Accessibility links

დეპორტი წმინდა მიწიდან


ავტორი: მარიამ მელაძე

როგორ შეიძლება დასრულდეს მოგზაურობა წმინდა მიწაზე მარიამობის დღესასწაულზე?

26 სექტემბერს დედაჩემი და დეიდაჩემი გაემგზავრენ ისრაელში, სადაც თავისი დიდი ხნის სურვილი უნდა აესრულებინათ - ემოგზაურათ იერუსალიმში და მოელოცათ წმინდა ადგილები. 27 სექტემბერს კი უკან დაბრუნდნენ ფაქტობრივად ფსიქოლოგიურად განადგურებულები - მთლიანი ჯგუფი დაადეპორტეს.

საგზურები Go Tour-ში შევიძინეთ სოლიდურ ფასად. ოფისში მისულ დედაჩემს ზოგადი წესები აუხსნეს და გააფრთხილეს, რომ აეროპორტში მკაცრი კონტროლია და ზოგს საერთოდ არ უშვებენ საზღვარზე. იქიდან გამომდინარე, რომ არავითარი ბნელი განზრახვა არ გაგვაჩნდა ამ ფაქტს არც შევუშინებივართ. მითუმეტეს ტურისტულმა კომპანიამ გაგვაფრთხილა, რომ ჯგუფს მიყვებოდა ქართველი გამცილებელი, რომელიც პასუხისმგებელი იყო მათზე და ჩასულებს აეროპორტშივე დახვდებოდა გიდი, რომელიც წაიყვანდა სასტუმროში. მეორე დღეს კი დაიწყებდნენ ადგილების მონახულებას.

აეროპორტში გასაცილებლად მისულმა აღმოვაჩინე, რომ ქართველი გიდი, რომლის იმედიც უნდა გვქონოდა აცხადებს, რომ თვითონაც ტურისტია პირველად მიდის ისრაელში, უბრალოდ თხოვეს, რომ ჯგუფის კოორდინირება გაეწია და საერთოდ არც ენა არ იცის და არც იქაურ სიტუაციაში ერკვევა. ამ დროს მივხვდი რომ ყელაფერი ისე არ იყო როგორც უნდა ყოფილიყო.

თვითმფრინავი თელ-ავივში დილის 9-ზე ჩაფრინდა. საღამოს 7-ზე ვესაუბრეთ ჩემებს ბოლოს და ჯერ კიდევ ელოდებოდნენ გადაწყვეტილებას, გაუშვებდნენ თუ არა საზღვარზე. შემთხვევით გავიგე საღამოს, რომ მთლიანი ჯგუფს ადეპორტებდნან. ამის შემდეგ ვერც კავშირზე გავედით და ვერც რამე ინფორმაცია გავიგეთ ტურისტულისგან. არაერთი მცდელობა უშედეგო აღმოჩნა, არც Go Tour-ს წარმომაგენლები გვპასუხობდნენ და არც გიდი, რომელის ისრაელში უნდა დახვედროდა ჯგუფს. ფაქტობრივად არანაირ ინფორმაციას არ ვფლობდით ოჯახის წევრებზე ერთი დღის განმავლობაში.

აღმოჩნდა, რომ ასეთ დროს ხალხის გადაყვანა ხდება სპეციალურ ოთახებში, სადაც ტელეფონებს ართმევენ, აკვირდებიან, საშინელ პირობებში ამყოფებენ, უხეშად ეპყრობიან, ნორმლურ კვებას არ უზრუნველყოფენ და უახლოესი რეისით(რომელიც შეიძლება ერთი კვირის მერეც იყოს) აბრუნებენ უკან, ისიც თუ ადგილები მოიძებნა მათთვის. დეპორტის კონკრეტული მიზეზი კი რა თქმა უნდა უცნობია.

მას შემდგ რაც, ტურისტულის Go Tour-ის დირექტორს დაუკავშირდით(ნინო წიკლაური), ბევრი დეტალი უფრო ბუნდოვანი გახდა, აღმოჩნდა რომ არსებობს კომპანია Georgian Travel Group, რომელიც აწყობს ტურის ორგანიზებას, დანარჩენი სააგენტოები კი ეხმარებიან ტურის შევსებაში. Go Tours მხოლოდ ორი ტურისტი ყვადა ამჯერად დედაჩემის და დეიდაჩემის სახით და ორ ადამიანსაც კი ვერ მიაქცია ყურადღება. აღმოჩნდა აგრეთვე, რომ ის გოგო რომელმაც იუარა გიდობა, ხშირად დაყვება ტურებს და არის ისრაელის კომპანიის წარმომადგნელი (ასე მითხრა Go Tour-ის დირექტორმა, მაგრამ ზუსტი ინფორმაცია, როგორც ჩანს თავადაც არ იცოდა). ტურისტულმა არ იცოდა, რა მოხდა აეროპორტში, რა სიტუაციაში იყვნენ მისი კლიენტები, როგორ ლახავდნენ მათ უფლებებს, სად იყო გიდი რომელიც ისრაელში ხვდებოდა.

როდესაც ტელეფონები დააბრუნეს, გავიგეთ რომ 27-ში საღამოს ჩამოფრინდებოდნენ. აეროპორტში მისულს ტელევიზიები დამხვდნენ გასაშუქებლად, ბევრმა გაიგო რაც მოხდა მაგრამ არაზუსტი დეტალებით.

რაც მოვისმინე, მართლა ყველანაირ ჰუმანურბას ცილდება. „ქართველები ვინც ხართ ყველანი აქეთ გადმოდით“, „თქვენ ხართ მომლოცველები?!“ - დამცინავიი და უხეში ტონით მიმართვა, გაუთავებელი დაკითხვები და უმიზეზოდ საშინელ პირობებში ორი დღის გატარება...არ ვიცი, იმ ჯგუფიდან ვის რა განზრახვა ჰქონდა, აპირებდნენ თუ არა ნამდვიალდ მოგზაურობას, მაგრამ თუ ვინმე სხვის გამო ჩემი ოჯახის წევრი დაზარალდა და მის გამო ამხელა მორალური, ფსიქოლოგიური და ფინანსური ზიანი მიიღო,მანდ მთავრდება ყველაფერი - მე იმ ქართველს პატივი როგორ უნდა ვცე?! არავის მივცემ უფლებას რომ მასთან გაგვაიგივოს!

ისრაელში ქართველებს როგორ ეპყრობიან ყველაზე სერიოზული და საგანგაშო საკითხია -- უფლებებს არღვევენ და ამხელა სტრესს ქმნიან, რომ აღარ ვთქვათ ფინანსურ ზარალზე და პასპორტის გაფუჭებაზე. ამ დროს რას ვაკეთებთ ამის გამოსასწორებლად, რატომ ვიღებთ ასეთ შემთხვევებს ესე გულგრილად? საქართველოს საელჩო ისრაელში საერთოდ ამახვილებს ყურადღებას ამაზე?!

მეორე პრობლემაა ქართველების რეპუტაციაა - სახელის გატეხვას, თავის გატეხვა ჯობდა, ახლა ყველას ერთ ქვაბში ხარშავენ და ვის აინტრესებს შენ ქრისტეს საფლავზე მართლა ჩადიხარ თუ არა. ზუსტად ვიცი რამდენს ნიშნავდა იქ მოგზაურობა დედაჩემისთვის..

მესამე პრობლემა, ტურისტული კომპანიების დამოკიდებულებაა, მარტო საგზურების ფულის აღება არის საქმის კეთება?! ამ კონკრეტულ შემთხვევაში Go Tour-თან მექნება საქმე - გულგრილობა, არაორგანიზებულობა, მოტყუება და საკუთარი კლიენტების საფრთხეში ჩაყენება. არ მაინტერესებს ვისი პარტნიორია და ვისი ტური შეავსეს. ის რომ წინასწარ აფრთხილებთ ტურისტებს, მოსალოდნელი არშეშვების შესახებ არ გათავისუფლებთ არანაირი პასუხისმგებლობისგან. იცოდა რომელიმემ რომ იქ ციხის მსგავს კარცერში მოუწევდა ღამის გათენება? (საკუთარი თვალით ვნახე ფოტოები) იცოდა ვინმემ რომ გიდი, რომლის იმედიც აქვთ გიდი არაა(ან თავს იზღვევს და იძახის რომ გიდი არაა - ამის ამსახველი ჩანაწერიც გავაკეთე აეროპორტში). იყო ნამდვილად დაჯავშნილი სასტუმროები? თუ როგორც იქ გაირკვა ნაწილი მზავრების ჯავშნები საერთოდ არ იყო გაკეთებული, რამაც უფრო გაამწვავა სიტუაცია. მინიმალური თანხის დაბრუნებაც მას მერე გადაწყდა, რაც ეს ინფორმაცია გასაჯაროვდა, ისე პასუხი ერთა - ჩვენ გაგაფრთხილეთ!ყოველ დეპორტირებულ ადამიანზე წარმოიდგინეთ რა თანხა რჩება ტურისტულ კომპანიას, ალბათ სწორედ ამიტომ უღირთ „წმინდა“ ტურების მოწყობა.

არ ვიცი ადამიანი სამოგზაუროდ მიდიხარ და ასეთ ამბებში ეხვევი... თუ სხვებს მსგავსი რამ გადახდენიათ, რატომ ხართ ჩუმათ?!

იმედია სხვები ამ მაგალითს გაითვალისწინებთ და სიფრთხილეს გამოიჩენთ.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG