Accessibility links

logo-print

ავტორი: ომარ კაფკა

ცხოვრება მათემატიკურ ამოცანას გავს. თავშივე თუ შეცდომას დაუშვებ, პასუხსაც შესაბამისს მიიღებ. კაცობრიობის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რო თავის დროზე ერთ მეტად მნიშვნელოვან კითხვას არასწორი პასუხი გაეცა, რასაც პრობლემების მთელი კასკადი მოყვა, რომელიც დღემდე გრძელდება. იმდენად მტკივნეული კითხვაა, რო არც არავის დაუსვია ხმამაღლა. ხოლო პრობლემის გადაჭრა მასზე საუბრის გარეშე გამორიცხულია.

წარმოვიდგინოთ კაცობრიობა საწყის ეტაპზე. პლანეტის ერთ პატარა მონაკვეთზე ცხოვრობს 10 კაცი. იმ ფაქტს, რო დედამიწა ტრიალი მინდორი არაა, შეხსენება არ ჭირდება. ზოგი მთაშია, ზოგი ბარში, ზოგი უდაბნოში. ამ ათეულიდან მხოლოდ ერთს გაუმართლა. მასთან ახლოს ნოყიერი მიწაა, სადაც მრავალი სახის ხილ-ბოსტნეული მოდის. ბუნებრივია ეს ადამიანი არსად წავა და იქვე დაბინავდება. ვინაიდან იმ დროს კომფორტული გადაადგილების საშუალებები ჯერ არ იყო, მანძილების გავლა ფეხით უწევდათ, თან გარკვეულის, ფიზიკური პირობებიდან გამომდინარე. იმ ცხრამ ადგილები მოიარა და ნოყიერი მიწა ვერსად აღმოაჩინა. მიადგნენ იმ იღბლიანს. ძნელი სავარაუდოა რო მას ვიზიტი გახარებოდა. მან ხო მიწის პრივატიზაცია მოახდინა და თავის საკუთრებად გამოაცხადა. იმ ცხრას წასასვლელი არსად აქ. მომწიფდა კონფლიქტი. ძნელი წარმოსადგენი არაა ეს დიალოგი რითი დასრულდებოდა. გასაგებია რო იმ დროს კანონები არ იყო და მართალი ის იყო ვისაც უფრო დიდი ჯოხი ქონდა ან მეტი ძალა. მაგრამ მაინც. ეს შემთხვევა დღევანდელი გადმოსახედიდან რო განვიხილოთ, საინტერესო იქნება იმის დადგენა, ვინ ვისი უფლება დაარღვია. იმ ცხრამ, რომელმაც ის იღბლიანი ბაღიდან გამოაპანღურა, თუ ამ უკანასკნელმა, რომელმაც მათ არჩევანი არ დაუტოვა, მოუსპო რა არსებობის საშუალება. ჩემთვის პასუხი ნათელია. სავარაუდოდ იმ მებაღისთვისაც, უბრალოდ ამის აღიარება სიკვდილის ტოლ-ფასი იქნებოდა. ამ საკითხს დე სადის ფილოსოფიით რო მივუდგეთ, როცა 2 ადამიანიდან ერთ-ერთი უნდა მოკვდეს, მსხვერპლის გარდა არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება მოკლული. მაგრამ ინტერესთა ჭიდილს და გადარჩენის ინსტინქტს რა ვუყოთ? ჰობსთან ამ დავას მესამე პირი წყვეტს, სუვერენად წოდებული. მაგრამ ფურცელზე აზრები და ცხოვრების რეალობა რადიკალურად განსხვავდება. ამ სუვერენებმა საბოლოო ჯამში ვნახეთ ეს პრობლემა როგორ მოაგვარეს. მებაღეებთან კონსულტაციის შემდეგ შექმნეს გენიალური სისტემა, დაფუძნებული მონობაზე და ფულზე. მებაღეებს სამუშაოდ ის ხალხი აყავდათ ვისაც წილად ბაღები არ ხვდა და აიძულებდნენ ამ ქაღალდებისთვის ემუშავათ, რომლებიც საბოლოო ჯამში ისევ მებაღეებს უბრუნდებოდა, რამეთუ მუშები ქაღალდებით მათგან ყიდულობდნენ იმას, რასაც თავადვე ქმნიდნენ. ყველაფრის თავი და თავი კი იყო კუჭის სიგნალი.

ანუ ამ სტატიის მორალი იმაში მდგომარეობს, რო საჭმელი არ შეიძლება ფული ღირდეს. ეს ნიშნავს სიცოცხლის ფასიანად ქცევას. ამ შემთხვევაში კი ცხოვრება ბრძოლის ველი ხდება, სადაც ყველა საკუთარ გადარჩენაზე ზრუნავს. ამ პრინციპით კიდე ჯუნგლებში ცხოველები არსებობენ. გადარჩენისთვის ბრძოლა და ადამიანის უფლებები, ეს ორი გაგება ერთმანეთს ვერანაირად ვერ უთანხმდება. არ არსებობს სიტყვა “სამართალი”. ის ადამიანს მხოლოდ მაშინ ახსენდება როცა ვიღაცა რაღაცას მოპარავს და დამნაშავის დასჯას ითხოვს. იმდენს ვერ აცნობიერებს რო იმ დამნაშავეს თავადვე ქმნის. არსებობს მხოლოდ სიტყვა “კანონზომიერება”. ბაღს გარეთ დარჩენილი ყოველთვის გამოათრევს ბაღში მჯდომს. როცა კანალიზაციის მილი ჟონავს, თავად მილი უნდა გადაიკეტოს და არა ყოველდღე წუმპი იწმინდოს. საჭიროა მიზეზთან ბრძოლა და არა შედეგთან. მაგრამ ეს მებაღეებს საფრთხეს უქმნის. მაძღარი ადამიანი შეიძლება სახლში დაჯდეს და არაფერი აღარ გააკეთოს. მერე ვინ იმუშავებს და მილიონერებს შემოსავლებს ვინ მოუტანს? სწორედ ამიტომ არ ხდება ამ პრობლემის გადაჭრა, და არა იმიტომ რო ეს შეუძლებელია.

იმედია, ბოლო-ბოლო, 21-ე საუკუნეში ამ პრობლემას ეშველება. მაგრამ ამისთვის ჯერ მწვავე კითხვების დასმაა საჭირო, რისი სითამამეც ძაან ცოტას აქ. თუმცა შესაძლოა ჯერ საზოგადოებაც არაა ამისთვის მზად.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG