Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წარსულში მოგზაურობა, დაამტკიცა თუ არა აინშტაინმა ღმერთის არსებობა


ავტორი: Ori Eim

ერთხელ უნივერსიტეტში პროფესორმა სტუდენტს კითხვა დაუსვა.
პროფესორი: ღმერთი კარგია?
სტუდენტი: დიახ
პ: ეშმაკიც კარგია?
ს: არა
პ: სწორია. მიპასუხე შვილო, დედამიწაზე ბოროტება არსებობს?
ს: დიახ
პ. ბოროტება ყველგანაა და ეს ყველაფერი ღმერთმა შექმნა, ხომ მართალია?
ს: დიახ
პ: ე.ი. ვინ შექმნა ბოროტება?
ს: … ( სამწუხაროდ ,სამი წერტილი თქვა, ჩუმად დარჩა თუ მრავლისმეტყველი სახე მიიღო სტუდენტმა, ეს დღემდე უცნობი დარჩა )
პ: დედამიწაზე არის სიმახინჯე, თავხედობა, ავადმყოფობა, უმეცრება?
ეს ყველაფერი ხომ ნამდვილად არის?
ს: დიახ სერ
პ: ვინ შექმნა ისინი?

ს:, …

პ: მეცნიერება ამტკიცებს, რომ ადამიანს 5 გრძნობა აქვს იმისთვის, რომ მის ირგვლივ მყოფი სამყარო აღიქვას. მიპასუხე შვილო, როდისმე გინახავს ღმერთი?
( ლეგენდის კლასიკურ მოდელში ასეა, თუმცა არსებობს კანის მიერ სითბოს აღქმა, სხეულის წონასწორობა, და რამდენიმე სახის სხვა შეგრძნება რომელიც დაახლოებით 16-17 გრძნობას გვაძლევს, რითაც სამყაროს ფიზიკურად შევიმეცნებთ )

ს: არა, სერ
პ: გვითხარი, ღმერთის ხმა გსმენია?
ს: არა, სერ

პ: როდესმე გიგრძვნია ღმერთი? მისთვის გემო თუ გაგისინჯავს? ან თუ გიყნოსია?
ს: ვშიშობ, რომ არა, სერ
პ: და შენ მაინც გწამს მისი?
ს: დიახ
პ: მიღებული დასკვნების საფუძველზე მეცნიერებას შეუძლია დაამტკიცოს, რომ ღმერთი არ არსებობს. რაიმეს დაუპირისპირებ ამას?
ს: არა პროფესორო, მე მხოლოდ რწმენა გამაჩნია.
პ: სწორედ ასეა. რწმენა-ესაა მთავარი პრობლემა მეცნიერებისათვის.


ამ დროს მე, ამ მცდარი ლეგენდის პოპულარობით დაღლილი Ori Eim ვბრუნდები არარსებულ წარსულში, და რეგვენი პროფესორის როლში ვევლინები სტუდენტს, რათა ყოველი რაციონალური ადამიანის სახელით გავცე სწორი პასუხი მის კითხვებს, დავიწყოთ.

ს: პროფესორო, არსებობს ყინვა (სიცივე)?
პ: რა შეკითხვაა? რა თქმა უნდა. შენ არასოდეს შეგცივებია?
(სტუდენტებს ყმაწვილის კითხვაზე გაეცინათ)
ს: სინამდვილეში სერ, ყინვა (სიცივე) არ არსებობს. ფიზიკის კანონების მიხედვით, ის რასაც ჩვენ სიცივეს ვეძახით, სითბოს არარსებობაა (უქონლობაა). ადამიანი ან საგანი ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ იმის მიხედვით, თუ მას გააჩნია ენერგია ან გასცემს მას. აბსოლუტური ნოლი (-460 გრადუსი ფარინჰეიტით/ 273 გრადუსი ცელსიუსით), ეს სითბური ენერგიის სრული არქონაა (არარსებობაა). ასეთ ტემპერატურაზე მატერია ინერტული და სრულიად უუნარო ხდება. სიცივე არ არსებობს. ეს სიტყვა იმისთვის მოვიგონეთ, რომ სითბოს არარსებობის შემთხვევაში ჩვენი მდგომარეობა ავღწეროთ.

პ: შეციება, დათბობა და ტემპერატურის მიმართ დამოკიდებულება მთლიანად ჩვენ მიერ აღქმადია, და შესაბამისად სუბიექტური. აბსოლუტური ნოლი მდგომარეობაა, და არა ჩვენ მიერ აღქმული შეგრძნება. გარდა ამისა,ატომების მოძრაობის სიხშირე განაპირობებს ტემპერატურის იმ ცვალებადობას, რასაც ადამიანები სითბოს და სიცივეს ვეძახით. სიცივეს გააჩნია ზღვარი, -273 ცელსიუსი,როცა ენტროპია არის მინიმალური, თერმული ენერგია 0, რის მიღმაც მეტი სიცივე ვერ იარსებებს, ხოლო სიცხის მაქსიმუმი 1.416785(71)×1032 კელვინია, და თანამედროვე კვლევების თანახმად, 10(32)K-ზე ტემპერატურა იმდენად იზრდება, რომ მათი გრავიტაციული ძალა სხვა ფუნდამენტურ ძალებს (ელექტრული ველი და სუსტი/ძლიერი ბირთვული ძალები) გაუტოლდება, ხოლო ზედმეტ სიღრმეებში რომ არ გავიჭრათ, მარტივად და მსუბუქად შეიძლება ითქვას, რომ სიცხე - უსასრულოდ შეიძლება გაიზარდოს. შესაბამისად, სითბო - სიცივის ცნებები ურთერთსაპირისპირო კონტექსტში ვერ იარსებებენ, რადგან ისინი ერთი მდგომარეობის სხვადასხვა ფორმაა, და თუნდაც ასე არ იყოს, ურთიერთსაპირისპირო ვერ იქნება სასრული და უსასრულო.

სტუდენტი ჩუმდება, თუმცა ახსენდება რომ ლეგენდის მიხედვით ის მაჰათმა განდი, აინშტაინი, სტეფან ჰოკინგი, ნიკოლა ტესლა და ალექსანდრე მაკედონელია, ძალებს იკრებს და აგრძელებს : პროფესორო, არსებობს სიბნელე?
პ: რა თქმა უნდა, რა არის ღამე, თუ არა სიბნელე ( სტანდარტულ ვერსიაში ასეა) - გაიცინა პროფესორმა, და დააყოლა,: - შენ რა, მართლა ელი რომ მე, რანგით პროფესორი კაცი, ასეთ სისულელეს გიპასუხებ? სიბნელე და სინათლე, ასევე ჩვენი 5 გრძნობიდან ერთ-ერთის, თვალის მიერ აღქმული და შემდგომ ინტერპრეტირებული სუბიექტური რეალობაა. არსებობს სინათლის ნაწილაკები და არსებობს მატერია, რომელიც ხილვადია. ასევე, არსებობს უხილავი მატერია. ადამიანის თვალს შეუძლია მხოლოდ გარკვეული სიგრძის სინათლის ტალღის აღქმა, და ისევე როგორც ყური ვერ აღიქვამს ძალიან მაღალ ან ძალიან დაბალ ბგერას, ( როგორიც მაგალითად კუნთების დაჭიმვას, ან ძაღლების სასტვენს აქვს და ეს ჩვენ არ გვესმის) ისევე ვერ ხედავს ადამიანი მისთვის აღუქმელს, ვინაიდან თვალიც ლინზიანი აპარატია, უაღრესად დახვეწილი, მაგრამ მაინც შეზღუდული.
(პირობითად ) როდესაც კოსმოსში რადიაციული ფონია, ადამიანს ის სიშავედ ეჩვენება. ამიტომ რა, ეს სიბნელეა? ცხოველებისთვის უმეტესი ფერები უხილავია, და ცისარტყელა აღუქმელია, ამიტომ ცაზე ცისარტყელა ბნელია? ეს საკითხი მთლიანად სუბიექტურია, და ის, რომ სიბნელე სინათლის არქონაა, თითიდან გამოწოვილი არგუმენტია ! და დაიმახსოვრე, ჩემო სტუდენტო, ერთადერთ ჭეშმარიტად არსებული სიბნელე მხოლოდ უვიცი და გაუნათლებელი ადამიანის ტვინშია.
სტუდენტი გაოგნებული მისჩერებოდა პროფესორს: - ვერაფერს უხერხებდა გარდაუვალ რეალობას თუმცა იცოდა რომ ღმერთის არსებობა უნდა დაემტკიცებინა, რათა ათასობით უვიცისთვის ინსპირაცია მიეცა.
სტუდენტმა ბოლოს ამოიკნავლა: პროფესორო, არსებობს სიკვდილი?
პ: სიკვდილი და სიცოცხლე ყველაზე მეტად ურთერთსაპირისპიროა იმ მაგალითებს შორის, რაც თქვენ დღეს აქ მოიყვანეთ, რადგან არაცოცხალი ნამდვილად მკვდარია, ხოლო არამკვდარი ლოგიკურად ცოცხალი გამოდის. თუმცა, ორივე ცნებას მხოლოდ მეორის არსებობის შემთხვევაში აქვს არსებობის საფუძველი, რამეთუ მხოლოდ სიკვდილი არაფერია სიცოცხლის გარეშე, და ვერასოდეს მოკვდება ის, რაც არასოდეს ყოფილა ცოცხალი.ხოლო ფიზიკური გაგებით ესეც ჩვენი, ცოცხალი არსებების, უბრალო ადამიანების სუბიექტურობაა, ჩვენ ირგვლივ მოქცეული, თორემ სამყაროს ფიზიკური მექანიზმს არც არასოდეს უცოცხლია, და არც არასდროს მოკვდება. თუმცა, როგორც ვხედავ, თქვენ გაგიჭირდებათ ამის აღქმა, ამიტომ პირდაპირ გეტყვით, რომ კი, არსებობს იმ ადამიანური სუბიექტური (ნიცშე, ''ჭეშმარიტებისა და მორალის შესახებ სიცრუის გარეშე'' აზრით,სადაც ის ამბობს რომ ჩვენ აღქმულ საგნებს არაფერი აქვთ საერთო მათ პირველად არსთან, ან პლატონი იდეათა სამყაროზე) გაგებით, რაც ადამიანებს გვაფიქრებინებს, რომ უფლება გვაქვს მთელი სამყარო ჩვენი არსებობის გარშემო შემოვფარგლოთ, თუმცა ბიოლოგიურად სიცოცხლის ფორმად უმარტივესი ორგანიზმიც შეიძლება ჩაითვალოს, ცნობიერების არმქონე, მაგრამ მაინც ცოცხალი.
ს: თქვენ გვასწავლით, რომ ჩვენ მაიმუნისგან წარმოვიშვით. თქვენი თვალით გინახავთ ევოლუცია?

პროფესორმა ღიმილით დააქნია თავი, როცა მიხვდა საით მიდიოდა საუბარი, შემდეგ უპასუხა:
პ: შეგიძლიათ იხილოთ ნებისმიერი სტატისტიკა, ნახოთ განამარხებული ფორმები მუზეუმებში,წაიკითხოთ თანამედროვე ნაშრომები და თავად დარწმუნდეთ. ოდესმე გიფიქრიათ, რატომ გაქვთ კუდუსუნის ძვალი? რა პრინციპით მუშაობს ანტიბიოტიკები? რა არის მუტაცია? საიდან გაჩნდა ცისფერი თვალი? ევოლუციურ მოძღვრებაში ყველაფერი, რაც ფაქტია დადასტურებულია, და ის ისევე უტყუარია, როგორც გრავიტაცია. თუ სიტყვა თეორია მხოლოდ ქაღალდზე ნაწერთან ასოცირდება თქვენთვის, შეგიძლიათ ფანჯრიდან გადახტეთ და შეამოწმოთ გრავიტაციის ‘’თეორიის’’ ძალა. შესაძლოა ყოველი სახეობის შემთხვევაში ასიდან ასივე ფორმა ნაპოვნი არაა, თუმცა 1+2+3+4+X+X = 21-ს, დიდი ფიქრი არ უნდა, რომ ორი x 5-ს და 6-ს აღნიშნავს.
და ყველაზე მთავარი, ადამიანებს და მაიმუნებს საერთო წინაპარი ყავდათ.
ჩვენ, მაიმუნებისგან არ წარმოვშობილვართ.
სტუდენტმა ვეღარაფერი თქვა.
პ: სტუდენტო, თქვენ ახლა უნდა თქვათ, რომ მე ტვინი არ მაქვს, რადგან ის არ გინახავთ, არ შეხებიხართ, გემო, სუნი არ გიგრძვნიათ მისი და არ მოგისმენიათ, რაზეც მე გიპასუხებთ, რომ მე რომ თავი გავიჭრა, იქ ტვინს ვიპოვი, რასაც ალბათ თქვენზე ვერ ვიტყვი, ხოლო ამ ლოგიკით ღმერთის არსებობა-არარსებობასთან შედარება რამდენად სისულელე იქნება, თავადაც ხვდებით ალბათ.

აუდიტორიაში ტაშმა იხუვლა.
სტუდენტი დაჯდა.
მისი სახელი არ იყო ალბერტ აინშტაინი.
მას სახელიც არ ერქვა.
ის სტუდენტიც არ იყო.
იმიტომ რომ ეს ამბავი არ მომხდარა, და სტუდენტი არ არსებობდა !
მაგრამ რომც მომხდარიყო, თუ პროფესორს თავში ნაგვის ნაცვლად ცოდნა ჰქონდა, დიალოგი ასე წარიმართებოდა.
გილოცავთ ახალ წელს.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG