Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: ნინო ხუციშვილი

სახელი მადონა იტალიური წარმოშობისაა.იგი შეიძლება ასე გავშიფროთ : mia donna-ჩემო ქალბატონო.ასე უწოდებენ ზოგიერთ კათოლიკურ ეკლესიაში ღვთისმშობელს.

ერთ-ერთი დიდი გამოცდილება რაც ამ ..... სამსახურში მივიღე იყო ადამიანთა ტიპების გაცნობა.თუმცა ის შემთხვევა რომელზეც აქ ვაპირებ ლაპარაკს,ოდნავ ნორმიდან გადახრილ ტიპს ეხება.მართალია დიდი სამსახურეობრივი გამოცდილება არ მაქვს მაგრამ სადაც კი მიმუშავია და ვმუშაობ იმისთვის რომ მომავალში შემი სპეციალობით ვიმუშაო,შეიძლება ითქვას საკმაოდ დიდი პრაქტიკული გამოცდილება დამიგროვდა.ეს სფეროა ადამიანთა ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ორგანიზაციული ფსიქოლოგია.

ყოველთვის მერჩივნ ჩრდილში დგომა და სხვებზე დაკვირვება.არასდროს ვყოფილვარ გამორჩეული და სწორედ ეს მაფიქრებინებდა რომ დიახაც მე ამით ვიყავი განსხვავებული.ვიცოდი ყოველთვის რომ ჩემს თანატოლებზე მეტი ვიცოდი,რაც ამპარტავნობაში გადამეზარდა.მაგრამ ახლა როცა გავიზარდე და მივხვდი რომ არაფრით,საერთოდ არაფრით ვარ მეტი ვიღაცაზე ვინც აზრზე არაა ვინაა ფროიდი ან ამენჰოტეპ III,ცოტა დავოკდი,მაგრამ მაინც დავრჩი ცხვირაბზუებული თანამშრომლების,ჯგუფელების ან მეზობლების მიმართ.უბრალოდ ჩემთვის ვიცი რომ მეც ერთი „ღმერთმაიცის“ რატომ ვარ. და მაინც არ მინდა გავითქვიფო ხალხში.

თუ იარსებებდა ასეთი კატეგორია ფსიქოლოგიაში,მე გავერთიანდებოდი „უკიდურესად გამოხატული პიროვნულობის მოთხოვნილება“-თა ჯგუფში.მაგრამ თვითონ დასახელება ისეთია, ჯგუფი როგორც ასეთი ვერ იქნებოდა.

მართალია გამუდმებით ვაწარმოებ საკუთარ თავზე დაკვირვებას და ექსპერიმენტებს მაგრამ ახლა მირჩევნია სხვებზე გადავერთო.ერთი მშვენიერი შესაძლებლობა მომეცა სამსახურში,დავკვირვებოდი თანამშრომლებს და არამარტო მათ (დიდხანს ვუყურებდი აკვარიუმში კალმახებს,მშვენიერია ლურჯი განათების ფონზე ძალიან ახლოდან თევზების ყურება.შუბლს მივაბჯენდი ხოლმე აკვარიუმის მინას და სიმშვიდე მეუფლებოდა წყალში მოლივლივე თევზების ყურებისას.მეჩვენებოდა რომ წყალი ბლანტი ჰაერი იყო და თევზები ჰაერში მოძრაობდნენ.ისე მათი ხასიათიც საკმაოდ საინტერესოა,თიმცა აქ ახლა ამაზე არ გვინდა).

თემა ეხება სოციუმის გავლენას პიროვნებაზე.არადა ვიცოდი რომ ჩემი სიმარტოვე ყოველთვის დამიცავდა კონფორმიზმისგან და ადამიანთა ჯგუფური ბანალურობისგან.

დასაწყისი...

იყო და არა იყო რა...იყო ერთი მდედრობითი სქესის წარმონაქმნი(ამას იმიტომ ვამბობ რომ ზოგიერთი ქალი ფიზიკური ან ფსიქიკური მდგომარებით ვერ შედგა როგორც ქალი).ვერც ასაკს გამოიცნობდი,ვერც სქესს გრძელი თმა რომ არ ჰქონოდა.რო იტყვიან რაღაცნაირი ინფანტილური ტიპი იყო.

დავაკვირდი და ვხედავ:სიარულისას ხელები განზე აქვს გაწეული,აი დაახლოებით ისე რაღაც ბინძურს რო შეეხები და არ გინდა ტანსაცმელზე მოგეცხოს.ხელები აქვს საშინლად გამომშარალი,დამსკდარი და დაწითლებული.ეს გაჩხიკული,ავადმყოფური ხელები,თურმე იატაკის ტილოებს ხსნარში რეცხავდა უხელთათმნოდ.

ეს იყო მადონა.დამლაგებელი 28 წლის,ძალიან გამხდარი,სიმაღლეში დაახლოებით 1.60.წონა 45 კგ. თვალები მუდამ უაზროდ მეტყველი და უპეები ჩაშავებული.

გამუდმებით უკმაყოფილო,ბუზღუნა და სიძულვილით სავსე გამომეტყველება ყველას მიმართ.ის პარანოიკი იყო.მაგალითად თუ მე ჩემ თანამშრომელთან ერთად რამეზე ვიცინოდი და ის ამ დრო გაივლიდა,ჩათვლიდა რომ მას დავცინოდით.თუ შემთხვევით შევეხებოდი მივირებდა რატომ გინდა ჩემი წაქცევაო.გამუდმებით ეჩხუბებოდა სხვა დამლაგებელ ქალებს. დანარჩენმა პერსონალმა უცებ „აითვისა“ უნაური ადამიანი და როცა შეამჩნიეს „თლა კარქათ „ ვერ იყო,მათ სახეზე გაჩნდა ზიზღი, „ცინიზმის ელემენტებით.“

ერთხელ შესვენების დროს სასადილოში შევედი და დავინახე რომ მარტო იჯდა.სხვებიც ისხდნენ იქ. რა თქმა უნდა მივედი და ვკითხე თუ შეიძლებოდა დავმჯდარიყავი.მომიგდო „კი“. გამოვწიე ხრიალით სკამი და დავჯექი.ჩაის ვხრეპდი სპეციალურად...(დამავიწყდა მეთქვა რომ ბოროტი ვარ ზოგჯერ).მერე ვეკითხები:

-მადონა,მადონა რატომ გაქვს ასეთი სევდიანი და ჩაშავებული თვალები?

-იმიტომ რომ ქურთი ვარ და ეს ამათ იციან.იმიტომ რომსმენის უფროსი მტანჯავს,სპეციალურად მავალებს საქმეს.იმიტომ რომ ქმარმა მიმატოვა,ვიღაც ქალთან წავიდა,იმიტომ რომ ბავშვზე მუცელი მომეშალა.იმიტომ რომ...“გოგო რაღაააცა ცუდად ვარ,გული მაწუხებს,ეხლა ხელფასს ველოდები,უნდა წავიდე ექიმთან.უი არ გინდააა?დედაჩემმა გამომატანა(ორ პურის ნაჭერში ჩადებული შემწვარი კვერცხი).იმიტომ რომ ვერ ვიპოვე კარგი რამ ცხოვრებაში და შევიშალე,ჯერ ბოლომდე არა მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად ალბათ სულ დავკარგავ რეალობასთან კავშირს.

-მადონა,მადონა რატომ ეჩხუბები ყველას,რატომ გგონია რომ შენ დაგციანიან,შენ გიყურებენ,შენზე ჭორაობენ.სპეციალურად გიმძიმებენ სამუშაოს?

-იმიტომ რომ უნდათ მაწვალონ,არ ვიცი რა დავუშავე...რატომ ვძულვარ.

იგი არასდროს ხევდა ტუალეტში ხელის გასამშრალებელ ქაღალდს აპარატიდან.სპეციალურად გამოჰქონდა კაბინიდან.ერთხელ ვკითხე ასე რატომ აკეთებ-მეთქი და საშინლად ვინანე.გასახდელ-გამოსაცვლელ ოთახში მისი ქურთუკი პარკში გახვეული ეკიდა,თითქოს გარშემო ყველაფერი ბინძური იყო,და არ უნდა შეხებოდა.(როცა წავიდა მის საკიდს მოგლეჯილი პარკის ყურებით ვცნობდი).თავის ლურჯ ფორმასაც ყოველთვის პარკში ინახავდა.

მას შეეძლო შესვენებაზე ორი მთლიანი თონის პური ეჭამა.ჩაი და კარაქიანი პური მიეატანებინა,500 გრამიანი კონტეინერით ბალი მარტოს შეეჭამა.ის ვერ გრძნობდა დროს სანამ არ ეტყოდნენ რომ შესვენება დაუმთავრდა.ალბათ ტვინში ის უბანიც ჰქონდა დაზიანებული რომელიც პასუხს აგებდა შიმშილის დაკმაყოფილებაზე.

ძალიან შეზიზღდა ყველას.მე ვხედავდი ამას.მისი ლაპარაკი სასადილოში,არაადეკვატური სიცილი და უკონტროლო ხმა,შეშლილი სახე.მითხარით იყვენენ ჩემი თანამშრომლები ნორმალურები როცა იძულებდნენ ავადმყოფს,რომელსაც ხელები ჰქონდა დახეთქილი ტილოების ხეხვისგან,ის დამლაგებლებიდან ყველაზე მეტს აკეთებდა.

მე?მე ხშირად ვიჯექი მასთან ერთად სასადილოში.სხვები ამჩნევდნენ რომ მეც მაკლდა,აბა სხვა შემთხვევაში რატომ დავჯდებოდი.ჩუმად თვალს მიკრავდნენ და როცა ხედავდნენ,“ნიი შენი დაქალია? „ მე ვიღიმოდი დაბოღმილი.

მერე მოვუკელი მადონასთან სიარულს,მომბეზრდა.ჩემივე სიბრალული მის მიმართ მაღიზიანებდა.მოკლედ დავიკიდე რაა.აღარ იყო საინტერესო,დიაგნოზი დავუსვი: აკვიატებული შფოთვითი აშლილობა.

ის მაგიდასთან ზის.წინ წითელი ბლებით სავსე კონტეინერი უდგას.არ მიყურებს,ჭამს და კურკებს პირდაპირ მაგიდაზე ყრის.

-მადონა როგორ ხარ?

-რავი..

-ნერვებს გიშლიან ისევ?

-არაა.ხვალ მივდივარ სამსახურიდან

-უიი მართლა??რატომ?

-რავი ისე.

ძალიან მშვიდი იყო.მეგონა გაბრაზებული ყველას გალანძღავდა და ათას მიზეზს იტყოდა წასვლისა.მაგრამ ის არაადეკვატური იყო.მე გამიხარდა რადგან მის ტაბჯვას ვეღარ დავინახავდი,რადგან ეს თვითონ მე მაწუხებდა.არ ვიცი რით შემეძლო მისი დახმარება.

Perdoname mia donna!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG