Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფარდა გაწიეთ და გამოიხედეთ


ავტორი: ნანა ბაგალიშვილი

უკვე მერამდენედ, ვიღვიძებ შიშით, რომ ერთ დღესაც შეიძლება ცოცხალ გვამთა სასაფლაოს საპატიო წევრი გავხდე. ზოგჯერ ბრაზშეპარული იმასაც ვფიქობ, რატომ დავიბადე სოფელში, სადაც გარემო იმდენად უმოძრაოა, რომ „ბირჟებზე“ მდგომი ადამიანებიც დიდი ხნის გახუნებულ დეკორაციას ჰგვანან.

რატომ არ შეიძლებოდა დავბადებულიყავი თბილისში? ან სულაც ნიუორკში? იქ, სადაც ყველას სჯერა ამერიკული ოცნების. აქ კი, ერთ თანასოფლელსაც არ დაუჯერებია ქართული ოცნების. საკუთარი ოცნებებიც გულმოდგინედ ზოგი თვითონ დახოცეს, ზოგიც - სხვებმა დაუხოცეს; ჯერ საბჭოთა კავშირში, მერე 90-იანებში და მერეც არაღიარებულ გადარჩენის ომში, რომელიც ჩვენთან ახლაც გრძელდება. და რაღა გასაკვირია, რომ ახალგაზრდები აქედან გარბიან. გარბიან ჩქარა, უკანმოუხედავად, გაფაციცებით, ეგემანდ უმოძრაობის ჭაობში არ ჩაეწებონ სამუდამოდ, როგორც დედამისი ან ბაბუამისი ჩარჩნენ და ქრონიკულ უძრაობას შეეზარდნენ.

მონაცემი 1
მონაცემი 1

მონაცემი 2
მონაცემი 2

მართალია, სოფელბში ახალგაზრდები ხშირად ვახსენდებით, თუმცა მხოლოდ სუფრასთან და ისიც სადღეგრძელოს მიძღვნისას. სუფრის მიღმა კი, აქ ინიციატივების გილიოტინებია. გარემოს უკეთესობისკენ შეცვლას სკეპტიკურად უყურებენ ყველგან: ოჯახში გეუბნებიან - ერთი კაცი მთას ვერ გადადგამს და ჯობია გაჩერდე, უბანში გეუბნებიან - მოგცლია ერთი, რას დადიხარ აქეთ-იქით, უკუღმართ ქვეყანას შენ ვერ გაასწორებ; მეგობრები გეუბნებიან - ოქროს წლებს გაუფრთხილდი, სოფლის საქმეებს ჩამოშორდი და კარიერას მიხედე.

და რაღა გასაკვირია, რომ სოფლად ასეთ გარემოში პრაქტიკული, ქმედითი, თანამო-ნაწილეობითი დემოკრატია ჯერ ისევ უცხო ხილია. რომ ბევრ სოფელში თვითმმართველობა და დემოკრატია ცისფერი ეკრანებიდან მოლაპარაკე თეთრპერანგიანებთან ასოცირდება და არა გამგებელთან/საკრებულოსთან ერთად გაკეთებულ საქმეებთან. ამის ფონზე ჩემთვის არც NDI-ს 2015 წლის გამოკითხვის შედეგები იყო სიახლე, რამაც აჩვენა, 18-35 წლის ახლგაზრდების 93%-ს საკუთარი მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეხება არ ჰქონია. თუმცა, 2014 წლის არჩევნების შემდეგ საკრებულოცა და გუბერნატორის ოფისიც პრაქტიკულად გულხელდაკრეფილის პოზიციაშია ახალგაზრებთან მიმართებაში.

მონაცემი 3
მონაცემი 3

მონაცემი 4
მონაცემი 4

სოფლებში ლამის რიტულად იქცა ახალგაზრდების ინიციტივების ცივილური ჩაქოლვა. გიჩნდება იდეა, იკრებ თანამოაზრეებს, გეგმავთ როგორ გააუმჯობესოთ უბანი, ან სოფელი და მიდიხართ თვითმმართველობასთან თანამშრომლობისთვის. და აი, სწორედ მანდ იწყება ენთუზიაზმის გილიოტინები. მართალია, სადღაც ამოიკითხე, რომ თვითმმართველობა მონაწილობითი დემოკრატიის ფორმაა და იქ შენი და შენი თანასოფლელების არჩეული საჯარო მოხელეები მუშაობენ, მაგრამ კაბინეტში შევლისთანავე ხვდები რომ ეს ყველაფერი წიგნებშია, რელობა კი ასეთია: - კაბინეტში იმედიანად შესული ართმევ ხელს საჯარო მოხელეს და იწყებ შენი უბნის გასაცოცხელბელ იდეაზე საუბარს, როგორ შეიძლება მუზეუმს ჰქონდეს ახალგაზრდული ცენტრის ფუნქციაც. ჰყვები გამალებით, სრული დაჯერებით, რომ მუზეუმების სოცალურ სივრცედ გადავაქცევა სოფლის ახალგაზრდებსა და ძველგაზრდებსაც შეხვედრებისა და ცოდნების გაცვლის შესაძლებლობებს მისცემს. გინდა, გააგრძელო მოყოლა და გრძნობ, არ გისმენს და ტელეფონში იქექება, ის, ვისთანაც მიხვედით. იმედს არ კარგავ, აგრძელებ ახნას რომ იდეის გასანხორციელებლად მხოლოდ რამოდენიმე ასეული ლარია საჭირო და ჩვენის მხირვ შეგვიძლია მოხალისეობრივი რესურსებით კეთება ხვალვე დავიწყოთ. ის ისევ მობილურში ძვრება, ორ-სამი ზერელე შეკითხვას გისვამს და განგიმარტავს - „მე თქვენი ტაშ-ფანსდურისთვის არა მცალია, ამ საქმეზე კულტურის სამსახურს მიმართეთ“.

კაბინეტიდან ყურებჩამოყრილი, დემოტივირებული, უიმედობით დაორსულებული გამოდიხარ და გონებაში ექოსებურად ტრიალებს ენთუზიაზმის მომაკვდინებელი აბები - „მე თქვენი ტაშ-ფანდურისთვის არა მცალია“!!!... „მე შენი ტაშ-ფანდურისთვის არა მცალია“!!!....

ვერ ვგრძნობ, რომ ჩემზე ზრუნავს ჩემი თვითმმართველობა, რომლებიც ახალგაზრდებს მოგვიაზრებენ ზოგადად ყველგან და პრაქტიკულად არსად. ამიტომ, კავშირი ჩემსა და ჩემს თვითმმართველობას შორის ხუნდება, იცრიცება პრინციპით - „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობსო“.

წლებია ზევით აღწერილი სცენარის მონაწილეები არიან ახალგაზრდები. წლიდან-წლამდე სცენარის მოთამაშეები თუ შეიცვალნენ, თორემ სცენარი თითქმის უცვლელია. ამიტომაა, რომ ხშირად მესმის ახალგაზრდებისგან -„ყველას აქედან წასვლა გვინდა, არაფერი არ ხდება, ამაზე უარესი არსად არაფერი იქნება და ამიტომ სადმე დიდ ქალაქში გვინდა“, „აქ არაფერი გამოდის ისეთი, რომ მე და ჩემმა მეგობრებმა გავაკეთოთ და გავერთოთ“, „გამგეობამ უნდა ფარდა გაწიოს და გარეთ გამოიხედოს“, „ახალგაზრდულ სამსახურს არ აინტერესებთ გააკეთებენ თუ არა. ხელფასის აღება უნდათ და მეტი არაფერი“. NDI-ს კვლევაც ადასტურებს, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა, 51% ფიქრობს, რომ არჩეულ თანამდებობის პირებს თავიანთი სოფელი/ქალაქი სწორი მიმართულებით არ მიჰყავთ.

მონაცემი 5
მონაცემი 5

და, რას აკეთებენ ახალგაზრდები, როცა არ მოსწონთ არჩეული თვითმმართველობის ნაბიჯები? შფოთავენ სამზარეულოში, ქუჩაში, სკვერში, გაუთავებლად ლაპარაკობენ ერთმანეთში. თუმცა, საკუთარ პრობლემებზე ვერ და არც ლაპარაკობენ საჯარო მოხელეებთან და პოლიტიკოსებთან. რატომ? ახალგაზრდებმა ოდესღაც დაკარგეს თავდაჯერებულობა, რომ მათ აზრებს/წუხილებს პოლიტიკოსები სერიოზულად აღიქვამდნენ და იმიტომ. სოფელად მცოხვრებ ახალგაზრდებში გარემოს მიმართ გაბატონებულ ნიჰილზმს შეეგუვნენ ახალგაზრდებიც და პოლიტკოსებიც. შედეგად სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების არსებობის შემჩნევაც ყველა მთავრობას უჭირს.

რამდენი იმყოფებს სირაქლემის პოზიციაში თავს, როცა ამობებენ, რომ ახალგარდები არიან საქართველოს ნათელი მომავალი, რომ ახალგაზრდები იქნებიან მომავლის პოზიტიური აგენტები და პარალელურად ეშინიათ, ახალგაზრდებს მისცენ რწმენა და უფლება, რომ ქვეყანა თანამართვაში გადასცენ, რომ დაუძახონ/სთხოვონ და თუ საჭირო გახდა შეეხვეწონ კიდეც, რომ ერთად ააშენონ სოფელბი.


ქყვეყანაში ჩვენ უკვე გვაქვს კრიტიკული დრო, როცა პოლიტკოსებმა სოფლად მცოხვრებ ახალგაზრდებს უნდა(!!!) მოსუმინონ, დაგეგმონ და ახალგაზრდებთან ერთად დაიწყონ თანამედროვე ქართული სოფლების შექმნა. ცენტრალურმა და ადგილობრივმა მთავრობამ მხარი უნდა დაუჭიროს სოფლად ახალგაზრდების თვითდასაქმებას, მეწარმეობას, რათა სოფელი გახდეს მიმზიდველი გარემო, დაიწყოს სოციალური კაპიტალის მშენებლობა და სოფლების ე.წ. ტვინებით ავსების »brain gain« პროცესი. მაშინ, როცა სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს ექნებათ ფინანსური სტაბილურობა, ექნებათ მეტი ღიაობა და მოტივაციაც ჩაერთონ დემოკრატიულ პროცესებში. მანამდე, მშიერი კუჭებით და უპერსპექტივო ნაცრისფერობაში ძნელია ახალგაზრდებს მოთხოვოთ ენდობოდენ მთავრობას და უცხოდ არ აღიქვამდნენ არჩეულ საჯარო მოხელეებს.

რუზველტი ამბობდა, „ჩვენ ყოველთვის არ შეგვიძლია ავაშენოთ მომავალი ჩვენი ახალგაზრდებისთვის, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ/გავაძლიეროთ ახალგაზრდები მომავლისთვის“ /»we cannot always build the future for our youth, but we can build our youth for the future«/.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG