Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მე, აკუტაგავა და ნაფტალინები


ავტორი: მარიამ მენაბდიშვილი

მტვრიან საწერ მაგიდაზე “საბჭოთა კავშირის” დროს გამოცემული რიუნოსკე აკუტაგავაა დაბრძანებული და ისევე იტანჯება, როგორც მე, რადგან ორივეს გვესმის მისაღებიდან გამოსული ხმა, რომელსაც ტელევიზორი გამოსცემს. მე, აკუტაგავა და კიდევ რომელიღაც გადაცემა, რომლის სტუმარსაც არ უნდა, ბავშვებმა ტელევიზიით „სექსებს“ უყურონ, მთლიანობა ვართ, ერთმანეთს შესისხლხორცებული ნაწილები.

აკუტაგავას ნაფტალინის სუნი ასდის, ხალხსაც, „სექსების“ წინააღმდეგ რომ ხმას იმაღლებენ, იმ თაობას რომ აკტირიკებენ, ჩახუთულ ვაგონებში ცვაიგსა და მერიმეს რომ კითხულობს, სიგარეტის ნამწვავებს კი ტროტუარზე არ ფანტავს. აკუტაგავას ნაფტალინს ჟანბადზე მეტად ვისუნთქავ, არც მისი სიძველის მეშინია და არც იმის, ვიღაცამ ანტირელიგიურობა, გარყვნილება, სამშობლოს ღალატი რომ დამაბრალოს, აი, რატომ:

ის ადამიანები, ვინც მეცხრე წელიწადს ეროვნულ განმათავისუფლებელ გმირთა მანტიაში გვევლინებოდნენ, სად იყვნენ სულ თუ არა ბოლო ხუთი წელიწადი მაინც. სოროებში ხომ არ იმალებოდნენ და “Break”-ებზე დოლარებს ხომ არ ღეჭავდნენ;

ის ნაფტალინები, დღეს რომ სტუდიებიდან გვმოძღვრავენ, სამხედრო, საგანმანათლებლო, ჯანდაცვისა და სოფლის მუერნეობის რეფორმებს გვთავაზობდნენ, თვითონვე რატომ არ ნერგავდნენ მათ მაშინ, როდესაც ქვეყანაში ბნელოდა, ეზოებში უსაბურავებო მანქანები იდგა და ტყავის ქურთუკიანი ტიპები ჩვენი ნათლობის ჯვრების ხარჯზე ვენებში იშხაპუნებდნენ;

ვინც აღშფოთებული და აკივლებული არჩევნებში ხმების ათ პროცენტსაც ვერ აგროვებდა, ახლა ვითომ ხალხის უფლებებს იცავს. „ხალხოთი“ სახლეგანთქმული - ხალხზე აცრილი;

მართალია, ვიღაცას ჰგონია, რომ სიცოცხლის აბსოლუტური უფლება არ მაქვს, მაგრამ ის ხომ მაინც შეიძლება, ვიკითხო, მაშინ რატომ გმობდი ამ მეორე წელს უფრო გაპოპულარულებული ცხრა წლის განმავლობაში მომხდარ ძალადობრივ ქმედებებს.

მეცინება მათზე, პარლამენტის შენობის კიბეებზე რომ დარბიან და ჰალსტუხების ყულფების ზომას ნელ-ნელა ზრდიან, რომ გასქელებულ კირსებზე დისკომფორტი არ იგრძნონ;

მეტირება იმ ჟურნალისტებზე, ჩართვისას რომ სიტყვებს აგრძელებენ, წაგვიმღერებენ-ხოლმე ან გვეუბნებიან, „ამბობენ, ამ საკითხზე პოლიტსაბჭო გაიმართებაო,“ თითქოს, მე ვარ ვალდებული, გადავამოწმო ამბობენ, თუ მართლა გაიმართება და არ ვეჭორაო მაყურებელს;

სიცხე მაღლა მიწევს იმ წამყვანის მოსმენისას, მაღალჩინოსანს გეოგრაფიული ნომენკლატურის ცოდნას რომ უმოწმებს და თვითონ წარმოდგენა არ აქვს ჟურნალისტურ ეთიკაზე;

აუტანელია, ვარსკვლავგახსნილი თუ გაუხსნელი ხელოვანები პოლიტიკურ დესპანებად რომ გვევლინებიან, მოსახლეობის კეთილგანწყობას იყენებენ და არჩევნების მერე გამთბარ აგარაკებზე ღვინოს წრუპავენ, ქართული კულტურის აყვავების მაგივრად.

გამოვცალკევდით მე, აკუტაგავა და გადაცემა.

არ მეშინია-მეთქი, კიდევ ვამბობ, იმიტომ, რომ მე შევცვლი და მე და ჩემნაირები ჩაგანაცვლებთ, ნაფტალინებო.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG