Accessibility links

logo-print

მთავარი ეროვნული გამოცდა ჩაბარებულია


ავტორი: ნანუკა მეშველაშვილი

ბოლო მონაცემებით, დაკარგულია 10 ადამიანი, უკვე 15, 20... „მზიურის“ პარკში ცხედარი აღმოაჩინეს. ზოოპარკის ტერიტორიაზე კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვნეს. დაღუპულთა რიცხვი იზრდება. დაზარალებული, დაკარგული, გარდაცვლილი, ცხედარი, ცხედარი, ცხედარი... დანგრეული და „გამქრალი“ სახლები. განადგურებული ზოოპარკი. გარდაცვლილი და გაქცეული ცხოველები. საზოგადოების სრული შოკი და პირველი რეაქცია - „ძალა ერთობაშია!“ მოხალისეები. ასობით ახალგაზრდა სხვადასხვა უბანში. მწუხარებისა და სიამაყის ერთდროული განცდა. სპეციალური საინფორმაციო გამოშვებები, ერთმანეთზე უფრო საგანგებო სხდომები და განცხადებები...აბიტურიენტთა ეროვნულ გამოცდებამდე ცოტა ხნით ადრე, ყველაზე უფრო ეროვნული გამოცდის ჩაბარება მთელ ქვეყანას მოუწია.

პირველ რიგში, გამოცდა ჩააბარა სტიქიის ზონაში მცხოვრებმა მოსახლეობამ, რომელმაც შუა ღამისას, მიუხედავად სასოწარკვეთისა, საკუთარი ძალებით ერთმანეთს უშველა. დატბორილი სახლებიდან ერთმანეთი გამოიყვანეს, შეიფარეს, გადაარჩინეს...

გამოცდა ჩააბარეს პოლიციელებმა, მაშველებმა, „ზურაბ მუზაშვილებმა,“ რომლებიც სამსახურეობრივ მოვალეობას პირნათლად ასრულებდნენ. სხვებს საკუთარი სიცოცხლის ფასად ეხმარებოდნენ და სწორედ, ამ თავგანწირვით უამრავი სიცოცხლე გადაარჩინეს.

გამოცდა ჩააბარეს ჟურნალისტებმაც, რომლებიც აბსოლუტურად მოუმზადებლებლები, სრულიად მოულოდნელად, სტიქიის ზონაში აღმოჩნდენ. მთელი ღამის განმავლობაში თავდაუზოგავადმუშაობდნენ და სამშვიდობოს მყოფ მოსახლეობას ინფორმაციას აწვდიდნენ.

გამოცდა ჩააბარეს საქართველოში მცხოვრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებმაც უპრეცენდენტო სოლიდარობა გამოავლინეს და თბილისს მასპინძლებთან ერთადუვლიდნენ.

გამოცდა ჩააბარეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა, იმ ასობით ახალგაზრდამ, მოხალისეებს რომ უწოდებენ. ჩააბარეს, და მერე როგორ... საკუთარი ხმა მსოფლიოს გააგონეს. ისე გააგონეს, რომ ბერლინის აეროპორტში ჩვენს ერთ-ერთ ახალგაზრდასთანსრულიად უცხო ადამიანები აღფრთოვანებას ვერ ფარავდნენ.

მოხალისეთა შორის უამრავი სტუდენტი, აბიტურიენტი და მოსწავლე იყო. სამივე კატეგორიისთვის ეს პერიოდი, ანუ სასწავლო წლის დასასრული, ყველაზე უფრო რთული და შრომატევადია. ბუნებრივია, როცა საქმე ქვეყნის ინტერესებსა ეროვნულ ღირებულებებს ეხება, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანი ხდება, მაგრამ ამ შემთხვევაში, აბიტურიენტების აქტივობა მაინც ყველაზე უფრო დასაფასებელია. ეს არის პერიოდი, როცა მათი კარიერის, მომავლის ბედი წყდება. როცა ისინი ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპიდან მეორე უმნიშვნელოვანესზე გადადიან. როცა ნერვიულობა და ემოციები პიკს აღწევს. როცა ფიქრს მხოლოდ საგამოცდო ტესტებზე იწყებ. ამ ყველაფრის მიუხედავად კი ეს ბავშვები უკვე ძალიან პოპულარული „ტალახიანი ბოტებით,“ სტიქიის ზონაში მუხლჩაუხრელად შრომობდნენ.

2 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. გამახსენდა ჩემი აბიტურიენტობა. გამახსენდა, როგორ მესიზმრებოდა, რომ უნივერსიტეტში ვრ ჩავაბარე. ან სასურველ ფაკულტეტზე ქულები არ მეყო. ან გამოცდაზე დამაგვიანდა, ან ცუდი ტესტი შემხვდა. გამახსენდა თითოეული გამოცდის დღე, დამკვირვებლები, წარმოუდგენელინერვიულობა... ისეთი ნერვიულობა, საკუთარი გულისცემა რომ გესმის და ცოტა ხელიც გიკანკალებს.

ამდენად, ზუსტად ვიცი, რას გრძნობს თითოეული აბიტურიენტი ახლა და რას იგრნობს ორი ივლისიდან. წინ რამხელა სტრესი და რამდენი ემოცია ელით. მე კი მინდა ყველა მათგანი დავამშვიდო.

ჩემო მეგობრებო, თქვენ ნამდვილად არაფერი გაქვთ სანერვიულო. აუცილებლად მიაღწევთ დასახულ მიზნებს. აუცილებლად შეძლებთ უკეთესი მომავლის შექმას. აუცილებლად გაიმარჯვებთ, იმიტომ, რომ თქვენ მთავარი ეროვნული გამოცდა უკვე ჩაბარებული გაქვთ!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG