Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: მარიამ თოდუა

ყოველთვის მინდოდა, რაღაც დამეწერა, მაგრამ ვერაფრით ვერ მოვიფიქრე თუ რა იქნებოდა ეს „რაღაც“. თუმცა, გუშინ ერთ-ერთი წიგნის დამთავრების შემდეგ მივხვდი, რომ ეს საზოგადოებისთვის აუცილებლად უნდა გადამეცა . მოკლედ, მოდით დღეს ეს “რაღაც“ შევცვალოთ იუსტიან გორდერის წიგნით „ფორთოხლის გოგონა“. იმდენი შთაბეჭდილება დამიტოვა მან, რომ ალბათ შეუძებელია ეს ფურცელზე გადმოვიტანო.

ამ წიგნს წერს 15 წლის გეორგი, რომელსაც მამა 4 წლის ასაკში გარდაეცვალა. 11 წლის შემდეგ კი ის იღებს წერილს გარდაცვლილი მამისგან. ეს წერილი მამამისმა იან ოლავმა სიკვდილის წინ თავის პატარა ბიჭუნას დაუტოვა, წერილში კი გეორგს უამბობს გასაოცარ ისტორიას ფორთოხლის გოგონას შესახებ. 11 წლის შემდეგ გეორგმა ეს წერილი მიიღო და ამ წიგნს სწორედ მამასთან ერთად წერს. ვიცი, ცოტა გაუგებარია რაც გიამბეთ. არ გეგონოთ, რომ ეს არის ფენტეზი ან არარეალური რამ. პირიქით „ფორთოხლის გოგონა“ არის მსოფლიო კლასიკის ერთ-ერთი უძლიერესი შედევრი, რომელიც მკითხველს უჩენს უდიდეს საფიქრალს. აქ საუბარია რაღაც უხილავ ზღვარზე სიკვდილ-სიცოცხლეს შორის , საუბარია ზღაპრულ, მაგრამ ხანმოკლე ცხოვრებაზე.

ძალიან ბევრი რამ შეიძლება აღმოაჩინოთ და ისწავლოთ ამ წიგნიდან. ეს უფრო პიროვნებაზეა დამოკიდებული, რადგან ყოველი ადამიანი ხომ ინდივიდია. იცოდით, რომ ორი ერთნაირი ფორთოხალი არ არსებობს? J იცოდით, რომ ცხოვრება ლამაზი ზღაპარია? იცოდით, რომ კოსმოსი, ეს სივრცე, საოცარი რამ არის? ნუთუ ცხოვრებისთვის არასოდეს შეგიხედავთ სხვანაირად? ამ წიგნში 15 წლის გეორგი აცნობიერებს, რომ ადამიანის ცხოვრება ხანმოკლეა. ცოტა ხნით იხილავს სამყაროს, მზეს, სივრცეს და უცებ „ჰოპ“! ის უკვე აღარ არსებობს! ადამიანიერთი კვირით კი არ ტოვებს ცხოვრებას, არამედ სამუდამოდ.

წიგნის წაკითხვის შედეგ თქვენ დაფიქრდებით სამყაროზე. მე ჯერ კიდევ ემოციებში ვარ და იმედია შევძელი ეს ემოციები თქვენთვის ოდნავ მაინც გადმომეცა. იყო ერთ-ერთი ფრაზა, რომელმაც განსაკუთრებით აღმაფრთოვანა:

„ოცენებას ნაკლებად შესაძლებელზე საგანგებო სახელი ჰქვია: ჩვენ მას იმედს ვუწოდებთ.“

ეს და კიდევ სხვა ფრაზები, კიდევ უფრო გვიმტკიცებენ წიგნის სიძლიერეს და ემოციურობას.

იანი შვილს წერილში ბევრ კითხვას უსვამდა, აი რამდენიმე რომლებსაც პირადად ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს:

„- დრო გეორგ, რა არის დრო? ’’

ასევე:

„ შემიძლია თუ არა დაბეჯითებით ვთქვა, რომ ამ სიცოცხლეს სხვა სიცოცხლე აღარ მოჰყვება? ვარ თუ არა სავსებით დარწმუნებული იმაში, რომ მაშინ, როდესაც შენ ამ წერილს წაიკითხავ, მე ნამდვილად აღარსად ვიქნები? არა ამ შესაძლებლობას ბოლომდე ვერ გამოვრიცხავ. ალბათობის საზღვრები გადალახულია უკვე თვით სამყაროს არსებობის ფაქტით. ამით მე ვამბობ,უკვე იმდენად გაოგნეული ვარ საკუთრივ სამყაროს არსებობით, რომ ადგილი აღარ მრჩება კიდევ ერთი სამყაროთი გასაოგნებლად“.

წერილის ბოლოს კი მამამ შვილს ურთულესი და ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა დაუსვა, რომლეზედაც პასუხის გაცემა ბავშს დაელავა. არ ვიცი, თქვენ რას ფიქრობთ, მაგრამ მეც, მკითხველმა ავტომატურად დავაკისრე ჩემს თავს, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. კითხვა ასეთია:

“წარმოიდგინე,რომ სიცოცხლის ზღაპრის კიდეზე დგახარ მილიარდობით წლის წინ, როცა ყოველივე შეიქმნა, და შეგიძლია ამოირჩიო – დაიბადო თუ არა ამ პლანეტაზე ერთ რომელიღაც მომენტში. არ იცი, როდის გაჩნდები, რამდენხანს იცოცხლებ,მაგრამ,ნებისმიერ შემთხვევაში, სიცოცხლე დიდხანს არ გასტანს, მხოლოდ ის იცი, რომ თუკი გადაწყვეტ ამქვეყნად მოსვლას რომელიღაც წამს, მაშინ მეორე წამს ყველაფერთან დამშვიდობება და აქედან წასვლაც მოგიწევს…

ჰოდა , რას აირჩევდი, რაღაც აღმატებული ძალით მონიჭებული არჩევანის უფლება რომ გქონოდა: საერთოდ არმოსვლას თუ მაინც მოსვლას და გარკვეული ხანგრძლივობის სიცოცხლეს?“

გეორგს ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად კვირები დასჭირდა. მე ჯერ კიდევ ვერ ვუპასუხე, ახლა კი თქვენი ჯერია. გახსოვდეთ ჩვენ ყველანი ერთ დიდ „ზღაპარში“ ვცხოვრობთ, რომელიც არავის არ ესმის.

აბა,კარგად მოკალათდით, დალეიეთ ცხელი ჩაი, აიღეთ ეს გენიალური წიგნი და დაიწყეთ კითხვა! მერწმუნეთ წინ დიდი თავგადასავლი გელოდებათ, რომელიც შესაძლოა ცრემლებით დასრულდეს....

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG