Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: მარიამ პირველი

‘ბოლოს და ბოლოს შენი ცხოვრებაა და ისე მოიქეცი, როგორც ჩაფიქრებული გაქვს’- ჰარუკი მურაკამი: ‘კაფკა პლაჟზე’

დაღლილი ვიყავი იმ საღამოს, 7 საათიანი ფრენის შემდეგ ძლივს ჩამოვაღწიე პრაღაში, მეორე დღეს სწავლა მეწყებოდა. მოვწესრიგდი, დიდი ჭიქით ყავა დავიდგი ‘კომოდზე’ და ‘ნაჩნიკის’ ანარეკლზე შევნიშნე ჩემი მეგობრის წიგნი წარწერით: ‘კაფკა პლაჟზე’ დავიწყე და ნელ-ნელა შევყევი, კითხვის პროცესში მომწონდა უამრავი მეტაფორა, საიდანაც აზრის გამოტანა აბოლუტურად მკითხველზეა მინდობილი.

ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ კაფკა თავისუფლების სიმბოლოა, რომ კაფკა ამსხვრევს დოგმებს თანდაყოლილი ბორკილების არსებობის შესახებ და რომ არ აქვს მნივნელობა ასაკს, თავისუფლებისაკენ ლტოლვა შინაგანი მოთხოვნილება უნდა იყოს, რადგან თავისუფლება ყველა ადამიანის უმთავრესი უფლებაა.

ზოგადად არ მიყვარს თანამედროვე მწერლობა. იქნებ არ ვიცნობ საკმარისად და იმიტომ მაგრამ ფაქტია, უპირატესობას ყოველთვის მეთვრმეტე-მეცხრანეტე საუკუნის ლიტერატურას ვანიჭებ. ამიტომ წიგნის დასრულების შემდეგ საკუთარ თავს დავუსვი კითხვა, რა დაწერა მურაკამიმ ისეთი, რამაც მეც გამიჩინა სურვილი ორიოდე სიტყვა გადამება ერთმანეთისთვის?

პასუხი არაფრით განსაკუთრებული მაგრამ ჩემეულია, ამიტომ გეტვით: ავტორის მიერ შექმნილი ლიტერატურული პერსონაჟი ბედისაგან ლანგრით მორთმეულ რეალობას არ ეპუება და მიუხედავად მცირეწლოვნებისა გაურბის ‘მამას’, რომლისგან მემკვიდრეობით მიღებული გენებიც კი არუყვარს, არ უყვარს იმიტომ რომ ხვდება ამ გენებში არის ის, რაც კარგს არაფერს მოუტანს მას, ის რაც მას ხელს შეუშლის იპოვნოს საკუთარი თავი, დამოუკიდებლად გამოძერწოს თავისივე ‘მე’ და იცხოვროს ცხოვრებით, რომელიც თავად შექმნა და არა რომლით ცხოვრებასაც გარეშე პირები ავალდეულებენ.

როდესაც წიგნის შესახებ გამოთქმულ აზრებს მკითხველს ლევან ბერძენიშვილი უზიარებდა, ყველაზე მეტად მომეწონა წინადადებები, რონლებიც შემდეგს ამბობდნენ: კაფკა გმირია, რომელმაც შეძლო და უარი თქვა საზოგადოების მიერ დაწესებულ ჩარჩოებზე, რომელმაც უარი თქვა გაუაზრებელ სტერეოტიპებსა და სხვისი ლანდის ქვეშ ცხოვრებაზე. ‘ისე უნდა იცხოვრო, როგორც მოგესურვება. რა მნიშვნელობა აქვს, 15-ის ხარ თუ 51-ის? სამწუხაროდ, საზოგადოება ასე არ ფიქრობს.’- ეს ერთ-ერთი მთავარი სათქმელია ავტორის, რომელზეც ბერძენიშვილი ამბობს, რომ ეს გარდაუვალია, რომ ოდესღაც ამ რეალობას ქართული საზოგადოებაც გაუსწორებს თვალს, რომ მომავალი თაობა აუცილებლად იტყვის უარს მშობლების კალთის ქვეშ ამოფარებულ ცხოვრებაზე, რომ აუცილებალდ წავლენ სხვა ქალაქებში, პერიფერიებსა თუ მეგაპოლისებში, რომ საკუთარი თავის ძიებას დაიწყონ დამოუკიდებლად, რადგან ოდესღაც მიხვდნენ, რომ თავისუფლებას სხეული უნდა გთხოვდეს, გონება უნდა გკარნახობდეს მის საჭიროებასა და აუცილებლობას.

ამასთანავე, თავიუფლება არ გულიხმობს უპატივცემულობას ყველაფერი იმისა, რაც მიუღებლად მიგვაჩნია. არა, თავისუფლება გულისხმობს საკუთარი თავის ძიებას და ძიების პროცესში საკმარისი პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ თავზე რომ ძველი შევცვალოთ ახლით არა უხეში წიხლისკვრით, არამედნაზად, გააზრებულად და შეძლებისდაგვარად უმტკივნეულოდ. ამ მსჯელობის პარალელურად, მურაკამი წერს: ‘უმრავლესობა არ ცდილობს თავისუფლების მოპოვებას, კაფკა. ისინი ფიქრობენ, რომ თავისუფალი არიან. ეს კი მხოლოდ ილუზიაა. მათთვის რომ თავისუფლება მიენიჭებინათ, ხელ-ფეხი შეეკვრებოდათ. ჯობია, ეს გახსოვდეს. ადამიანებს ურჩევნიათ, არ იყვნენ თავისუფალი“ჩემი აზრით,ეს ის ნაწილია, რომელიც ყველაზე კარგად ერგება ჩვენს მენტალობასა და შესაბამისად რეალობას. ჩვენთვის მისაღებია შუა ხნის ასაკშიც კი აბსოლიტური დამოკიდებულება გაგმოვამჟღავნოთ საზოგადოდ იმ სოციუმის მიმართ, რომელშიც ვცხოვრობთ, კონკრეტულად კი საკუთარი მშობლების მიმართ და ამას ვუწოდოთ პატივისცემა არსებული წესებისა და ტრადიციებისა, მაშინ როდსაც ამ დამოკიდებულებას გამოვხატავთ, მათ მიერ განვლილ გზაზე ფეხდაფეხ სვლით, რადგან ასე ბევრად მარტყივია, ვიდრე დაიხურო ქუდი და მათდამი პატივისცემა თავისუფლებისა და წარმატების ძიებაში დაღვრილი ოფლით, ტკივილით, დაცემითა და ადგომით გამოვხატოთ. თუმცა ეს რთული გზაა, ეს გაქცევაა. გაქცევა დოგმებისგან, არსებული რეალობისგან და მეტნაკლებად მშვიდი რუტინისგან, რომელსაც იმდენად ვეჩვევით, რომ გვგონია, რადგან ხელზე ბორკილი არ გვადევს თავისუფლები ვართ, არადა ასე არაა, ეს თავისუფლება არაა.

მე მაინც ასე მგონია, თუ კი შევძლებდი და ჩემი თავისუფლებისათვის ვიბრძოლებდი რამდენად მტკივნეულადაც არ უნდა დავცემულიყავი წინ შემხვედრ ქარაფებზე, ყველაზე ტკბილად შევიგრძნობდი ადგომას, რომელშიც არავინ დამეხმარებოდა მაგრამ რომლითაც, მე დავეხმარებოდი სხვებს. ამ შინაგანი ბრძოლების, ბობქორობისა და ძიების პროცესში, ჩვენდაუნებურად ვხვდებით ვიღაც სხვა, ის ვინც არ ვიყავუთ გუშინ, ის ვისაც მეტად გვესმის ფასი ქარიშხლიანი ბრძოლების შემდეგ მოპოვებული საკუთარი თავის-ულებით.

‘გრიგალს თავს რომ დააღწევ, ისევ ის აღარ იქნები. აი, რა არის ქარიშხლის აზრი’ ქარიშხალი კი ერთხელ არ ატყდება თავს კაცობრიობას, იგი განმეორებადი და მოულოდნელი კანონზომიერებაა ბუნებისა, ისევე როგორც კანონზომიერება, რომლის თანახმადაც თავიუფლების მაძიებლებს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რაღაც ფესვებზე ვდგავართ, რომელთა დამსახუებითაც ვართ ამ ქვეყნის ნაწილი და თუ კი მოგიჟიანებულ ქარიშხალს ვერაფერი ჩააყენებს თუ არა დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომ საკმარისია, ასევე ჩვენ ვერაფერი გვაიძულებსგააზრებას, გარდა საკუთარი თავისა და ფესვებისა, რომლებმაც სწორი მიმართულება უნდა მოგვცენ და დაგვანახონ, რომ თავისუფლება ლომთა ხვედრი კი არა ყველა ადამიანის წილია ამ ქვეყანაზე და რომ მისი მოპოვება არაა მარტივი, მაგრამ ყველაზე სასიამოვნო, საინტერესო და მნიშვნელოვანი ‘პროცესია’, რომლის მოგების შემთხვევაიც თავად ხდეები მყარი ფესვები მათთვის, ვინც შეგქმნა და მათთვის ვისაც ოდესღაც თავად ექმნი.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG