Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დედამიწას ყველა ერთად ვატრიალებთ - გენდერი არ არის პრივილეგია


ავტორი: მარიამ პირველი

შენ არ აგირჩევია რომელი სქესით მოევლინებოდი დედამიწას. ხშირ შემთვევაში არც სექსუალური ორიენტაცია და აღმსარებლობა აგვირჩევია. განგებამ მასთნ ერთად კი ჩვენმა სოციუმმა აირჩია და ჩვენც დავემორჩილეთ.

შენ არ აგირჩევია იმ კედლებში, რომლებშიც შენი ოჯახი თავს მოიყრიდა ადამიანები შენს სქესს პრივილეგიად მიიჩნევდნენ თუ არა. ესეც საზოგადებამ აირჩია და შენც ისე, რომ არავინ გკითხა გინდოდა თუ არა ეს, ამ საზოგადოების ნაწილი გახდი.

შენ მხოლოდ ერთი რამ შეგიძლია აირჩიო და ეს ერთი ყველაზე მნიშნელოვნად მეჩვენება- შენ ირჩევ, როგორი ადამიანი გინდა გამოძერწო მყიფე მასალისგან.

ძერწვის პროცესი არათუ მარტივი, არამედ ძალიან რთულია. საქმე მხოლოდ მაშინ იოლდება როდესაც გარშემომყოფები, რაოდენ მცირერიცხოვან ნაწილსაც არ უნდა წარმოადგენდნენ ისინი, გეტყვიან რომ მთავარია ძერწვის პროცესით თავად მიიღო დიდი გამოცდილება, თუნდაც მტკივნეული მაგრამ მაინც დამოუკიდებელი. ხელებს არ აფათურებენ შენს შემოქმედებაში და მხოლოდ მორალური მხარდაჭრით განებივრებენ.

ზოგიერთებს გაგვიმართლა, რომ ჩვენი დაბადებით სიხარულის მეტი არაფერი მოგვიტანია გარშემომყოფებისათვის, თუნდაც ისეთ მასკულანურ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.

არასოდეს შემიმჩნევია მზერა, რომელიც დამადანაშაულებდა რომ ჩემი დაბადებით ჩემივე გვარის გაგრძელებას შევუქმენი საფრთხე. პირიქით,განუწყვეტლივ ვხედავდი ჩემსკენ მომართულ იმედიან თვალებს, რომლებიც პასუხისმგებლობას მაკისრებდნენ საკუთარი თავისა და გარშმომყოფების წინაშე.

მე ვხედავდი თვალებს, რომლებიც განუწყვეტლივ განვითარებას და წინსწავლას მოელოდნენ ჩემგან. თვალებს, რომლებიც მხოლოდ მაშინ მიწყრებოდნენ, თუკი სიძნელეების წინაში აღმოჩენილი დავფრთხებოდი და ცრემლი მომერეოდა. თვალებს, რომლებიც მხოლოდ ნდობით დახუნძლულნი შემომციცინებდნენ და მეუბნებოდნენ, რომ მე ყველაფერს შევძლებ თუ კი ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ ჩემი სქესი საჩუქარია ამ ვეებერთელა დედამიწაზე, რომ არასოდეს არავის გულისათვის საკუთრ პრინციპებზე უარი არ უნდა ვთქვა და არცერთი გამოცდის ჩასაბარებლად უნდა მოვიხმო ვინმე უფრო ძლიერი ვიდრე მე ვარ, რადგან უნდა მახსოვდეს, რომ ადამიენები თანასწორნი იბადებიან, მათ სიძლიერეს კი მათივე მონდომება განსაზღვრავს და არა სქესი ანდაც კლასობრივი სტატუსი.

მე მინახავს ადამიანები ჩემზე გაცილებით პრივილეგირებულნი და პირიქით. ადამიანები გარკვეული პრივილეგიების გარეშე, დახუნძლული წარმატების ჟინითა და სურვილით.

მე მინახავს სხვადასხვა ერის, რასის, ტრადიციისა და კულტურის მატარებელი დედამიწელები, რომლებსაც ერთი შეხედვით საერთო არაფერი აქვთ გარდა ყველაზე მთავარისა, ისინი ყველა ერთი ხის ნაყოფები არიან, ხის სახელად ადამიანი.

ცუდია, როცა ავიწყდებათ, რომ ამ ცისქვეშეთში ყველასათვის მოიძებნება ფუნქცია.ფუნქცია საჭირო და აუცილებელი. მტკივნეულია, როცა გონიათ, რომ გენდერული ამბები თანამედროვეობის ახირებაა, რომ გვინდა თუ არ გვინდა კაცი ქალის თავი და წინამძღოლია. დასანანია, როცა ამ შეხედულებების პარალელურად გვავიწყდება, რომ თითოეული დედამიწელი ამ ქვეყნად საკუთარი, ინდვიდუალური ფუნქციითაა მოსული. მწამს, ყველა ადამიანის გონების მიყრუებულ კუნჭულში არსებობს გაუღვიძებელი იდეა, რომ უპირატესი ადამიანური ურთთიერთობებია, სქესობრივი დისკრიმინაცია მაღალფარდოვანი სიტყვათა შეთანხმება კი არა, სამარცხვინო, დადასაგმობი საქციელია.

ასე მგონია გაცვეთილ თემებზე წერა, ავტორსაც და მკითველს მოსაწყენ არსებებად აქცევთ ხოლმე. მეორესმხრივ კი, მოსაწყენი ის ამბავია, როცა დღესაც დაიარებიან ჩემი საყვარელი ქალაქებისა და სოფლების ქუჩებში ისინი, ვინც ბიჭს ოჯახის სრულუფლებიან წევრად თვლიან, გოგოს კი გასამზითვებელ საგნად. ისინი, ვისი წყალობითაც არაერთი ქალი მთელი ცხოვრება იძლებულია შეეგუოს რაღაც ისეთს, რაც არასოდეს მოუტანს ბედნიერებას, რაც აქცევს უკეთეს შემთხვევაში მორალური, უარეს კი ფიზიკური ჩაგვრის ობიექტად. ვბრაზდები, როცა პრივილეგია ადამიანური ღირებულებების ზღვარზე კი არა, სქესობრივ ნიშაზე გადის.

და ჩემთან ერთად ბრაზდება ბევრი, ძალიან ბევრი ახალგაზრდა. ისინი ვის გაჩუმებასაც ცდილობენ. ისინი, ვისაც მეამბოხეებსა და ცარიელ ამბიციას უწოდებენ. ისინი, ვისაც შესწევთ უდიდესი ძალა ახალი და ჯანსაღი იდეოლოგიით მთებს შეეჭიდონ. მრავალსაუკუნოვანი, დრომოჭმული, უვარგისი ტრადიციების წინააღმდეგ გაილაშქრონ. იყვირონ, იჩხუბონ და საკუთარი ხმით ღრმად ფესვებგადგმული იდეები ამოძირკვონ. იბობოქრონ იქამდე, სანამ გენდერულ ამბებზე წერა-კითხვა მოსაწყენი კი არა სამარცხვინო არ გახდება. იქამდე, სანამ ჩვენი საზოგადოება, უკლებლივ ყველა დედამიწელი არ შეთანხმდება იმაზე რომ გენდერი არ განსაზღვრავს კომპეტენციას, რომ გენდერი არ არის პრივილეგია.

ჩვენ არ აგირჩევია რომელი სქესით მოვევლინებოდით დედამიწას. ჩვენთვის არავის უკითხავს ქალად ყოფნა გვერჩვნა ამ ცისქვეშეთში თუ კაცობა უფრო გაგვიადვილდებოდა. ჩვენ ისეთებად დავიბადეთ, როგორებადაც განგებამ აგვირჩია, მერე შეგვფუთა და ჩვენს დედამიწელ მშობლებს ჩვენი თავები უსახსოვრა. დღიდან წამისა, როცა თუნდაც ერთადერთი მზერა გამოემართა ჩვენსკენ, რომელიც ამბობდა რომ დავაშავეთ ჩვენი ქალად დაბადებით ჩვენ დაუმორჩლებობა გამოვაცხადეთ.

ასე ამბოხით მოვდივართ დღემდე და მწამს, რომ სულ მალე მთელ სამყაროს ავიყოლიებთ. სულ მალე ყველა ერთხმად აღიარებს, რომ პრივილეგიად მხოლოდ ადამიანური ფასეულობები უნდა ჩაითვალოს და რომ გენდერი სულაც არ არის პრივილეგია.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG