Accessibility links

logo-print

მზისა და მთვარის ‘გზაგასაყარზე’


ავტორი: მარიამ პირველი

მაშინ როცა ყველას ძინავს ჩვენი ქალაქის ქუჩებში არიან ისეთებიც, ვინც თავიანთ მოვალეობას პირნათლად ასრულებენ და მიუხედავად ყინვისა თუ გაუსაძლისი სიცხისა, იმ ქუჩის კუთხეებს ‘აკეთილშობილებენ’, რომლებსაც რამოდენიმე საათის შემდენ ჩვენ უმოწყალოდ გადავთელავთ.

პატარა ქათაქთა ხელები, მოუვლელი, მაგრამ თეთრი თითები, ამ თითებივით თეთრი თებერვალი და თბილისის პრესტიჟული ქუჩა, სადაც მისი ასაკის ყველა ახალგაზრდას თავი რბილ ბალიშზე უდევს და ფაფუკი საბნის მიღმა სიზმრების ფერად სამყაროში მოგზაურობს. მისი სამყარო მათგან განსხვავებულია, თანაც რადიკალურად, და მიუხედავად იმისა, რომ მის სამყაროში ბევრი ტკივილი, სიძნელე და გაჭირვებაა, ის მაინც ძალიან მდიდარი და ბევრად სრულყოფილი მგონიაა მათზე, ვისაც ამ დროს უბრალოდ სძნავთ. ჰო ასეა, ის ბევრად კარგი მგონია ჩვენზე, ჩემზე და ჩემს მეგობრებზე.

ყველაფერი იმით დაიწყო რომ მამას ამჟამინდლ სამსახურს ქვია თბილისის მერია და მაშინ როცა დილით ადრე სამსახურში მიდიოდა, მაშინ როცა ქუჩებში არავინ იყო გარდა კანტი-კუნტად მოსიარულე ფეშენებელური მანქანებისა და ჩვენი ქალაქის მეეზოვებისა, სწორედ მათ რიგებში იდგა ეს გოგონაც, აღარ მახსოვს რატომ მიიქცია მამას ყურადღება მაგრამ საბედნიეროდ მიიქცია და მისი ისტორია, რათქმაუნდა, გულთან ახლოს მიიტანა.

როცა მამა ამ ამბავს მიყვებოდა, წარმოვიდგინე მისი თვალები, რომ გიაგო: ეს გოგოც 20 წლისაა-ჩემსავით, რომ ეს გოგოც მეორე კურსის სტუდენტია-ჩემსავით, რომ ამ გოგოსაც სწავლა ძალიან უყვარს-ჩემსავით, მაგრამ ჩემგან განსხვავებით მისთვის სწავლა ფუფუნებაა, ჩემთვის კი ჩვეულებრივი,კანონზომიერი ამბავი. წარმოვიდგინე მისი თვალები, როცა ამ გოგონას როლში მე მოვეჩვენე, დილის 5 საათზე თბილის ქუჩებში ამავე ქუჩების დასალაგებლად მოსული, და მეც ვიგრძენი ის, რაც იგრძნო მამამ. და არაფრის დიდიებით ამ გრძნობას არ ჰქვია სირცხვილი, პირიქით ამ გრძნობას ჰქვია სიამაყე და პატივისცემა.

ალბათ ვერც მე, ვერც ჩემი მეგობრები და უმრავლესობა იმ წრიდან, რომელშიც ვტრიალებ ვერასდროს ვიგრძნობთ იმას, რასაც ეს გოგო განიცდის ყოველ დილით, მაშინ როცა გათენებულიც არაა, როცა დღე და ღამე ჯერ კიდევ გზაგასაყარზე არიან, როცა მთვარე მზეს ეცილება პირველობას, როცა ყინვა იმდენად ძლიერია, რომ რკინის საგნებიც კი დამონებული ჰყავს .... ის უნდა ადგეს, ცივ ქუჩაში გავიდეს და პირნათლად შეუდგეს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას. პარალელური რეალობა კი სხვაგვარია, ვიღაცას ტკბილად სძინავს, ვიღაცა კი გაჭირვებით დგება თბილი ლოგინიდან, რომ გამოცდის საკითხები გაიმეოროს. პარალელური რეალობა, რათქმაუნდა, ამაზე რთულილადაც შეიძლება წარმოვიდგინოთ, არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც ასეთი სამსახურიც არ გააჩნიათ, უნდათ - მაგრამ არ აქვთ. თუმცა მე მაინც სხვა რამის გამო გადავწყვიტე დამეწერა. პირველრიგში, ეს ‘სხვა რამ’ ჩემსა და ამ გოგოს შორის ასაკობრივი დამთხვევაა და მეორე, მას არაჩვეულებრივი სურვილი ამოძრავებს, სურვილი, რომელიც გაცილებით ძლიერია ვიდრე ყოველგავრი სიძნელე, რომელიც მას ხვდება წამიდან გაღვიძებისა, იმ წუთამდე სანამ ‘მის მოვალეობას’ არ შეასრულებს და სიხარულით გაემართება სრულიად განსხვავებულ სამყაროში-უნივერსიტეტში!

მე მინახავს მამას სევდიანი თვალები, მაგრამ რათქმაუნდა არ მიყვარს ისინი ასეთ მდგომარეობაში. მე მიყვარს თვალები, რომლებიც სევდაზე გესაუბრებიან თუმცა საუბრის ბოლოს ბრწყინავენ, იმედით ივსენიან და საოცარ ბედნიერებასა და ძალას ასხივებენ, ძალას, რომელსაც იმ მომენტში მთების გადადგმაც კი შეუძლიათ! სწორედ ასეთი თვალებით დაასრულა მამამ ამ ისტორიის მოყოლა, როცა მითხრა, რომ სავარაუდოდ ამ გოგონას თავისი სამსახურის განყოფილებაში გადაიყვანენ, რათქმაუნდა, მისი სტატუსი არ იქნება მაღალი, მაგრამ მას შეეძლება დილით ადრე გაიღვიძოს იმიტომ, რომ ბევრი იკითხოს და არა იმიტომ, რომ ბევრისაგან ‘გათელილი’ ქუჩები დაალაგოს.

მე მიყვარს ეს გოგონა, და ყველა ის გოგო თუ ბიჭი, რომლებსაც შრომა არ ეთაკილებათ, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ განათლება მიიღონ. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ მათ, ვისთვისაც სწავლა ფუფუნებაა და მიუხედავად ამისა არ ნებდებიან, პირიქით იბრძვიან, უფრო ძლიერები და მებრძოლნი ხდებიან, ჰო ალბათ ისინი ბევრად მეტნი არიან ჩემზე, თქვენზე, ყველაზე ვისთვისაც სწავლა ზოგჯერ დამღლელი ხდება, ზოგიერთი სახეობის შრომა კი სათაკილო და დამამცირებელი.

ჰო, და აი კიდევ რა, მე ვისურვებდი ჩვენი ქალაქის ქუჩებში, მაშინ როცა მზე და მთვარე ჯერ კიდევ გზაგასაყარზე არიან ბევრი ადამიანი მიდიოდეს ‘ფეშენებელური’ მანქანით ‘კარგ’ სამსახურში და ამ ადამიანების მიზანი და საფიქრალი, მათი დახმარება იყოს, ვისაც ეს ყველაზე ძალიან სჭირდებათ! მე მჯერა, ასეთ ქალაქში გაცილებით მალე ჩაანაცვლებს დღე ღამეს, ქალაქში სადაც ახალგაზრდები განათლების მისაღებად არც თუ ისე შესაშური ბედის წინააღმდეგ იბრძვიან!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG