Accessibility links

logo-print

ერთი (არა)ჩვეულებრივი დღე


ავტორი: მარიამ მოდებაძე

ზამთრის პირველი დღეებია, თუმცა ისევ ნოემბრის სურნელი ტრიალებს. ამინდი უფრო სევდიანი და მელანქოლიურია. ყოველ დილით თეთრი ნისლი ამძიმებს ქალაქს.

ასე იწყება დღე...

გავდივარ ქუჩაშ, სიცივის მიუხედავად ის ცარიელი არასდროსაა. ადამიანები მექანიკური მოწყობილობებისამებრ მოძრაობენ, ყველას სადღაც ეჩქარება.

კაცობრიობას მუდმივად სადღაც ეჩქარება, ყოველთვის მიელტვის რაღაცას, მაგრამ არ იცის რას. ქუჩაში მოსიარულეთა სახეები გაყინულია. არა, აქ ტემპერატურა არაფერ შუაშია! ეს მენტალური გაყინვაა, რომელიც ცხოვრების ნირმა მოიტანა. უცნაურია , მაგრამ ისინი გარემოს ვერ აღიქვამენ, არადა შემოდგომა ძალიან ლამაზია. მაგრამ მათ რაიმე გრანდიოზული და შთამბეჭდავი სჭირდებათ, რომ დაინახონ, გაიაზრონ, შეიგრძნონ...

ნელა მივუყვები ქუჩას და სახეებს ვაკვირდები, აქ საინტერესო დასკვნების გამოტანაა შესაძლებელი. რადგან თითოეული მიმიკა გიმხელს პატრონის განწყობას. ამ მოწესრიგებულ ხმაურს დიალოგი არღვევს. ორი ახალგაზრდა სამშობლოზე საუბრობს. რატომღაც ასოციაცია მაშინვე "სუფრის პატრიოტებს" მახსენებს. აი ისეთებს, სუფრასთან სამშობლოს რომ ადიდებელ, ამ დროს ისინი რკინის მღეჭველ ტიტანებს ჰგვანან. საქმე საქმეზე რომ მიდგება ეს "ტიტანები" , "მხდალებად" ტრანსფორმირდებიან ( რამხელა გარდატეხაა ), და იწყება ქაოსი, ვინ როგორ უშველოს თავს.

"და მეშინია , არა ვთქვა მაინც,

რომ საქართველო არის მიქარვა."

ეჰ, ალბათ რობაქიძეს ჰქონდა სათანადო მიზეზი, ამ სტიქონს რომ წერდა.

საერთოდ, ქართველები ყველა ასპექტით , მაღალი ტალანტის მქონეები ვართ. მაგალითად მხოლოდ ქართველს შეუძლია ebay-ზე ათლარიანი , უცხოელებს 130 დოლარად მიჰყიდოს, როგორც ა.წერეთლის საიუბილეო საღამოსთვის სპეციალურად დაბეჭდილი კუპიურა. აღიარეთ, ეს ნიჭია! მაგრამ არ გვინდა ამგავრი ამბების მოყოლა, შორს წაგვიყვანს.

ჩვენთან ყველა ფილოსოფოსი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ფსიქოლოგია, მოკლედ ყველამ ყველაფერი იცის, ოღონდ ამ ცოდნას მხოლოდ სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფისას იყენებენ.

... "ვინც შეიცნო სიცოცხლე და დაითმინა- მისთვის არ არსებობს სიკვდილი."

მთელი დღის მანძილზე, სხვადასხვა სახეები ერთმანეთში ირევა, მაგრამ გონება მათ გარკვეული კანონზომიერებით ალაგებს. ზოგი კუშტად იცქირება, ზოგი ცხოვრებით განოროტებულ თვალებს აქეთ-იქით აცეცებს. არაინ ისეთებიც , ვის თვალებშიც მხოლოდ სიცარიელე ჩანს, ან სევდა, ან სულაც მარტოსულობის მძიმე განცდა.

საღამოს ერთ-ერთ სკვერში ვხედავ რა ლაღად თამაშობენ ბავშვები და თავისი კისკისით როგორ აყრუებენ მიდამოს. მათ არ იციან რა არის შური, ბოღმა, ღალატი, ქედმაღლობა, ბოროტება. არ ადარდებთ როგორია ცხოვრება, არც მისი სიმძიმე გამოუცდიათ - სიცოცხლე ნათელ ფერებში. რატომ არ შეიძლება მაგალითი ავიღოთ ბავშვებისგან? განა ცხოვრება ისე შავბნელია, როგორადაც ვსახავთ? ჩვენ ვქმნით გარემოს და მის განწყობას. ეს ყველაფერი გონების პროექციაა, რაც გინდა რომ დაინაახო იმას ხედავ და აღიქვამ. არ არსებობს უსამართლო და სამართლიანი ცხოვრება/სამყარო, ის იმორალურ ადამიანს ჰგავს.

..."ეჰა , ღამევ, სულის ჩემისაებრ ბნელო, მამცნე იდუმალნი ზრახვანნი შენნი!.."

ღამით ყველაფერს დუმილი შთანთქავს. ეს საუკეთესო დროა დარჩე შენს თავთან მარტო და იფიქრო... ეძიო გზა შენი "მეს" შესაცნობად-სამყაროს შესაცნობლაად. რადგან იცხოვრო გააზრებულად და არ იარსებო შემთხვევით, ინსტიქტურად.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG