Accessibility links

logo-print

ჟალუზებს მიღმა გაზაფხულია


ავტორი: ნათია ხუციშვილი

ყოველი ხელფასისას ვპირდებოდი საკუთარ თავს, რომ გავიმეტებდი დროსა და ფულს თბილისიდან გასასვლელად. პირობას კი ყოველთვის ვარღვევდი. ბოლოს, მივაღწიე იმას, რომ „გადავიწვი“.

ეს მდგომარეობა სულაც არ ნიშნავს შენში ემოციების განულებას. პირიქით, - ის ძალიან ჰგავს კრიტიკული დღეების წინა პერიოდს; როცა ირგვლივ არაფერი ხდება ისეთი, რაც შენს ნერვებს არ გაივლის და გულს არ მოხვდება. დაძაბულობა გრძელდება ციკლის დროსაც და მის შემდეგაც; თვეობით, სეზონობით...

იცით, როგორ სწრაფად გაირბინა გასულმა შემოდგომამ, ვიდრე მე საკუთარ დროს ვყიდდი?..დანაკლისს ვერც „დესკტოპზე“ დაყენებული ყვითელი ფოთლები გივსებს და ვერც ყანჩელის მელოდია. ჰაერივით გჭირდება, გახვიდე ჰაერზე, დატოვო ხმაური და იგრძნო ბუნება სუნით, ფერით, ყურით, ბუნებრივი ადამიანების ბუნებრივად გაჩენილი ნაოჭებით.

თუ შენ ჯერ კიდევ არ „გადაწულხარ“, გილოცავ! მიმოიხედე და ათიდან ცხრაში მაინც გვიპოვი ისეთს, როგორიც არასდროს არ უნდა გახდე. ჩვენ ადვილად ამოსაცნობი ადამიანები ვართ. რით?.. წუწუნით. ორი კატეგორიის წუწუნა ხალხი ვარსებობთ: პირველი, - ბოღმით „გადაწულები“, რომელთაც სულ ფეხზე ჰკიდიათ წელიწადის ოთხივე დრო, ცა, მიწა და გამუდმებით ფულზე წუწუნებენ და მეორე, - ფულის გამომუშავებით „გადაწულები“, რომელთაც ჯერ კიდევ ახსოვთ, რომ ხელფასისთვის ბანკომატთან დგომას ბევრად სჯობს ბუნებაში გულაღმა წოლა. მეყოფა ქედმაღლობა და ვიტყვი, რომ მეორე კატეგორიას მივეკუთვნები.

არ ვიცი და ნაკლებად მაინტერესებს, რას უწოდებენ ფსიქოლოგები ასეთ მდგომარეობას (მათი უმეტესობა ხომ თავად იტანჯება გაურკვევლობით), მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ თბილისის ფართობი ჯერ მხოლოდ 720 კვადრატული კილომეტრია და არც ისე დიდ დროსა და ფულს მოითხოვს, კვირაში ერთხელ, მისგან გაღწევა.

დაპირდი საკუთარ თავს, რომ ერთ კვირა დღეს შენც ამოხვალ აქ, არმაზის ციხეზე.

ნუღარ უყურებ წელიწადის კიდევ ერთ დროს თბილი ოფისის ფანჯრიდან.

გამოდი.

ჟალუზებს მიღმა გაზაფხულია!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG