Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: ნინო ჩიქოვანი

8- საათიანი ლექციების შემდეგ გადაღლილმა უნივერდიტეტიდან როგორც იქნა გამოგაღწიე. ერთადერთი რამ მინდოდა სახლში დროულად მივსულიყავი და ცოტახანს მაინც დამეძინა. მეტრომდე სიხარულით იმე იმედით ჩავედი, რომ სახლში მალე მივიდოდი. ავტობუსიც მოვიდა, მაგრამ რათ გინდა ცალფეხსაც ვერ ადგამდი ...
2 წთ და შემდეგი მოვა...ცოტახანს ჩამოვჯექი.. ავტობუსი გამოჩნდა არც ეს იყო ნაკლებად გადაჭედილი, თუმცა მეტი ლოდინის თავი აღარ მქონდა, როგორც იქნებოდა ავედი.
-სადღა ამოდიან ხედავენ ადგილები აღარ არის.. არადა ეტყობოდა ეს ქალიც "ახალი "ასული იყო .
ბილეთები შეიძინეთ, ბილეთები ახალამოსულებმა .
ხელიც ვერ გავშალე რომ სტუდენტური ამომეღო.
შეიძინეთ ბილეთები! უფრო მკაცრი ტონით
ერთ-ერთი მგზავრი ეხმაურება- გვაცადე ერთი თუ ადამიანი ხარ .ხო ხედავ ნორმალურად ვერ ვდგავარ.
ჩვენი გაჭირვება არ გვყოფნის? დაგვაცადე რაა.. ჩვენი მომხედავი არავინაა.. ეჰ, საქართველო..
კონტროლიორი - რა ვქნა ბატონო მამოწმებენ, თქვენს გამო სამსახურიდან გამათავისუფლებენ.
ყველას თავისი აწუხებს და სტკივა..
გაჩერებაზე ერთი კაცი ჩავიდა 3 ამოვიდა..
ყურში სიმღერის ხმამ გამიელვა:მთავარია გქონდეს ფული... დაჩაგრული...ფული.. ნაწყვეტ-ნაწყვეტ მესმოდა..
მეტროსთან ჩერდება.. აი, აქ არის ხალხი თუ არის. ავტობუსი არ იყო ჯერ გაჩერებული, რომ ყველა ავტობუსისკენ დაიძრა. ამოდიან, ვერ ამოდიან.
მძღოლსაც აევსო მოთმინების ფიალა. დამაკეტინეთ კარი ხალხი არ ხართ?! ვინ არიან ესენი! და გემრიელადაც მიუკურთხა..
-ბილეთები შეიძინეთ... კონტროლიორი ფორმაშია
-ბილეთები კი არა ავტობუსი დაგვიმატეთ, ნორმალურად ვიმგზავროთ.
ხანში შესულმა ქალმა გასცა პასუხი-კონტროლიორის და მძღოლის რა ბრალია.. არც ხელისუფლების ჩვენი ბრალია ჩვენი, რომ მთელი ცხოვრება ასე ვმგზავრობთ და ხმას არ ვიღებთ! ვის რა უნდა დავაბრალოთ!
-ხელისუფლების ბრალია აბა ვისია ბრალია სხვისი? გაუნათლებლები, უწავლელები და "ჩამოთრეულები" რო სხედან...
განხილვანაციონალები უფრო კარგები იყვნენ თუ ოცნება...
ცოტახანში ამ ორომტრიალში მთელი ავტობუსი ჩაერთო.... განიხილავდნენ გაუფასურებულ ვალუტას, გაძვირებულ პროდუქტებს, უკრაინის ამბებს და ვინ მოთვლის კიდევ რამდენ რამეს, მაგრამ მთავარი მაინც პოლიტიკა იყო.. სხვა თუ არაფერი ჩემს წინ პოლიტიკის ექსპერტები ისხდნენ. ვინ შეედავებოდა მათ... ეტყობოდათ მალევე დაავიწყდათ ზოგი ცალფეხზე რომ იდგა... მაგრამ საბოლოოდ მაინც ერთ აზრს ჯერდებოდნენ, რომ არაფერი გვეშველება... და, რომ მომავალი თაობის იმედი არავის ააქვს.. უსაქმური და უარესი ახალგაზრდობა მოდის...
ჩემი გაჩერება.. ჩავდივარ, როგორც იქნა..
გვეშველება რამე?
სახლში შევდივარ..არაფრის თავი არ მაქვს.. მახსენდება ხვალინდელი დღე..იგივე სიტუაცია.... რავიცი რა უნდა გვეშველოს?!
ვწვები და ვიძინებ..

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG