Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წერილი საქართველოს გოგონებს


ავტორი: ნინო მაღლაკელიძე

დავამთავრე სამხატვრო აკადემია, მეცხრე ბლოკის პირობებში, როცა შუქი და წყალი დეფიციტი იყო საქართველოში. ახალბედა მხატვრები, მეექვსე სართულზე დაზგური გრაფიკის ფაკულტეტზე ვიკრიბებოდით და ტიპოგრაფიულ საღებავში ამოგანგლული, გაყინული ხელებით ვბეჭდავდით - ლითოგრაფიას, ქსილოგრაფიას, ოფორტს. ტიპოგრაფიული საღება ყველაზე რთული მოსაშორებელია, განსაკუთრებით ცივი წყლით - ამიტომ შავ-შავი ხელებით მივირთმევდით “დედა ზოიას” სულგულის ხაჭაპურს. ვხატავდით- გუაშში, ტუშში და ფანქარში, დავდიოდით ერთმანეთის სახელოსნოებში. გვიყვარდა “გულწრფელი სიყვარულით”, ვტკბებოდით, ქართველებისთვის დამახასიათებელი, სევდანარევი ახალგაზრდული ცხოვრებით- შეიძლება პათეტიურადაც ჟღერდეს, მაგრამ ალბათ სწორედ ამ რეალობაში ჩამოყალიბებული გოგონა ვიყავი, იგივე ემოციებით და სურვილებით, ოცნებებით-ზოგჯერ ოჯახზე- შვილებზეც. ისიც გასაკვირია “ქართულ ოცნებამდე” როგორ მივედი, მე ხომ 90-იანების შვილი ვარ და სულ რაღაც 11 წლის ვიყავი , თავისუფლების მოედანზე - საბჭოთა კავშირის დანგრევაში რომ ვიღებდი აქტიურ მონაწილეობას - გამვლელების ხელმოწერების შეგროვებით- გსურთ თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობა?

- დიახ,

- დიახ,

- რას ნიშნავს დამოუკიდებლობა…? -ისმოდა პასუხები. იმის მერე 26 წელი გავიდა და ვფოქრობ დამოუკიდებლობის იდეის გააზრება ახლაც გვიჭირს.

დიახ, იმას ვამბობდი, რომ ვიდექი თავისუფლების მოედანზე , ჩემი სახლის წინ, თუმცა მსოფლიო მოვლენების ეპიცენტრში და ვყალიბდებოდი ადამიანად, ქალად. ხო მართლა, მაშინ “თავისუფლების მოედანს”, ჯერ კიდევ, “ლენინის მოედანი” ერქვა და სულ ჩემს თვალწინ ჩაიარა ლენინის, წმინდა გიორგად გადაქცევა.

როცა მეკითხებიან რომელი სკოლა დაამთავრეო - ვიბნევი, სკოლა ვერ დავალთავრე, ის “ზვიადისტებმა” და “შევარდაძისტებმა” დაწვეს, ჩვენი სამოქალაქო ომის დროს, ხო, მაშინაც პატრიარქატი იყო საქართველოში.

მთელი ოჯახი სახლში ვისხედით , ტელევიზორში, 9 აპრილის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს ვადევნებდით თვალ-ყურს. ფანჯრის დარაბები დახურული გვქონდა რადგან ქალაქში უკვე სროლა იყო ატეხილი და ვინ იცის ხალხისა და ტყვიების სიბრმავე ვის დააზარალებდა.
- აი, ეკრანზე ჩემი საამაყო, პირველი სკოლაც გამოჩნდა - ალმოდებული, ცეცხლში გახვეული. მე იმდენად პატარა ვიყავი, რომ არც ვიცოდი უნდა გამხარებოდა თუ მწყენოდა ეს ამბავი. სკოლის ხანგძლივად გაცდენის პერსპექტივა “პატარა თინეიჯერისთვის მაცდურად მიმზიდველი იყო” ,ამ ასაკში შენთვის ცხოვრება მხოლოდ ის არის რაც შენს თვალწინ ხდება და სხვანაირ ცხოვრებაზე არც გაქვს წარმოდგენა. ერთი სიტყვით “თავისუფლების მოედნის” ბინაც დაწვეს , ეს უკვე ცოტა მოგვიანებით, საახალწლოდ, აი ზუსტად 30 დეკემბერს, შეიძლება - 29-შიც…

აკადემიის პერიოდი მაინც რომანტიულად მახსოვს,როცა საკუთარი თავის სიყვარულს მაშინ ვსწავლობდი, მე ხომ დამოუკიდებლობა უკვე ნასწავლი მქონდა. ასე გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში ორი ძირითადი ინგრედიენტი, რაც ადამიანს მიზანსწრაფვაში და პასუხისმგებლობის გრძნობის აღებაში ეხმარება და რათქმაუნდა - რისკი! ბევრი რისკი!

რომლის გარეშეც ცვლილებები არ ხდება.

მაშინ მეც სიყვარულის იდეაზე ვოცნებობდი, იდილიაზე, დაცულობის შეგრძნებაზე, თუმცა ეს ყველაფერი ქართველი ქალისთვის დღესაც “ფუფუნებად” მიმაჩნია, როცა შენს ქვეყანაში ომია, - დაუსრულებელი ომი- სქესთა, თაობებთა და სივილიზაციებთა შორის, მაშინ “კამუფლაჟი” უნდა გეცვას და თუ შვილები გყავს მათაც საომარ სამოსს უნდა უკერავდე. ყოველგვარი ილუზიისგან და ინფანტილიზმისგან განთავისუფლებული ლოგიკით - ასეა . მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების მანძილზე “ჩემი ქვეყანა” ჩემთან ერთად ვითარდება, ყალიბდება, მარცხდება ისევ ფეხზე დგება, კვლავ ეცემა და ასე შემდეგ. ახლა არ არის ფარისევლობის, ფსევდო მორალის და კონსერვატიზმის დრო, ახლა ჩვენ ახალ საქართველოს ვაშენებთ , გვინდა თუ -არა - ეს საქართველი იქნება უნიკალური ისეთი როგორიც არასოდეს ყოფილა აქამდე- ისე როგორც ჩვენი ცხოვრების - ყოველი წამი. ჩვენ ერთად ვაშენებთ - ქალები და კაცები - შვილები- დედები - მამები- ბებიები, შვილიშვილები, მეგობრები,მასწავლებლები, კოლეგები, ჩვენ ერთმანეთზე ვმოქმედებთ, გავლენას ვახდენთ და ყოველდღიურად ვცვლით - ქვეყანას.

- ჩვენში ნერგავენ - დამოუკიდებლობის, სიამოვნების მიღების, არჩევანის უნარის, შიშს ჩვენ საქართველოში გვაცლიან სულს და ამას აკეთებს, მშობელი, სახელმწიფო, მეზობელი, მასწავლებელი, მეგობარი, ოჯახის ახლობელი, ნათესავი და აშ. სწორედ ასეთი “სულგამოცლილი” ქალები წავიდნენ მონებად უცხოეთში , ან აქვე დაუდგნენ მონებად , ფულიან “ბატონებს” - იმისთვის, რომ ხარკი ეხადათ , ქმრებისთვის - შვილებისთვის - მშობლებისთვის - საქართველოსთვის.

- ჩვენ გვასწავლიან, როგორ ვიყოთ ქრისტიანობაში მონები.

როდესაც , პათეტიკურმა ეიფორიამ ჩაიარა მეც, როგორც მთელი კაცობრიობა, ეგზისტენციალური პრობლემების წინაშე აღმოვჩნდი, მაგრამ სრულიად მარტო, მოუმზადებელი - ინფანტილურ თანამემამულეებს შორის.

საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდა გოგონა - მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ტრაგიკული “პერსონაჟია”, რომელსაც უწევს “ხარაკირზე” წასვლა და ამის მერე - მარადიული ომის პირობებში, საკუთარ მხრებზე ქვეყნის დაშენება - წინაპრების კომუნისტური ნოსტალგიის, მასხარების, ძველბიჭობის, რელიგიურ პოლიტიკური ბაკქანალიის ფონზე. საქართველოში ოჯახები ქალებს, მამაკაცის და უფროსი თაობის მოურავებად ზრდიან, თავს ახვევენ ათას უვიცობას და სიყალბეს,

უსპობენ ყოველივე იმას, რაც ადამიანს ადამიანად აქცევს - არჩევანის უფლებას! უსპობენ მეხსიერებას და უბეჭდავენ - საკუთარს. ხოლო საბოლოოდ ხდებიან საკუთარი თავის მსხვერპლნი. ზოგისთვის, ბავშვობიდან სამაგალითო მასის ნაწილად ქცევა, კომფორტულია , მაგრამ საქართველო დღეს სწორედ იმ ქალებზე დგას რომლებმაც ეს ვერ შეძლეს და წავიდნენ მშობლების, სკოლის და ყველა მოძალადე არსების თუ ინსტიტუტის წინააღმდეგ. ძალა საკუთარ თავში და საკუთარი იდეის ჭეშმარიტ რწმენაში იპოვეს, ამ ქალებმა საქართველოზე პასუხისმგებლობა აიღეს, რადგან ფსევდო პატრიარქატიზმის დრო აღარ არის!

პ.ს.

სოციალურ პრობლემებს და შემოქმედებას ხშირად ერთმანეთს უპირისპირებენ - თუმცა ვფიქრობ, რომ ეს, ხალხზე გავლენის შეზღუდვის მიზნით, ხელოვანი ადამიანის გარკვეულ ჩარჩოში მოქცევის მცდელობაა. რადგან ხელოვნება, მსოფლმხედველობის სწორედ ის პერსპექტივაა, სადაც მხოლოდ სიმართლით თუ მიხვალ. არტისტი გამძაფრებული მგრძნობელობის ადამიანსაც ნიშნავს , რომელიც სამყაროს განიცდის და ამჩნევს მოლეკულებში . ხელოვანი, მაყურებელთან, მკითხველთან, მსმენელთან ურთიერთობაში - როგორც სამყაროში მოვლენის, ისე ყველა პრობლემის მედიატორია და სწორედ ამიტომ ხელოვანისთვის ყველაფერი ის რაც ადამიანის თავისუფლებას და უფლებას თრგუნავს - პროპლემას წარმოადგენს. ხელოვანის პოლიტიკაც შემოქმედებაშია.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG