაში არ არსებობს რაიმე ხელოვნური დაბრკოლება ქალებისთვის, მაგრამ საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპული შეხედულებები ხელს უშლისქალთა აქტიურ ჩართულობას. აღსაღნიშნავია ის ფაქტიც, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი გენდერულ თანასწორობას მეორეხარისხოვან პრობლემად მიიჩნევს და აგრეთვე ქვეყანაში საკითხი არ არის ისე დაყენებული, როგორც ეს დასავლურ სტადარტებს შეესაბამება.

საზოგადოებაში გავრცელებული შეხედულებები ქალის როლზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს მათ პასიურობას პოლიტიკურ პარტიებში. NDI-ს კვლევის ,,ქალთა პოლიტკური მონაწიელეობა საქართველოში’’ მიხედვით, გამოკითხულთა 55% ეთანხმება, რომ საქართველოში ქალები ვერ მიაღწევენ ისეთივე პროფესიულ წარმატებას როგორც კაცები, რადგან პირველ რიგში ოჯახზე ზრუნვაზე არიან პასუხისმგებელები. აგრეთვე, 65% მიაჩნია,რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის უმჯობესია თუ დედა არ მუშაობს.

სწორე პატრიარქალური კულტურული გარემოს არსებობა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამაბრკოლებელი ფაქტორი. პარტიის ლიდერები აღიარებენ, რომ ქალთა ჩართულობა საკმაოდ დაბალია და მიზეზები მათგან დამოუკიდებლად არსებობს. სოციალური გარემო და ტრადიციული შეხედულებები საკმაოდ დიდი გავლენას ახდენს მოსახლეობის შეხედულებების ჩაყალიბიაზე. ეს ყველაფერი კი ნაკლებებად მოტივირებულს ხდის ქალებს ჩაერთნონ აქტიურ და დაძაბულ პოლიტიკურ ცხოვრებაში.

საქართველოში ბევრი არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაოობს ქალთა წარმომადგენლობის დაწინაურებაზე და მათი რიცხვის ზრდის ხელშესაწყობად. სახელმწიფოც თავის მხრივ ხაზს უსვამს საკითხის მნიშვნელობას. განსაკუთრებით ვარდების რევოლუციის შემდგომ წამოიწია აღნიშნული საკითხი. მას შემდგომ გარკვეული დოზით წარმატებაც ჰქონდა მაგრამ საკმაოდ უმნიშვნელო. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია პარტიებს გაეზარდა ქალთა რაოდენობა სხვადასხვა საკვანძო თანამდებობებზე.

მრავალ გატარებულ რეფორმათა შორის, ერთ-ერთი იყო არასავალდებულო წამახალისებლი კვოტა, რომლის მიხედვითაც, თუ საარჩევნო სიაში ესა თუ ის პარტია კანდიდატების 30 პროცენტს ქალეებს დაასახელებს, გაზრდილ საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს. აღნიშნული შემოთავაზება დიდი ხანია არსებობს, თუმცა მიიჩნევენ,რომ ის არცთუ ეფექტურია. მაგალითად, 2012 წელს ეს არასავალდებულო წამახალისებელი კვოტა არც ენმ-მ და არც ,,ქართულმა ოცნებამ’’ დაიცვა.ცნობილია, რომ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ქალთაწარმომადგენლობა ადგილობრივ საკრებულოებში მხოლოდ 11-დან 11.8 პროცენტამდე გაიზარდა. შესაბამისად, გაზრდილმა დაფინანსებაბამაც კი ვერ შეუწყო ხელი ქალთა რაოდენობის ზრდა პარტიის რიგებში.

აღნიშნული პრობლემა სხვადახვა დროს ბევრი დასავლური დემოკრატიის ქვეყნებშიც იდგა და საინტერესოა მათი გამოცდილება, თუ როგორ შეძლეს არსებული გამოწვევის დაძლევა. ამ შემთხვევაში გენდერული კვოტირება ეფექტური საშუალებაა გენდერული თანასწორობის მისაღწევად. ქალთა ჩართულობის ზრდა სახელმწიფოს მმართველ სტრუქტურებში საკმაოდ რთული პროცესია და მრავალ ბარიერთან არის დაკავშირებული. კვოტირება, როგორც იძულებითი და დროებითი ზომა კი სწორედ ამ ბარიერებს გადალახვას ემსახურება. მთელს მსოფლიოში ქალთა 30 -პროცენტიანი წარმომადგენლობა ითვლება ე.წ. ,,კრიტიკულ მასად’’, რომელიც საშუალებას აძლებს ქალებს მოახდინონ სახელმწიფო პოლიტიკაზე საგრძნობი გავლენა.

კვოტირების სისტემა უკანასკნელი ათლწლეულის განმავლობაში დამყარდა სხვადასხვა ქვეყნებში. ეს სისტემა წარმატებულად მუშაობს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. სკანდინავიის ქვეყნები გენდერული ბალანსის ნიშნით ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებენ. პარტები, კვოტებს არა მხოლოდ სხვადასხვა დონის არჩევნების დროს იყენებენ, არამდე შიდაპარტიული სტუქტურებისა და ხელმღვანელობის არჩევისთვისაც. კვოტები მრავალფეროვანია, კონსტიტუციით ან კანონმდებლობით დაწესებულიდან დაწყებული პოლიტიკური პარტიების მიერ ნებაყოფლობით შემოღებული შიდაპარტიული კვოტებით დამთავრებული.

კვოტების შემოღება ბევრ წინააღმდეგობას აწყდება: ხანდახან ძნელია ქალი კანდიდატების სათანადო რიცხვის მოძიება. რთულია ინკუმბენტი მამაკაცების კონკურენციის გაწევა. სკეპტკოსები აგრეთვე მიიჩნევენ, რომ იძულებითი კვოტირება არადემოკრატიულია და ნიშნავს იმას, რომ კანდიდატებს ირჩევენ არა კვალიფიკაციის, არამედ სქესის გამო.

კვოტირება სისტემის ლეგიტმაციას ამყარებს ის ფაქტიც, რომ NDI-ს კვლევის ,,ქალთა პოლიტკური მონაწიელეობა საქართველოში’’ მიხედვით, მოსახლეობის 68% ამბობს, რომ მხარს უჭერს პარლამენტის მიერ სავალდებულო გენდერულ კვოტის შემოღებას.საქართველოს სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს სახელმწიფო ორგანოებს, რომ გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებბობებზე ქალებს რაოდენობის გაზრდის მიზნით, დაიწყოს მუშაობა სპეციალური დროებითი მექნიზმის -კვოტების შემუშავებაზე. ომბუდსმენს მიჩნია,რომ ქალების მონაწილეობის გაზრდა პოლიტიკაში განუზმოელი ძალა და როლი აქვს საქარელოს დემოკრატიული განვთარებისა და ევროკავშირთან ნტეგრაციის პროცესის მიმდინარებოისას.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არასამთავრობო თუ საერთაშოირისო ორგანიზაცია აქტიურად ლობირებს ქალთა ჩართულობას პოლტიკურ პროცესებში, ვითარება პრაქტიკულად უცვლელია. ისინი აქტიურად ითხოვენ სავალდებულო კვოტების დაწესებას პარტიებში, რაც მათი აზრით ეფექტური ნაბიჯი იქნება გენდერული ბალანსის მისაღწევად და ქალთა როლის წინ წამოსაწევად. დასავლეთის ბევრმა ქვეყანამ სწორედ სავალდებულო კვოტების მეშვეობით სცადა გენდერული თანასწორობის დაბალანსება. მაგალითად, საფრანგეთში გენდერული კვოტების აუცილებლობა კონსტიტუციით არის განსაზღვრული 1999 წელს კონსტიტუციაში შევიდა დამატება, რომლის მიხედვითაც ,,კანონმდებლობა მხარს უჭერს ქალისა და კაცისთვის საარჩევნო მანდატთა თანაბარ მისაწვდომობას’’ და პოლიტიკურ პარტიებს აკისრებს თანაბარი მისაწვდომობის უზრუნველყოფის პასუხისმგებლობას. დასავლეთის ქვეყნების გამოცდილება კარგი მაგალითია საქართველოსთვის და სასურველია ამ გამოცდილების გაითვალისწინება აღნიშულ საკითხზე მუშაობის დროს.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG