Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანონზე მაღლა არავინ იქნება


ავტორი: ნანა გოგიბერიძე

“კანონზე მაღლა არავინ იქნება” გვპირდებოდა "ქართული ოცნება" 2012 წლის არჩევნებამდე.ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნათაგან სწორედ კანონის უზენაესობაა ერთერთი უმთავრესი.

განვითარებული ქვეყნები თვალსაჩინო მაგალითია, თუ რამდენად ამარტივებს ადამიანთა თანაცხოვრებას კანონების დაცვა. ეს ხომ ინსტრუქციაა. მთავარია იცოდე ეს კანონები, დაიცვა ისინი და საჭიროებისამებრ გამოიყენო.

ქვეყნის მთავრობა კანონის უზენაესობის მაგალითი უნდა იყოს.ამიტომაც უაღრესად მნიშვნელოვანია, თუ ვინ არიან მაღალი რანგის თანამდებობის პირები, როგორია მათი კვალიფიქაცია და რა კრიტერიუმებით ინიშნებიან ისინი. აუცილებელია მკაცრად იყოს გაწერილი მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობა და, ცხადია, რომ თანამდებობის დაკავების შემდეგ მათი საქმიანობაც შესაბამისად უნდა შეფასდეს.

ბოლოდროინდელი “გადადგომა-გადმოდგომები”ბევრ არასასიამოვნო ეჭვს ბადებს. არადა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო ეს პროცესები გამჭვირვალე უნდა იყოს.

ზოგადი მსჯელობა ნაკლებადაა დასაჯერებელი.ამიტომ მოვიყვან კონკრეტულ მაგალითს საკუთარი გამოცდილებიდან.

ჩემი “პატარა სიმართლის” დასაცავად2013წლის თებერვალშიოფიციალურად მივმართე განათლების სამინისტროს მინისტრ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის თხოვნით. განცხადების ჩაბარებისას განმიმარტეს, რომ კანონის თანახმად შეხვედრა ერთი თვის განმავლობაში შედგებოდა.

ერთი თვის გასვლის შემდეგ გამიჩნდა "ბიუროკრატიასთან დაკავშირებული ბუნებრივი შიში", რომ ჩემი მცდელობა ფუჭად ჩაივლიდა. ამიტომაც გადავწყვიტე ტელეფონით ხშირად დავკავშირებოდი სამინისტროს. ასეთი "სესიები" ფრიად დროტევადი და უშედეგო იყო; მუდამ ერთიდაიგივე პასუხი "არ ვიცით". ვაღიარებ, რომ ყოველ ასეთ "სესიამდე" და “სესიის” შემდეგაცთავს ვახსენებდი- "დარჩი მიზანზე ორიენტირებული".

ჩემთვის დღემდე ამოუცნობი მიზეზების გამო შეხვედრა არ შედგაარც ერთ თვეში და არც შემდგომ.

მიზანს ვერ მივაღწიე. დავმარცხდი.სამინისტროდან არავინ ჩათვალა საჭიროდ პასუხი გაეცა.რა გაეწყობა. სანუგეშოდ გავიხსენე - გადაწყვიტო, რომ არ მიიღო გადაწყვეტილება (დროებით) უკვე გადაწყვეტილებაა.

სამწუხაროდ მოუგვარებელმა პრობლემამ შეიძლება თავი შეგვახსენოს. ასეც მოხდა. ამჯერად, უკვე 2014 წელს,საჭირო იყო დამედასტურებინა, რომ მე ვცდილობდი ამ პრობლემის მოგვარებას, ანუ, მსურდასამინიტროს დაედასტურებინა, რომ მე ნამდვილად ვითხოვდი შეხვედრასგანათლების მინისტრთან (დღეს პრეზიდენტი) და ეს შეხვედრა არ შედგა.

თავის გამხნევების მიზნით გავიხსენე, რომ ადამიანის ოცდაათ (30) ფუნდამენტურ უფლებათა თანახმადყველა ადამიანი თავისუფალი და თანასწორია თავისი ღირსებითა და უფლებებით, ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და ყველას აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული კანონის მიერ.

ამჯერად, მე ვერ ვახერხებდი სამინისტროში პირადად მისვლას და, ასევე, გავითვალისწინე რა უკვე “დაგროვილი გამოცდილება”, სამინისტროს გავუგზავნე ელექტრონული წერილი; ვითხოვდი დაედასტურებინათ ჩემი მცდელობა.

მიპასუხეს, რომ, კანონის თანახმად, ელექტრონული წერილით შემოსულ თხოვნას მსვლელობა არ მიეცემოდა და საჭირო იყოპირადად გამოვცხადებულიყავი.

ასეთი კანონი, ალბათ, ექკლუზიურად განათლების სამინისტროსთვისაა შექმნილი, თორემ სხვა სამინისტროები, საბედნიეროდ დარატომღაც, ადეკვატურად რეაგირებდნენ ელექტრონულ წერილებზე.

მე, ცხადია, შევახსენე, რომ ჩემი მათთან პირადად დაკავშირების მცდელობა ერთხელ უკვე უშედეგოდ დასრულდა და ვთხოვე მათ მიერ ნახსენები კანონიც მიეთითებინად ჩემთვის.ეს მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა და პასუხი კვლავ ვერ მივიღე.

გამოსავლის მოძიების მიზნით მივმართე სამინისტროს ვებგვერდს და აღმოვაჩინეonline მომსახურება.გასაოცრად სწრაფად დავუკავშირდი.უკვე ოპტიმიზმით შევყურებდი ეკრანს. ჩავერთე ჩეთში, ავუხსენი ჩემი პრობლემა და მივუთითე "იმეილიც". პაუზის შემდეგ მიპასუხეს, რომ ამ “იმეილზე” პასუხს ვერგამცემდნენ.

მაღალი ტექნოლოგიებით შეცვლილმა ფორმამ შინაარსი ვერ შეცვალა.

აი ასე, ემპირიულად, მივედი დასკვნამდე, რომ არ არსებობსგანათლების სამინისტროსთან ერთად რაიმე პრობლემის გადაჭრისმშვიდობიანიდა ლეგალური გზა.

ჩემს მეორეწარუმატებლობას ახსნა აქვს - შიში, სამინისტროს თანამშრომლებს ეშინიათ, რომ შეიძლება დაისაჯონ ან სულაც დაკარგონ სამსახური.

ამგვარად,განათლების მინისტრმა, გიორგი მარგველაშვილმა,ერთხელ მაინც დაარღვია კანონი.

მისი მინისტრობისპერიოდისაზოგადოებას დაამახსოვრდა ორი მნიშვენელოვანი "მიღწევით"

საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლისთვის აკრედიტააციის გაუქმება და ორი კვირის შემდეგ მისი აღდგენა სტუდენტთა საპროტესტო აქციების შემდეგ
სირთულეების შექმნა საგამომცემლო ბიზნესისათვის.

ამ "დამსახურებებისათვის", მინისტრობასთანშეთავსებით, იგი დაინიშნა პირველ ვიცე-პრემიერად, ხოლო2013 წლის 27 ოქტომბრიდანგიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტია. ძლევამოსილრეჟისორთან"პირადი მეგობრობა"მართლაც ჯადოსნური ჯოხია კარიერული ნახტომებისთვის.

მისთვის პრეზიდენტობა ემოციურად ერთობ რთული აღმოჩნდა; გაუთავებელი შეგრძნებები და შეშფოთებები, გასარკვევი იყო ჩუმად უნდა მჯდარიყო, თუ ხმა ამოეღო; საკუთარი პოზიციის გამოხატვა-არგამოხატვა (ხშირად საკმაოდ გვიან, პოსტფაქტუმ), წასვლა-არ წასვლა რომელიმე მნიშვნელოვან შეხვედრაზე, ვეტო-არვეტორომელიმე მნიშვნელოვან კანონზე, საკითხავი და განსასჯელი აი ასეთი საკითხებია.

მისი ხშირად “მრავლისმთქმელი”დუმილი არასასიამოვნო ეჭვებს აჩენს:

პრეზიდენტი ემორჩილება "ძლიერ ხელს"
ის თამაშობს "კეთილ" პრეზიდენტს, რომელიცებრძვის "ბოროტ მთავრობასა და პარლამენტს"
ეს ერთი გუნდია, უფრო ზუსტად თოჯინების ერთი თეატრი,რომელიც კულისებიდან იმართება.

ნათელია, რომ ყველა ამ დანიშვნა-განთავისუფლების უკან დგას "დიდი ბატონი"და,სავარაუდოდ, მთავარი კრიტერიუმი სწორედმისდამი შიშნარევი მორჩილებაა.შიში ხომმართვის ერთერთი კარგად გამოცდილი მეთოდია.

"შეიძლება, მართალაც, ევროპაც გავაოცო, ისეთი დემოკრატია შევქმნა საქართველოში" გვპირდებოდა ბიძინა ივანიშვილი.

მართლაც, გასაოცარიიქნება შეშინებულ-დაშინებული ადამიანებისერთობლიობა წარმოადგენდეს დემოკრატიულ საზოგადოებას,რადგან დემოკრატიისმრავალმკაცრ მოთხოვნათა შორის უმთავრესია ადამიანის უფლებათა დაცვა და კანონის უზენაესობა.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG