Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზოგიერთ ტელევიზიაში ,,ჟურნალისტის სტატუსს" სკოლის მოსწავლეებისთვის ლანგრით არიგებენ


ავტორი: ნინო ჩიბჩიური

მახსოვს, როდესაც უნივერსიტეტი წარჩინებით დავამთავრე და დიპლომი სახლში მივიტანე, მამამ მითხრა – შენ ნამდვილად იმსახურებ ჩემგან საჩუქარსო და მანქანის ყიდვას დამპირდა. მეგონა ჩემზე ბედნიერი იმ პერიოდში არავინ დადიოდა დედამიწაზე. მაშინ ადგილობრივ ტელევიზიაში მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა და პროფესიული მოვალეობის შესრულებას აკადემიური ხარისხით, უფრო დიდი სტიმულით შევუდექი. ვიდრე გავაცნობიერებდი რა ხდებოდა ქართულ ჟურნალისტიკაში და განსაკუთრებით რეგიონულ მედიაში ყველაფერი ,,ლამაზად“ მეჩვენებოდა.

საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობის შედეგად, დროთა განმავლობაში რამდენიმე სამსახური მქონდა. ზოგიერთ მათგანში ხელმძღვანელის პოზიციაზე. უკვე 10 წელია აქტიურ ჟურნალისტიკაში უწყვეტი რეჟიმით ვმუშაობ. ახლა, როცა ჩემს ირგვლივ ზოგიერთი მათგანი ,,ჟურნალისტობას“ იბრალებს ( ხშირ შემთხვევაში საშუალო განათლების მქონეები), ვფიქრობ იყო თუ არა საჭირო ,,თეთრი ღამეები“, სწავლის გამო ბევრ რამეზე უარის თქმა და იმ მიზნის დასახვა, რომელიც წარჩინებული კურსდამთავრებულის ტიტულს უკავშირდებოდა. არსებობს კითხვები და ბუნებრივია განსხვავებული პასუხებიც,თუმცავთვლი, რომჟურნალისტიკაში მხოლოდ ტრენინგ-სემინარებით იმ თეორიულ ცოდნასვერ მიიღებ, რასაც უმაღლეს სასწალებელში.შესაბამისად ის პიროვნებები, რომლებიც სკოლის მერხიდან მედიაში გვევლინებიან, როგორი ,,ამბიციურებიც“ არ უნდა იყვნენ პროფესიონალი ჟურნალისტები ვერასოდეს იქნებიან(მათ ნამუშევარში ეს მალევე დასტურდება). ზოგს ჰგონია, რომ მხოლოდ პრაქტიკაა მთავარი და აქ მთავრდება ყველაფერი, მაგრამ იმ პრაქტიკასაც ხარისხიანი ცოდნა უნდა სად, რა, როგორ გააკეთო. ,,აკადემიური მიდგომები“ აშკარად ავლენს ადამიანის პიროვნებას, რა სფეროშიც არ უნდა იყოს იგი. დღეს ძალიან მიხარია, როცა სტუდენტები მიკავშირდებიან და ჟურნალისტურ ნამუშევრებზე რჩევებს მეკითხებიან. ვხედავ, როგორ წვალობენ ისინი იმისთვის, რომ ამ პროფესიის წარმატებული პიროვნებები გახდნენ. არსებობს სხვა კატეგორიაც, ,,სტუდენტები“ რომლებიც ლექციებზე არ დადიან და ,,ლანრგით მირთმევის პრინციპით“სურთ ამბიციის დაკმაყოფილება. ამ ორი კატეგორიის შედარებაც კიდაუშვებელია. ამჟამად სიტუაცია ასეთია- უმეტეს რეგიონებში, სულაც არაა საჭირო უმაღლესი განათლება თუ კი ვინმეს ტელე-ჟურნალისტად მუშაობის სურვილი გაუჩნდება. ის ვინც ბლოგზე წერს და კარგად წერს თუ არაა ის ამ პროფესიის,ჟურნალისტად თავს არასოდეს ასაღებს, მას უფრო ანალიტიკური აზროვნება გააჩნია და იცის თავისი ,,წონა“, იმ ,,ფსევდო-ჟურნალისტებისგან’’ განსხვავებით, ვისაც ერთი-ორჯერ რაღაც დაუწერია და ტელევიზიის ლოგოიანი მიკროფონით ურბენია.
არსებობს ასეთი დამოკიდებულებაც, რომ რეგიონში კადრების პრობლემაა და ტელევიზიისთვის ჭირს ,,კარგი ჟურნალისტის’’ მოძებნა.რა გასაკვირია როცა ადამიანებმა გაიგეს საკუთარი თავის ფასი და ,,სკოლის მოსწავლეებთან“ ერთად მუშაობას შეურაცყოფად იღებენ. განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ ვინმე ,,ერთ ქვაბშიმოხარშავს“. რეალობაც ესაა-თუ არ არის განსხვავებული დამოკიდებულება განათლებისა და გამოცდილების მიხედვით, ბუნებრივია ასეთ გარემოში პროფესიული მოვალეობის შესრულების სტიმული თანდათან ქრება. თუ კი დღეს დემოკრატიაზე ვსაუბრობთ, ჟურნალისტს თავის სფეროში შეზღუდვები არავინ უნდა გაუბედოს (შინაგანაწესსაც გააჩნია, თუკი ასეთი არსებობს)..გაცილებით უკეთესი სურათი გვექნებოდა ჟურნალისტიკაში დღეს,რეგიონული ტელევიზიები ჟურნალისტის სტატუსს უმაღლესი განათლების გარეშე რომ არ არიგებდნენ.მაყურებელიც თითქოსდა მიეჩვია იმ ინფორმაციას რასაც, რეგიონული ტელევიზიები სთავაზობენ, სინამდვილეში მათი დაკვეთა სულ სხვა რამაა და მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეგროვებას და მიწოდებას ხარისხიანი მუშაობა ესაჭიროება, რაც განათლების გარეშე შეუძლებელია.

დღეს ანალიტიკურ სიუჟეტებს რეგიონის ჟურნალისტებიდანაღარავინ ამზადებს, ეკონომიკის საკითხზე მუშაობა მხოლოდ ლარის კურსის ჩვენებას და განსხვავებულ შეფასებებს არ გულისხმობს. რატომ არ გადის ადგილობრივ ტელევიზიებში საგამოძიებო რეპორტაჟები?სხვადასხვა მიზეზი არსებობს, ძირითადი და უმნიშვნელოვანესიისევ და ისევ სათანადო ცოდნაა. სკოლის მერხიდან ახლად წამომდგარ ,,ჟურნალისტს“ ვერ მოსთხოვ სერიოზულ საკითხზე მუშაობას, თემაზე, რაც მართლაც რომ ჰაერივით ჭირდება დღეს საზოგადოებას. მედიის როლს ჟურნალისტები მხოლოდ გენდერისა და უმცირესობების გაშუქებაში არ უნდა ხედავდნენ. მედიამფლობელები კი ,,კონკურენტებზე“ ჯავრის ამოყრით და ,, ვაჭრობით’’ არ უნდა მოქმედებდნენ. პირველ რიგში აქცენტი პროფესიონალიზმზე უნდა კეთდებოდეს და ტელევიზიაში ჟურნალისტად მუშაობა სათანადო კონკურსის გავლის შემდეგ უნდა გახდეს შესაძლებელი. გასაუბრებები უნდა ხორციელდებოდეს და უმაღლეს განათლებასთან ერთად აპლიკანტს ჟურნალისტური ეთიკისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ ზოგადი ცოდნა მაინც უნდა მოეთხოვებოდეს.

თავის მხრივ რეგიონის მედია ორგანიზაციებში შრომითი ხელშეკრულებები უნდამოქმედებდეს, სადაც მკვეთრად იქნება განსაზღვრული ჟურნალისტის უფლება-მოვალეობანი. მხოლოდ ასეთი კრიტერიუმებითაა შესაძლებელიმედიაორგანიზაციის ხარისხის შეფასება და არა მაღალი ანაზღაურებით. მხოლოდ ,,პროფესიონალხელმძღვანელებს“შეუძლიათპროფესიონალი ჟურნალისტების შრომის გათავისება და სათანადო დაფასება. თუ კი ვითარება აღნიშნული მიმართულებით შეიცვლება, რეგიონის მოსახლეობა უფრო ხარისხიან და მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებს, შესაბამისად მედიაორგანიზაციებში 10-ი არაპროფესიონალის ნაცვლად ყველა რესურსი ორ პროფესიონალზე გადანაწილდება. რეგიონებიდან პროფესიონალი კადრები გადინებას შეწყვეტენ და ის სკოლის მოსწავლეები, თუ მაინცდამაინც ჟურნალისტობაზე ოცნებობენ, ამბიციების დაკმაყოფილებას ,,მედიასკოლებიდან“ დაიწყებენ.ყოველშემთხვევაში ეცოდინებათ, რომ განათლების გარეშე ამ პროფესიის ,,მტვერს ვერ ისრუტავენ“ და ჟურნალისტის პროფესიონალიზმს ,,ლანგრით ვერავინ მიართმევს“.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG