Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქორწინო ხელშეკრულება - უფლება VS ტრადიცია


ავტორი: მარიამ ფარქოსაძე

წინ ორასზე მეტი ქორწინების მსურველთა მიერ შევსებული კითხვარი მიდევს და როგორც ჩანს არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში.

სადიპლომო ნაშრომს ვწერ საქორწინო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და სულ რაღაც ორი კვირაა კვლევა დავასრულე, ახლა 2015 წლის 1-ლი მაისია და აი ასეთია შედეგები ჩვენს ქვეყანაში;

საქართველოში მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის საქორწინო ხელშეკრულების არსებობის შესახებ!!!

ამისათვის მცირე მიმოხილვას გავაკეთებ, (იმედი მაქვს მკითხველთა დიდი რაოდენობა მაინც გათვითცნობიერებული იქნება აღნიშნულ საკითხში!)

1982 წელს გამოიცა „საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსი“.საქორწინო ხელშეკრულება კი პირველად 1997 წლიდანდამკვიდრდა ქართულ სამართალში როდესაც შეიქმნა ახალი სამოქალაქო კოდექსი. მეურლეთა სახელშეკრულებო ურთიერთობების მიმართ ამოქმედდა სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებები. პოსტსაბჭოთა სივრცეში დსთ–ს ფარგლებში საქართველო ერთ–ერთი პირველი სახელმწიფო აღმოჩნდა, რომელმაც აღიარა და საკანონმდებლო დონეზე განამტკიცა საქორწინო ხელშეკრულების ინსტიტუტი. სამოქალაქო კოდექსის 1172-ე მუხლითაა მოწესრიგებული და განმარტავს : „მეუღლეებს შეუძლიათ დადონ საქორწინო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მათი ქონებრივი უფლებები და მოვალეობები როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე განქორწინებისას.“

მიუხედავად ამ არაჩვეულებრივი წინსვლისა, რომელიც საკანონმდებლო დონეზე განიცადა ჩვენმა ქვეყანამ, აღმოჩნდა, რომ პრაქტიკული განხორციელება ვერ პოვა ქართულ რეალობაში, სადაც ჯერ კიდევ კაცის კულტი პირველ ადგილზეა და ქალი მისი „მეუღლე“ და ოჯახის დედაბოძია.კვლევის დროს არც ასაკი და არც წარმომავლობა შემიზღუდავს, შესაბამისად ეს პირველი პუნქტი ეხება არა მარტო ძველ, არამედ ახალ თაობასაც და მაინც მეგობრებო, არსებობენ ქვეყნები, სადაც ტერმინის დონეზეც ჩამოუყალიბებელია აღნიშნული ინსტიტუტი.

საქორწინო ხელშეკრულებას ემხრობა გამოკითხულთა უმრავლესობა !

როცაჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის დროს მოხდა განმარტება ქორწინების მსურველთათვის უმრავლესობის აზრი გახლდათ: „ ვემხრობით, რათა დაცული იქნეს მხარეთა უფლებები“ , თუმცა მეორე ნაწილი, რომელიც საბედნიეროდ უმცირესობას წარმოადგენდა მიუთითებდა: “ ჩვენი ტრადიციებიდან არ გამომდინარეობს!’“,ასევე „ქორწინება არ უნდა იყოს დამყარებული გარიგებაზე!“ მივხვდი, რომ ტრადიციაშიც ამას გულისხმობდნენ: სიტყვა გარიგება, ხელშეკრულება, კონტრაქტი და ა.შ. ისევ სახიფათო სიტყვებს წარმოადგენს და ალბათ ეს ყველაფერიც იმის ბრალია, რომ ცნობადობა დაბალია საკითხთთან დაკავშირებით. ეს თავად მოქალაქეების დანაშაულიცაა და სახელმწიფოსიც, რომლებმაც ურთიერთშეთანხმებით ცნობადობის ამაღლებაზე უნდაიზრუნონ.

დადეთ თუ არა საქორწინო ხელშეკრულება !

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან მიხვდებოდით ახლა რა შედეგსაც დაგიწერთ, თუმცა მაინც: ვიცოდეთ რომ ჩვენთანაც ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ცხოვრებას ფართოდ გახელილი თვალებით უყურებენ და ზღაპრებში ჩარჩენილ გმირებს არ ჰგვანან. სულ სამი წყვილი აღმოჩნდა, რომლებმაც ჩემი მცირე კითხვარის ყველა შეკითხვას დადებითად უპასუხა.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ დადებულ სტატისტიკაში ჩანს, რომ წინსვლა აშკარად გვაქვს:“ 2010 წელს7 საქორწინო ხელშეკრულება დამოწმდა სანოტარო წესით; 2011 წელს - 13; 2012 წელს - 21; 2013 წელს - 23; 2014 წელს - 32; წლეულს, სამ თვეში - 12 საქორწინო ხელშეკრულება.“

კვლევის მიზანიც ის იყო გამეგო რასთან დაკავშირებით მიწევდა მუშაობა რეალურად, ამტომაც მინდა კიდევ ერთხელ განგიმარტოთ მათ ვინც უკვე დაქორწინდით ან მომავალში აპირებთ დაქორწინებას, ისარგებლეთ შესაძლებლობით, რომ განამტკიცოთ საკუთარი უფლება იმ მცირე ხელშეკრულებით, რომელიც თქვენს ქონებას დაიცავს.

ხელშეკრულება არ ეხება თქვენს გრძნობებს, არ ჩრდილავს სიყვარულს და ქორწინება სამართლებრივად ისედაც გარიგებაა, რომელსაც არ ამატებთ იმ მნიშვნელოვან დეტალს, რასაც მეუღლეთა უფლებების დაცვას შეუძლია.

პ.ს. კვლევა ჩატარდა იუსტიციის სახლში, რომელიც სამი კვირის მანძილზე გრძელდებოდა და რომელშიც მონაწილეობა მიიღო როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებმაც განურჩევლად ასაკისა, კანის ფერისა, მრწამსისა და ჩემი შეხედულებისა.

მადლობა იუსტიციის სახლის თანამშრომლებს, რომლებმაც თავის უამრავ საქმეს კიდევ ერთი დაუმატეს და კვლევის წარმოებაში დამეხმარნენ!

მაგისტრატურის მე-2 კურსი

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG