Accessibility links

logo-print

სექსუალური უმცირესობები საქართველოში


მოამზადა მარიამ ნებიერიძემ

საზოგადოებისთვის სექსუალური უმცირესობების თემა ჯერ კიდევ ტაბულირებული და რთულად

აღსაქმელი საკითხია , საუბარს ერიდებიან , თუმცა ვერავინ უარყოფს ასეთი ადამიანების მრავლად

არსებობას მსფლიოში.

2013 წელს მომზადებული დოკუმენტის თანახმად , რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შეიქმნა , საქართველოშილგბტ პირებისმდგომარეობასა და ჰომოფობიაზე საუბრობენ , რომ ლგბტ პირების მიმართ დისკრიმინაცია არ არის , თუმცა აღნიშნავენ , რომ საქართველოში უნდა შეიქმნას გრძელვადიან პროგრამები , რომელიც უზრუნველყობს ამ საკითხში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას . დოკუმენტიდან ჩანს , რომ „ევროკავშირი“ გმობს მედიაში ჰომოფობიის სიძულვილის ენით მოხსენიებას.ევროკავშირში მიღებული დეკლარაცია , რომელიც გულისხმობს სექსუალური უმცირესობების დაცვას საქართველოც შეუერთდა , უფრო ზუსტად კი გულისხმობს ვალდებულების აღებას , ჰომობობიის გამოვლენის შემთხვევაში სწრაფი რეაგირება მოახდინონ .

ჩვენს ქვეყანაში დღესდღეობით მათი დასაცავი არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციაა , რომლებიც

მათ უფლებადამცველებად გვევლინებიან , გავრცელებული ინფორმაციით თითოეულ ამ ორგანიზაციას

სოროსის ფონდი და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აფინანსებს და სრულ მხარდაჭერას

აღუთქვამს.

დღესდღეობით ყველაზე წარმატებული ორგანიზაცია , რომელიც ლგბტ ( ლესბოსელი,გეი, ბისექსუალი,

ტრანსექსუალი) ს უფლებებს იცავს არის ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა „ , მათ მიაჩ-

ნიათ , რომ „იდენტობა „ არის კონკრეტულ ღირებულებებზე ორიენტირებული ოგანიზაცია , რომლის

მიზანი არის ყველა ადამიანი უფლებების თანასწორობა . იქ მომუშავე ადამიანების ოცნებაა , იცხოვრონ

ისეთ საზოგადოებაში , სადაც ადამიანი მნიშვნელოვანი იქნება თავისი გამორჩეულობითა და ინდი-

ვიდულობით და ფიქრობენ , რომ „ისინი ვართ ჩვენ და ჩვენ ვართ ისინი „ .

ლევან ბერიანიძე , „იდენტობის „ განათლების ოფიცერი განმარტავს , რომ ლგბტ პირების ძირითადი

მოთხოვნა არის უსაფრთხო გარემო , რადგან ისინი განიცდიან დიდ ფსიქოლოგიურ ძალადობას ,

ფიზიკურ ძალადობას კი ადგილი გასული წლის 17 მაისს ჰქონდა . განათლების ოფიცერი „იდენტობის „

სახელით გვიცხადებს , რომ მათი მუშაობის მიზანია ლგბტ პირების საზოგადობებაში ინტეგრირება.

„ რაც შეეხება სამომავლო გეგბემს , ალბათ , მოახლოვებულ 17 მაისს გულისხმობთ , ჯერ ჯერობით

გაიმართება თუ არა ჩვენი მხრიდან რაიმე სახის აქცია ცნობილი არ არის და წინასწარ გადაჭრით

ვერაფერს გეტყვით .

უამრავი ოპონენტი არასამტავრობო ორგანიზაცია ყავს მათ , რომლებიც სექსუალური უმცირესობების

პროპაგანდის აკრძალვას ითხოვენ .

გიორგი გაბედავა, პოლიტპატიმარი , რომელიც ილაშქრებს სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ

2010 წელს , მისი თქმით , „შეკერილი „საქმის გამო თანამოაზრეებთან ერთად დააპატიმრეს შემდეგ კი დამნაშავეებად და ექსტრემისტებად გამოაცხადეს , მისი გათავისუფლება 2013 წლის 13 იანვარს ახალი ხელისუფლების მიერ მოხდა . ევროპის სასამართლოს მოგების და 3 წლიანი პატიმრობის შემდეგ იგი პოლიტმაპიმრად აღიარეს . „დიახ , ჩვენ ვეწინააღმდეგებით გარყვნილების რეკლამირებას და პროპა-

განდას „

_ დამეთანხმებით , რომ აკრძალვა და გაპროტესტება ერთია და მათზე ძალადობა მეორე საკითხი ,

თქვენ როგორ ფიქრობთ გამართლებულია სექსუალურ უმცირესობებსა და მათ მომხრეებზე ძალადობა ?

მე ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ , სექსუალურ უმცირესობებს მკურნალობა ესაჭიროებათ

და არა წახალისება .

_თქვენი აზრით , რამდენად აძლევს მათ მთავრობა „ წახალისების „ უფლებას ?

წახალისებულნი რომ არიან ფაქტია , რადგან საქართველოს ეკლესიის შეურაცყოფისთვის მათ არავინ

იბარებს დაკითხვაზე , ხოლო როცა ჩვენ პასუხს ვცემტ ჩვენი ეკლესიის შეურაცყოფის გამო , განყოფი-

ლებებში გვიბარებენ , ეს უკვე არათანაბარ გარემოს ქმნის და უმცირესობის კი არა ამ შემთხვევაში

უმრავლესობის უფლებები ირღვევა .

_ რა სახის ურთიერთობა გაქვსთ თქვენს ოპონენტ ორგანიზაციებთან ?

უფრო დებატების სახით , რა თქმა უნდა , კონსესუსს ვერ მივაღწიეთ , მათთან საუბარი უნაყოფოა ,

პროვოკატორები არიან და კონტექსტიდან ამოგლეჯილად საუბრობენ , ერთი კი ვიცი , მე მუდამ

ვიქნები ჩემი ქვეყნის სადარაჯოზე , ჩემი ოპონენტისგან ვხედავ , რომ მუხლჩაუხრელად შრომობენ

საქართველოს იდეოლოგიური განადგურებისათვის . და ერთსაც დავამატებ ეს ყველაფერი ამერიკის

შეერთებული შტატების გავლენით ხდება , ლგბტ პირების ფსევდოუფლებების დამცველები არიან

ნაციონალური მოძრაობის დამნაშავე რეჟიმის მხარდამჭერები .

ადამიანები გაცილებით მეტ პრივილეგიას ეკლესიას ანიჭებდნენ და მის აზრს მეტად ითვალისწინებდნენ ,

მას შემდეგ რაც , მიღემულ იქნა ანტიდისკრიმინაციული კანონი და იმართება აქციები ლგბტ პირების

მხარდასაჭერად , საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამო-

აცხადა , ეს ის 17 მაისია , როცა მსოფლიო ჰომოფობიის და ტრანსჰომოფობიის საერთაშორისო დღეს აღნი-

შნავს , მამა თეოდორე გიგნაძე , დეკანოზი ,ჯვართამარლების ეკლესიის წინამძღოლი განმარტავს , რომ

სახეზეა ადამიანთა ნაწილის დეგრადაცია , ეკლესია კი ასეთ ადამიანებს დაზიანებული ბუნების მქონე

პიროვნებებს უწოდებს , ხოლო ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას თვლის ,რომ საქართველო

ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას .

NDI (ენ დი აის ) ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის 2014 წლის აპრილის კვლევის თანახმად

გამოკითხულთა უმეტესობა (48%) მიიჩნევს , რომ სექსუალური უმცირესობების დაცვა უმნიშვნელო

ან სრულიად უმნიშვნელოა . საქართველოს ხესილუფლება , ეკლესია , საზოგადოება და მედია ამ კუთხით მოვლენების განვითარებას თვალყურს ადევნებს .

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG