Accessibility links

ავტორი: ნინი ვაჩნაძე

ამ ქალაქში ვერ ვიპოვე ჩემთვის საყვარელი ადგილი,

ვერც ხე ვიპოვე სიცხეში,

თეატრში კარგია მაგრამ არ მახსოვს როდის ვიყავი ბოლოს,

თეატრს თუ შეეჩვიე ვეღარ გადაეჩვევი, მაგრამ შესაჩვევად დროც უნდა გქონდეს და განწყობაც,

კინოშიც კარგია მაგრამ კარგი ფასიც უნდა გადაიხადო ბილეთში,

ღამის კლუბში შეხვალ და რომ გამოხვალ არიცი პატრულის თანამშრომელი რას იფიქრებს შენზე

გაბრუებული ხარ ალკოჰოლით თუ მარიხუანით?

კანონი აძლევს უფლებას თუ მოისურვებს წაგიყვანს და მოგაფსმევინებს,

განა რა უნდა მოფსა ისეთი 10 წელი რომ გაგიშვან დასასვენებლად ...

ქართველებს თავისუფლება გვიყვარს და ნიკოტინს ვეწევით,

ფხიზელი ყოფნა შეიძლება ყველაზე კარგია მაგრამ

გაბრუებულს უფრო ნაკლებად გახჩობს ბანკის ვალებზე ფიქრი,

შეგიძლია მუსიკას აუწიო იცეკვო და თავისუფლება ჩაისუნთქო,

ღამის ცხოვრება მიყვარს მაგრამ არსებობისთვის დღეც არსებობს,

როცა იღვიძებ და მაცივარი ცარიელია სახლიდან გადიხარ,

მიდიხარ მეგობართან ან თუ გაგიმართლა და მუშაობ ფულიც გაქვს და მაღაზიაშიც გაივლი,

ბაზარს ვერიდები, ვაგზალზე ბაზარში წასვლა არ მაძლიერებს ისე მკლავს,

როცა მოხუცი ბებო გეხვეწება ჩემთან იყიდეო და ვერ ყიდულობ რადგან სხვა მოხუც ბებოსთან

უკვე ნაყიდი გაქვს,

ძირს ვიხედები ყველაფერი ნაცრისფერია,

გარშემო ხალხი ჭრელი, მთავარია ცისფერი არ გამოჩნდე თორემ თუ ვაჟკაცური მუშტი აიცილე

ჭკუის სწავლებას ვერ აცდები,

ეგრედწოდებული კაცური კაცები გვიხსნიან რომ ორი კაცი ერთად სიმახინჯეა და ავადმყოფობა

სამაგიეროდ ორი ქალი ერთად კარგია!!

ჩემი თბილისი დიდია თუ პატარა არვიცი მაგრამ

ამ ქალაქში ვერ ვიპოვე ჩემთვის საყვარელი ადგილი...

მხოლოდ შეკითხვები მესმის

რუსეთი თუ ამერიკა?

ალკოჰოლი თუ ნარკოტიკი?

მორწმუნე თუ ათეისტი?

სექსი თუ ტრადიციები?

სახინკლე თუ კლუბი?

უმუშევრობა თუ მონობა?

ძველი ბიჭი თუ ჰომოსექსუალი?

გადაგივლიან თუ გადაუვლი?

ფული თუ სიყვარული?

კანონი თუ თანამდებობა?

კაი ბიჭის და თუ პოლიტიკოსის ცოლი?

პირადი ცხოვრება თუ სხვისი ცხოვრების გარჩევა?

საქართველო გკლავს თუ გაძლიერებს?

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG