Accessibility links

ისარგებლებენ თუ არა გლეხები ,,აგროდაზღვევის’’ პროგრამით?


ავტორი: ნათია ფეიქრიშვილი

კახეთში სოფელ კარდენახში ყურძნის მოსავლის დიდი ნაწილი სეტყვამ გაანადგურა,გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაშიც არანაკლები ზარალი მიაყენა სტიქიამ სოფლის მეურნეობის ნათესებს...,ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს საქართველოს იმდენ კუთხეს შეექმნა პრობლემები სტიქის გამო .

რატომ არ იცავს თავს გლეხი?რატომ არ იცავშ თავის ნაშრომს-ნაჯაფარს?რატომ არ აზღვევს მოსავალს?ეს კითხვები აქტუალურია,მიუხედავად იმისა რომ სახელმწიფომ როგორც ირკვევა 2014 წლის 1 სექტემბრიდან ,,აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა დაიწყო....

როგორც აღმოჩნდა სოფლად მცხოვრები ადამინების უმეტესობას(ერთი სოფლის მაგალითზე) ამ პროგრამის შესახებ არაფერი სმენნიათ.მიტუმეტეს არაფერი გაეგებათ როგორ უნდა დააზღვიონ საკუთარი მოსავალი.მხოლოდ ტელევიზიით მიწოდებული მცირე ინფორმაცია კი გლეხისთვის,ფერმერისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის რომ ჩართულიყო ამ პროგრამაში.

რა არის ,,აგროდაზღვევის პროგრამა?

_ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ დაიწყო ,,აგროდაძღვევის’’საპილოტე პროგრამა.პროექტის ძირიტადი მიზანია აგროსექტორში დააზღვიოს ბაზრის განვითარება და სასოფლო -სამეურნეო საქმინობის ხელშეწყობა.

პროგრამის პარგლებში ფერმერებსს საშუალება ეძლევათ დააზრვიონ მოსავალი

ა)სეტყვაზე

ბ)ჭარბნალექზე

გ)ქარიშხალზე

დ) საშემოდგომო ყიივაზე.

როდიდან ამოქმედდა პროექტი?

ეს პროექტი 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა.,,აგროდაზღვევის’’ სისტემა ვრცელდება ყველა იმ პროდუქტზე , რომელიც საქართველოში იწარმოება.

სადაზღვეო პრემიის 70%-დან 95%-მდე ტანხას ანაზღაურებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო.დამზღვევს ექნება შესაზლებლობა 0,5%-დან გარკვეული შკალების მიხედვით გადაიხადოს დაზღვევის პროცენტი.

ამასტან ამ პროექტში ჩართულია ყველა სადაზღვეო კომპანია(,,ჯი პი აი“;აი სი ჯგუფი’’; ,,ირაო’’;ალდაგი’’,,,ქართუ’’. 1 სექტემბერს მათთან სააგენტომ გააფორმა მემორანდუმი.პროექტს რომლლის ბიუჟეტი 5 მილიონი ლარია კოორდინაციას სოფლის მეურნეუბის პროექტების მარტვის სააგენტო გაუწევს.

ვფიქრობთ თუ დღევანდელი ინფორმირებულობის შედეგებით ვიმსჯელებთ სააგენტოს ამ მხრივ პრობლემები უნდა ქონდეს,რადგან იმ დროს როცა სადაღვეო პოლისების გაცემის ვადა 2015 წლის 31 სექტემბერს მტავრდება სოფლად მცხოვრები ადანიანების დიდ უმეტესობას ამაზე ჯერ ინფორმაციაც კი

ეს მარტო სააგენტოს პრობლემა არ არის ზოგადად, ადამნების ინფორმირებულობა ვინც სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილ პროგრამებსა ტუ პროექტებში უნდა ჩაერთონ ნაკლებია.მათთან მათ ენაზე საჭირო ინფორმაციის მიტანა არ ხდება,არადა თუნდაც ამ პროექტის მიზნები ალბათ მათ უმეტესობა დააინტერესებდა

ა)აგროსექტორში სადაზღვეო ბაზრიშ განვიტარება

ბ)სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა

გ)სასოფლო-სამეურნეო სფეროში დასაქმებული პირების კონკურენტუნარიანობის ამაღლება.

დ)სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის

შენარჩუნება და რისკების შემცირება;

ამასთან არსი პირობებიც რა შემთხვევაში არის შესაძლებელი ნაკვეთის დაზღვევა

ამ პროგრამის ფარგლებში დასაზრვევად მიირება მხოლოდ მიწის ის ნაკვეთები,რომლებზეც წარდგენილია საკადასტრო კოდი ან აზომვიტი ნახაზი ან GPS კოორდინატები.

სააგენტოს ინფორმაციით

პროგრამის ფარგლებში აგროდაზღვევის სტიმულირების მიზნით სახელმწიფო აფინანსებს სადაზღვევო პრემიის 70%-დან 90%-მდე, ფერმერების მხრიდან კი უნდა გაფორმდეს პოლისი სადაზღვევო კომპანიასთან, სადაც ფიქსირდება ნაკვეთის მდებარეობა, მოსალოდნელი მოსავლის მოცულობა და ა.შ.

ჩვენ ერთ-ერთი სადაზღვეო კომპანიას დავუკავშირდით,რომელიც აქტიურად არის ჩართული პროცესში და საქართველოს ყველა კუთხეში აკეთებს შეთავაზებებს ფერმერებისთვის. 2014 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით კომპანიის მიერ აგროდაზღვევის მიმართულებით ანაზღაურებული ზარალი 400,000 ლარს უტოლდება.

აგროდაზღვევის პოლისით ფერმერს შესაძლებლობა ეძლევა დააზღვიოს შემდეგი სახის კულტურები:

ქერი და სიმინდი
ვაშლი და ატამი
მანდარინი
ვენახი
თხილის ნარგავები
კარტოფილი
ხორბალი

ჩამოთვლილი კულტურების დაზღვევის შემთხვევაში, თუკი ფერმერს მოსავალი სტიქიური მოვლენის გამო გაუფუჭდება, თანხას, რომელსაც მიიღებდა მოსავლის გაყიდვის შემთხვევაში, გადაუხდის სადაზღვევო კომპანია.


მოსავალი დაზღვეულია ისეთი რისკებისგან, როგორიცაა სეტყვა, ქარიშხალი, ჭარბი ნალექი და საშემოდგომო ყინვა.

პოლისის გასაფორმებლად დაინტერესებული პირები უნდა დაუკავშირდნენ სოფლის ან რაიონული ცენტრის სადაზღვეო კომპანიის ადგილობრივ წარმომადგენელს ან დარეკონ კომპანიის ცხელ ხაზზე..

P.S. როგორც ავღნიშნეთ სადაზრვევო პოლოისების გაცემის ბოლო ვადა 2015 წლის 31 აგვისტოა,მანამდე დაველოდოთ როგორ განხორციელდება არსებული პროგრამა,რამდენად სრულყოფილად და მოსახლეობისთავის გასაგებ ენაზე იქნება მიწოდებული სადაზღვევო პრობები და რა რაოდენობის ფერმერი თუ გლეხი ჩაერთვება აღნიშნულ პროგრამაში.შედეგებზე კი ზოგადად ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ.იმედია ,მომავალ წელს უფრო ნაკლები დაზარალებული და უკმაყოფილო გლეხი გვეყოლება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG