Accessibility links

logo-print

ეს 'მოსასპობი' ტრადიციები


ავტორი: მარიამ პირველი

მე ძალიან მიყვარს ქართულ ენაში სიტყვები, რომლის წაკითხვის ან მოსმენის დროსაც ბებია ან დიდი ბებიები მახსენდებიან თავისთავად, მათ შორისაა ეს სიტყვაც- 'მოსასპობი' და არაფერი ისე ზუსტად არ მიესადაგება იმ საზარელ ჩვევასა თუ უკვე ტრადიციას, რაც უკანასკნელად მომხდარი, გახმაურებული სამწუხარო ამბის შენდეგ ამოტივტივდა კვლავაც ჩვენს ცნობიერებაში...

გარდაიცვლება თუ არა ადამიანი, იმ წამიდან ვიწყებთ მისი 'სულისთვის' ხოტბის შესხმას და განდიდებას, მაშინ როცა სანამ ცოცხლობდა, სანამ შეეძლო გაეგო მისი მისამართით გაჟღრებული ერთი-ორი ტკბილი სიტყვა, რომელსაც იქნება გაეხანგრძლივებინა კიდეც მისი სიცოცხლე არაფრის დიდებით არ გავიმეტებთ და ამის ასახსნელად მრავალი მიზეზი გვაქვს.სანამ ცოცხალია ვამბობთ, რომ არ იმსახურებს, ვამბობთ, რომ არ არისკარგი კაცი, რომ არ უყვარს სამშობლო და თავისი ხალხი, რომ ორპირია, რომ ახლა კი ცდილობს გამოსწორებას მაგრამ წარსულში არ ჰქონდა კარგი სახელი და რავიცი კიდევ ათასი ამისნაირი მართალი თუ ტყუილი..

მე ერთი არ მესმის მარტო, თუ კი ცოცხალი არ იყო კარგი, მკვდარი როგორღა გაკარგდებოდა, თუ კი სიცოცხლეში მხოლოდ სიძულვილი გვემეტებოდა მისთვის, მკვდარს რაღაში ჭირდება სიყვარული? თუ კი სიცოცხლეში არ ვუქებდით კეთილ საქმე, მკვდარს რაღათ უნდა ხოტბა და დიდება?

ამასაც რომ თავი გავანებოთ, მახსოვს ამასწინათ ჩემმა მეგოიბარმა მითხრა: დაკვირვებული ვარ, თბილისში 'ჟორას' "გრიშაზე' რო კითხო როგორი კაციაო მაინცდამაინც უნდა გათათხოს და და გალანძღოს მოკალი და ერთ კარგ სიტყვას არ გაიმეტებსო' იმის მერე მეც დავაკვირდი და არ გამკვირვებია პრინციპში- ცამდე მართალი იყო ჩემი მეგობარი!

ო შე მოსასპობო, 'გარადი ეზოდან"- ამ სიტვებით აგდებდა ჩემი დიდი ბებია იმერეთში ჩვენს ეზოში 'უნებართვოთ' შემოსულ საქონელ, აქ რა მოსატანია მაგრამ მეც ასე უხეშად 'გავაგდებდი' იმ ჩვევებსა თუ ტრადიციებს სიძულვილის, მტრობის, დაძაბულობის მომტანი რომაა მხოლოდ.

თუ კი აღარ ესმის, თუ კი ვეღარ გრძნობს, თუ კი გულს არ ეამება და გონებას ახალ მოტივაციას არ მისცემს მეტი სიკეთის კეთებისთვის, შეცდომის გამოსწორებისთვის ანდაც 'ცუდიდან' კარგ პიროვნებად ქცევის სურვილის გაჩენისთვის, აღარავის სჭირდება აღარც 'მადლობა' აღარც დაფასება. აღარც შექება და აღარც განდიდება, მორჩა გათავდა, აღაარა აქვს აზრი....

დროა მემგონი, მოვსპოთ ტრადიციები, რომლებიც მარტო სიძულვილს და ბოღმას აჩნენს და ძალიან ცოტა ადგილს გვიტოვებს ერთმანეთის დაფასებისა და პატივისცემისთვის.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG