Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავზეხელაღებული - წელი ახალი!


ავტორი: მარიამ პირველი

დღეს მამლის ყივილი ვერ გაგვაღიძებს იმიტომ რომ "თავმოწყვეტილი" თავისი შტოსწარმომადგენებთან ერთად "უგონოდ" გაშოტილი, მორჩიებით ელოდება როდის მოხარშავენ მის სისხლიან ფეხებს, ხელებს და სხვა პატოოსან ნაწილებს, რათა შუა ღამისას ბედნიერი ახალი წლის დადგომა ცხოველების თეთრი, შავი, რბილი თუ მაგარი ხორცით აღნიშნოს "ყოველმან სულიერმან"!

დღეს არც ორღობის ტალახში ამოგანგვლული ღორი შემოანგრევს ნაგავში ქექვისგან გაშავებული დინგით ეზოს ღობეს, აღარც ისაა ამ ქვრყანაზე და იმიტომ. სამაგიეროდ რამდენიმე წუთის წინ იმ დინგს, რომლითაც მიწას თხრიდა ბოლოკს მოარგებენ და ჰაიდა! სუფრის კმაყოფილი, გამოწკეპილი საკაცეთი გემრიელად შეექცევა ერთი ღამის ღრეობისთვუს მუსრგავრებულ ცხოველების ფერმას. სულ რამდენიმე მილიონიან საქართველოში წარმოუდგენლად დიდი რაოდნობა ადამიანებისა სიღარიბის ზრვარს მიღმა იმყოფება, რაც მოგეხსენებათ ნიშნავსიმას, რომ ასი ათასობით ადამიანი ახალ წელს ლუკმა-პურის გარეშე ხვდება, მაშინ როდესაც ლიხს იქით თუ აქეთ ამავე მოსახლეობის მეორე ნახევარი სასაკლეოდ ქცეულ სახლებში ავღნიშნავთ ახალი წლის დადგომას და მხოლოდ სიტყვებით, არა ქმედებითა და გრძნობით, ვუსურვებთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, როგორც მინიმუმ შიმშილის გრძნობა რომ არ ჰქონდეთ ისეთი პირობების მომტან წელსა და მომავალს.

მახსოვს პატარა ვიყავუ ჯორჯ ორუელის ცხოველების ფერმა რომ წავიკითხე, მერე სკოლაში საგულდაგულოდ რომ ვისწავკე ილია ჭავჭავაძის ‘კაცია ადამიანი?!’ ისიც კარგად მახსოვს, რომ ყოველთვის მამძიმებდა ქვეტექსტები, რომლებსაც ავტორები გვთავაზობდნენ. თუმცა, იმის იმედი სულ მქონდა რომ ეს "ცხოველები" მეტაფორულად ადამიანებს რომ განასახიერებენ ოდესმე მაინც მივიღებდით ადამიანურ სახეს და კითხვასაც კაცია ადამიანი?! თამამად ვუპასიხებდით: "დიახ კაცია!" მაგრამ თქვენი არ ვიცი ამ ბლოგის მკითხვრლებო, თუმცა მე,2015 წლის დადგომამ კიდევ ერთხელ გამიცრუა მბჟუტავი იმედი, რომელიც მგონი უკვე ოცნებად იქცა, რადგან ის ცხოველები კვლავაც ერ გარდავისახეთ ადამიანებად და შესაბამისად ჯერ კიდევ ბევრი გვიკლოა სრულყოფილ "კაც-ადამიანობამდე".

ფეხბედნიერიწლის დადგომის შედეგად კი აღარ ისმის ყივილი მამლის, აღარც ღრუტუნი ღორის და აღარც ღმუილი ძროხის, ისმის მარტო ოხვრა თავზეხელაღებული ღრეობის შედეგად’ სუფრის ველზე’ გმირულად დაცემული მოქეიფეების, ეზოში ნაგვის ქექვით უიმედოდ დაკავებული მშიერი მოხუცის კვნესა და კიდევ, მოგუდული ტირილიც მესმის ჩემი 5 წლის მეზობელი ტასიკოსი, დედამ ნაგავზე გადასაყრელად ზემოთხსენებული ორფეხა თუ ოთფეხა ცხოველების ძვლები რომ გაატანა და მათი აღმოჩენით გაბედნიერებული მშიერი მოხუცის დანახვამ გული აუჩუყა ტასიკოს, მე კი ვუყურებ ამ სურათს და მეიმედბა, რომ ტასიკო და მისი მეგობრები მაინც ეცდებიან ზოგიერთი ამისთანა ‘ტრადიციები’ წარსულს ჩააბარონ შემდგომი ახალი წლებისათვის.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG