Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნორმად ქცეული სტერეოტიპები


ავტორი: მარიამ ტაკიძე

შენ ქალი ხარ, სუსტი სქესის წარმომადგენელი, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ არ გაქვს ზედმეტი სიტყვის უფლება, არ გაქვს ზედმეტად გაღიმების უფლება, არ გაქვს ზედმეტი თავისუფალი დრო საკუთარი თავისთვის, არ გაქვს ზედმეტად და თანაც დაუკითხავად სახლიდან გასვლის უფლება. გაინტერესებს ალბათ, ვინ განსაზღვრავს „ზედმეტის“ ხარისხს და ვინ გიქმნის არსებობის პირობებს? რა თქმა უნდა, ამას ძლიერი სქესის წარმომადგენელი აკეთებს, კონკრეტულ დროს, კონკრეტულ ადგილას, იმის მიხედვით თუ როგორ ხასიათზეა, იმის მიხედვით თუ როგორ ჩაიარა მისმა დღემ, იმის მიხედვით, თუ რამდენად უყვარხარ ან არ უყვარხარ მოცემულ მომენტში. შენ ქალი ხარ, რა თქმა უნდა, თავისუფალი, მაგრამ ამავდროულად შეზღუდული შესაძლებლობებით, რადგანაც შენი თავისუფლებაც უკვე “მას” ეკუთვნის.

შეიძლება, ასეთი რადიკალური მოთხოვნები აღარ იყოს, მაგრამ აუცილებლად იქნება უსიტყვო შეთანხმება თუ რა შეიძლება და რა არ შეიძლება „იკადროს“ ქალმა. შეთანხმება უსიტყვოა, მაგრამმაინც -„ ქალია და მიხვდება“.

უფრო ხშირად, როდესაც ქალთა უფლებების დარღვევასა და ქალთა ჩაგვრაზეა საუბარი, მაგალითები ახლო აღმოსავლეთიდან და ზოგადად, აზიიდან მოგვყავს. სადაც გავრცელებული შეხედულებით, ქალი მამაკაცთან მიმართებაში ერთგვარად დაქვემდებარებულ მდგომარეობაში იმყოფება და სადაც ასევე გავრცელებული შეხედულებით, ქალები არიან პასიურები, სუსტები და ჩაკეტილები. თითქოს შემდეგი გენდერული სტერეოტიპები: „გათხოვდება და ქმარი მიხედავს“, „გოგოს რად უნდა ამდენი სწავლა?!“, „პოლიტიკა რა ქალის საქმეა?“, „კაცია და გადაწყვეტს“- ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს მენტალობაში არ არის გავრცელებული. უფრო მეტიც, ეს სტერეოტიპები, ნორმადაც კი იყო და დღესაც არის მიღებული. ასე, რომ შეიძლება შავებში შემოსილი ქალი ირანში უფრო თავისუფლად და ბედნიერად გრძნობდეს თავს საკუთარ ოჯახში, ვიდრე თავის ნება-სურვილზეგამოწყობილი ქალი ჩვენს ქვეყანაში.

2014 წლის სტატისტიკის თანახმად უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს, 21-ე საუკუნეში საქართველოში ქალთა უფლებები ისევ აქტიურად ირღვევა, რომ ქალები ისევ განიცდიან დისრიმინაციას. მაგრამ, რადგანაც მთვარი პრობლემების აღირება არ გვინდა, მიზეზების ძიებაც აქ იწყება; მაგალითად:

მიზეზი 1. ქალთა მიმართ ძალადობა კი არ გახშირდა, მედია აშუქებს ამ საკითხებს უფრო აქტიურად.

მიზეზი 2. ძალიან რთული სოციალური მდგომარეობაა, უმუშევრობაა, მამაკაცებსაც ნებისყოფა არ ჰყოფნით და ...

მიზეზი 3. ქალებს ყოველთვის სცემდნენ, ეს ძალადობა ახლა არ დაწყებულა და არც ასე უცებ დამთავრდება.

სწორედ ქალთა მიმართ ძალადობის გახშირებას ამტკიცებს ის ფაქტიც, რომ ბოლო პერიოდში გავრცელდა ტერმინები და მედიაშიც უფრო აქტიურად განიხილავენ შემდეგ საკითხებს: ქალთა უფლებები, ფემიციდი, ფემინიზმი, მატრიარქატი/პატრიარქატი, სუსტი სქესი/ძლიერი სქესი. განიხილავენ, მსჯელობენ, აწყობენ დისკუსიებს, ასახელებენ კონკრეტულ მაგალითებს, იხსნებენ მსხვერპლთა ისტორიებს თუ ვინ მოკლა, სად მოკლა, როგორ მოკლა, რატომ მოკლა, მაგრამ კონკრეტული ქმედებები, არსებული პრობლემის გადაჭრის გზები არ ჩანს. თუმცა პრობლემის გადასაჭრელად ჯერ აღიარებაა საჭირო, ჯერ უნდა ვაღიაროთ, რომ ქალთა მიმართ ძალადობა პრობლემაა, რომ ქალების ცემა - ეს ნორმა არ არის. უნდა დავიწყოთ აღიარებით, რომ კონკრეტულ შედეგებამდე მივიდეთ.

კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ დემოკრატიულ სისტემაში კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ქალს იურიდიულადაქვს იგივე უფლებები, რაც აქვს მამაკაცს. ეს არის ხმის მიცემის, შრომის ანაზღაურების, სოციალური უსაფრთხოების და სხვა კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებები, რომლებიც გარანტირებულია სახელმწიფო დონეზე და ასევე რაც ყველაზე მთავარია, დემოკრატიულ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება და ქვეყნის განვითარება შეუძლებელია ქალთა ინტერესების დაცვის გარეშე.

როგორც ვხედავთ, ქალთა უფლებებს უფრო ხშირად სწორედ საზოგადოება ზღუდავს და არღვევს, რადგანაც სწორედ საზოგადოება ქმნის და აღიარებს ნორმებსდა თუ საზოგადოებისთვის ქალების ცემა, ქალების მიმართ ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობა ნორმაა, აქ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია. ასეთი ტიპის საზოგადოებაში ქალები, რომლებიც მუდმივად განიცდიან დამცირებასა და ჩაგვრას, არაფერს ამბობენ; მათ ჰგონიათ, რომ მათი ჩაგვრა, რომ მათი დამცირება ნორმალურია და უნდა დაემორჩილონ დამკვიდრებულ ნორმებს. ქალი თანდათან გახდება კიდევაც პასიური და ჩაკეტილი, ის აღარ გააპროტესტებს მსგავს „ნორმებს“. ასეთ პირობებში კი, ჩვენ ვერ შევძლებთ არსებული პრობლემების გადაჭრას. ვფიქრობ, რომ ყველაფერი პრობლემების აღიარებით უნდა დავიწყოთ. საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ნებისმიერმა ქალმა გაიგოს შემდეგი:

-მიუხედავად იმისა, რომ ის სუსტი სქესის წარმომადგენელია, ის თავისუფალია და ყოველთვის აქვს არჩევანის გაკეთების უფლება.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG