Accessibility links

2016 წელი... პოლიტიკური ჭაობი


ავტორი: ნინო გიორგაძე

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტში სამი პოლიტიკური ძალა შედის, ვინც გარეთ დარჩა, განაწყენებულია ამომრჩეველზე, ხელისუფლებაზე, ბიძინა ივანიშვილზე და ყველაზე, მთელ სამყაროზე, ოღონდ არა საკუთარ თავზე. მოქალაქეები კი მადლობელნი არიან ბიძინა ივანიშვილის, მას სახალხო ლიდერად აღიარებენ და ეიმედებათ. გადავხედოთ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს.

რესპუბლიკური პარტია - ერთადრთი პარტია იყო, მართლა პარტია, მოსახლეობის მხარდაჭერა არასოდეს ქონია, მაგრამ 2012 წელს დაუფასდათ ღვაწლი და შევიდნენ პარლამენტში, მაგრამ რა? სანამ კოალიციაში იყვნენ ყველაფერი კარგად იყო, თუმცა ამომრჩეველი ხედავდა, რომ ზედმეტად ქედმაღლურად გამოიყურებოდნენ, საქმეს კარგად ვერ აკეთებდნენ და აქეთ ამადლიდნენ ყველას თავს, ჩვენ რომ არ ვიყოთ დაიღუპებითო. ცალკე გასულებს ამომრჩეველმა ის ადგილი მიუჩინა, რასაც იმსახურებდნენ, ან კი როგორ უნდა ქონოდათ მათი იმედი. დავით ბერძენიშვილმა თქვა: არჩევანს გიგი წერეთელსა და კობა ნარჩემაშვილს შორის პირველის სასარგებლოდ გავაკეთებდიო. ბატონებო, ყოველთვის ნაცებთან იყავით, მათგან შორს არასდროს წასულხართ, ამიტომ გეუბნებათ უარს ამომრჩეველი. ბევრს დაწყდა გული დავით უსუფაშვილის გამო, მგონია, მას დამოუკიდებლად რომ ეყარა კენჭი, ,,ოცნება“ არავის არ დაუპირისპირებდა და გაიმარჯვებდა, მაგრამ მან პარტიის ერთგულება არჩია, იმ პარტიის, რომელიც ვერ გაიზარდა და NGOიქცა, თამარ ხიდაშელი და ხათუნა სამნიძე ვერ გახდნენ ავტორიტეტულები, როცა ასარჩევად გაქვს საქმე, ,,ოცნების“ ახალი სახეები უფრო სიმპატიურად, თავდაჯერებულად გამოიყურებიან, მათგან საქმის სწორად კეთებას ელიან და არა კეკლოცობას. თანამდებობიდან გადამდგარი თინა ხიდაშელის გამოსვლები ისეთი არაადეკვატური იყო, რომ ამომრჩეველი ივანიშვილზე ბრაზობდა, თავის დროზე რომ მოიწვია კოალიციაში.

თავისუფალი დემოკრატები - პარტია არჩევნების შემდეგ დაიშალა, სწორად მოიქცნენ ძველი სახეები გზა ახალგაზრდებს რომ დაუთმეს, ვნახოთ რას მივიღებთ. ალასანიას პარტია მაშინვე უნდა დაეტოვებინა, როცა ნათელი გახდა მისი დაუფარავი მეგობრობა გიგისთან და გიგასთან, მან დაკარგა ყველაზე მთავარი - ნდობა. არავის არსოდეს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ თავდემები ნაციონალების თამაშს ითამაშებდნენ, დადასტურდა კიდეც.

ეროვნული ფორუმი - არც კი ვიცი, ვის უნდა მიეცა ხმა მათთვის და რატომ. ლიდერები ყავთ, მაგრამ რა გააკეთეს, როცა შანსი მიაცათ ვერ გამოიყენეს. გუბაზ სანიკიძე დიდი ხანია პოლიტიკაშია, მიშას წინააღმდეგ ბრძოლაში ბევრი ედგა გვერდით, მაგრამ როცა ეს ბრძოლა დამთავრდა, ვერაფერი ღირებული ვერ დადო, პარლამენტში თანამდებობა ქონდა და რა გააკეთა. მხოლოდ ის გავიგეთ, რომ ხელისუფლებას და პარლამენტის თავმჯდომარეს წარმატებული ვიზიტები ქონდა. ახლა ანი მიროტაძე მოთქვამს, პოლიტიკოსები ქუჩაში დაგვტოვა ივანიშვილმაო, ამომრჩეველმა დაგტოვათ ქუჩაში, რადგან პარლამენტში კოალიციით შესულებმა ვერაფერი სასიკეთო გააკეთეთ, თქვენს ადგილს სხვები დაიკავებენ, 4 წლის შემდეგ მათაც შევაფასებთ, მანამდე კი ვითანამშრომლებთ მათთან.

მოკლედ, ეს იყო ის პოლიტიკური ჭაობი რაშიც გვაცხოვრეთ და სადაც არ სურს ჩვენს მოქალაქეებს ცხოვრება, წინ დიდი გამოწვევებია და თქვენ უნიათოები აღმოჩნდით, ამიტომ იმედი გვაქვს იმ ე.წ. ახლი სახეების, რომლებიც ახლახან გამოჩნდნენ, მაგრამ მათ უკან ლოკალური გაკეთებული საქმეებია, მთავარია ნდობა არსებობს და იმედია, გაამართლებენ.

ამომრჩეველს სურდა მესამე ძალის ხილვა, მაგრამ ვინ გვთავაზობდა თავს? ბურჭულაძეზე საუბარიც არ ღირს, ვაშაძე და ,,გირჩი“ ჩანასახშივე განწირული იყო წარუმატებლობისთვის. ,,ახალი მემარჯვენეები“ ორკაციან პარტიად იქცა, ვინც ძლიერი ფიგურა იყო, სხვაგან ივარგა, მანანა ნაჭყებია და მამუკა კაციტაძე ისევ ძველ ორბიტაზე ტრიალებენ, ნაცების იქით ვერ მიდიან და სანამ ნაცები იქნებიან იტივტივებენ.

თუ დავუშვებთ, რომ ბრძოლა მიდიოდა ბიძინა ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის, აშკარაა გაიმარჯვა საქართველომ, ეს არ ახარებს არც ნაცებს, არც მათ სატელიტებს, არც პარლამენტს გარეთ დარჩენილებს, გვიხარია ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ვთვლით, რომ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ჩვენ ვართ, ჩვენ, ვინც შევიგრძენით თავისუფლების გემო, ვისაც არ გვსურს ბელადები და მხარს ვუჭერთ საქართველოს დემოკრატიული გზით განვითარებას, ჩვენ მადლობას ვუხდით ბიძინა ივანიშვილს, რომ ამ ჭაობიდან ამოგვიყვანა და მოგვცა შესაძლებლობა ვიფიქროთ, ვიღვაწოთ, ჩვენი შრომით შევქმნათ და დავგეგმოთ ჩვენი მომავალი, ვისაც ცხოვრება და კეთილდღეობა საკუთარი თავისთვის, საკუთარი ოჯახისთვის უნდა და არა ბელადებისთვის ან ყურითმოთრეული იდეისთვის, თუმცა ეს სხვა თემაა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - საქართველომ ჩააბარა გამოცდა და გაიმარჯვა, ამოვიდა პოლიტიკური ჭაობიდან. ამ დრომდე მოტივტივე ვაიპოლიტიკოსები ისევ გაერთიანდებიან, ისევ დიდი მონდომებით შეეცდებიან მოიგონონ ისეთი თემები, რომ რაოდენობრივი სიმრავლე აჩვენონ. მაგრამ არაფერი გამოუვათ, რადგან რაოდენობრივადაც და ხარისხობრივადაც საქართველოს მოყვარული უფრო ბევრია, დიახ, ჩვენ ბევრნი ვართ, ერთმანეთს ვაძლიერებთ და არასოდეს არ მივცემთ შესაძლებლობას ერთ მუჭა მარგინალებს, თავიანთი ახირებების დასაკმაყოფილებლად გამოგვიყენონ.

ახლა მეორე ტურის მოლოდინში ვართ, ,,ოცნების“ ოპონენტები გაერთიანებული ძალით აპირებენ შეტევას, აქაოდა საკონსტიტუვიო უმრავლესობა საშიშია ერთი პარტიის ხელშიო. ისევ ჭაობში უნდათ ჩათრევა, ოღონდ თავად იტივტივონ და არად დაეძებენ არც ქვეყნის მომავალს, არც ადამიანებს, რომლებიც დიდი ხანია ელოდებიან სიმშვიდეს. ისედაც ბევრი პრობლემაა, ხელოვნურად ნუღარ შექმნით.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG