Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნუ იკავებ ჩემს ადგილს


ავტორი: მზია შჩერბაკოვი

დღეს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ბევრი ადამიანი სარგებლობს. პრობლემა ბევრია, ხან დგომა ჭირს, ხან ჯდომა, სუნთქვა და ასე შემდეგ. ის პრობლემა რაზეც მე ახლა ყურადღებას გავამახვილებ, გენდერს და მათთან დაკავშირებულ თემებს ეხება, ვიდრე ხალხმრავლობისგან შეწუხებულ მგზავრებს.

კონკრეტულ პროცენტებს ვერ დავდებ, ვერც სხვის მაგივრად ვილაპარაკებ, ამიტომაც ვაღიარებ, რომ შეიძლება, სუბიექტური ვიყო. პრობლემა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჯდომის ფორმებს შეეხება და გამომწვევი მიზეზი ხშირ შემთხვევაში მამაკაცია, თავისი გადაშლილი ფეხებით და ერთდროულად სამ სკამზე მჯდომარე, ამაყად მომზირალი და თან გამოხედვაში, რომ ამოიცნობ, თავისი ჯდომით როგორი კმაყოფილია.

რატომ ვერ აცნობიერებენ, რომ ამ დროს სხვას აწუხებენ? სხვის ადგილს იკავებენ და რატომ არ შეუძლიათ 180 გრადუსზე გაშლილი ფეხები 30-მდე შეავიწროვონ. მოკლედ, ხუმრობა იქით იყოს და იმის შემდეგ რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქტიური მოსარგებლე გავხდი და ქალაქის ქუჩებში ფეხი აქტიურად გავდგი, ეს პრობლება თვალში მხვდებოდა, მაგრამ გულში ვიკლავდი თვალით დანახულს, რა თქმა უნდა და ხმამაღლა თქმაც კი უაზრობად მიმაჩნდა, დარწმუნებული ვიყავი, ჩემი ლაპარაკი ბოდვად ჩაითვლებოდა.

გადავწყვიტე გამეგო, რა მდგომარეობა იყო სხვა ქვეყნებში და ნურას უკაცრავად: თურმე ეულად მოხეტიალე სული არ ვყოფილვარ. ერთ-ერთმა შვედმა ქალმა ბლოგერმა მიუძღვნა ამ თემას ბლოგი სათაურით „მაჩო საზოგადოებრივ ტრანსპორტში“. შესაძლოა ისიც სუბიექტური იყო ჩემსავით, მაგრამ აშკარაა იმავე პრობლემამ შეაწუხა. ბლოგთან დაკავშირებით ინტერვიუში ამბობს, რომ მამაკაცებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ცვლილება აუცილებელია. მათ არგუმენტებად კი ასახელებს ციტატებს : „მე მაქვს უფლება, ვიჯდე კომფორტულად“, „ჩემთვის სხვანაირად ჯდომა შეუძლებელია, იმიტომ რომ მაქვს პენისი.“ ბლოგერის განცხადებით, ქალები სიტყვიერი შენიშვნისგან თავს იკავებენ და არ ებმებიან მამაკაცებთან ბრძოლაში.

ბლოგერის აზრით, ის შეხედულება, რომ შვედეთში ფემინისტები ყოველთვის აღწევენ საკუთარ მიზანს, ნაწილობრივ სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ის მუშაობს ძალადობის მსხვერპლებთან და ფიქრობს, რომ შვედეთში ქალებს ბევრი არჩევანის უფლება აქვთ ვიდრე 30 წლის წინ, მაგრამ საზოგადოება მაინც შორს არის თანასწორობის სრული აღქმისგან.

თურქეთში მხოლოდ ბლოგი არ იკმარეს და სტამბულის ფემინისტებმა ტვიტერთან ერთად ჩაატარეს აქცია : “Close Your Legs“, „Don’t occupy my space“. თურქ მამაკაცთა უმრავლესობაც მიზეზად, შვედეთის მსგავსად თავის ანატომიას ასახელებდა. ვრცელდებოდა მატარებელში, ავტობუსში გადაღებული ფოტოსურათები, რაც როგორც სტატია გვატყობინებს, გასცდა თურქეთის საზღვრებს.

ამ ორი ქვეყნის მაგალითით ვრწმუნდებით, რომ ჩვენ არ ვყოფილვართ გამორჩეულები და სხვა ქვეყნის ქალებს და არამარტო ქალებს აწუხებთ ეს პრობლემა. ჩემი სურვილია, დავიდეს მამაკაცების შეგნებამდე, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას თავისი და თანაბრად განაწილებული ადგილით სარგებლობის უფლება აქვს.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG