Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მკვლელობა როგორც კომფორტული ცხოვრების გარანტია


ავტორი: ომარ კაფკა

საინტერესო იქნება ქუჩაში გამოკითხვა ჩაატარონ იმის გასარკვევად, რამდენმა იცის სიტყვა “აბსურდის” განმარტება. ალბათ უმეტესობა არარეალურის ან სულელურის სინონიმად მიიჩნევს, ხოლო ცოტა უფრო ნაკითხებმა შეიძლება კაფკა და ბეკეტი ახსენონ. მაგრამ ძაან ცოტა თუ იქნება ისეთი ვისაც ჭეშმარიტი მნიშვნელობა ეცოდინება. ის რო აბსურდი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ლამის ჰაერთანაა შერწყმული და ყოველი ჩვენთაგანის მიერ ყოველდღიურად შეისუნთქება. აბსურდს თუნდაც გამოკითხვის ადგილზე აღმოვაჩენთ, სადმე მეტროსთან ან მიწისქვეშასთან ახლოს, სადაც შეიძლება გაუბედურებული მათხოვარი ეგდოს, ხალხი კი არხეინად გვერდს აუვლიდეს და ჩაუვლიდეს. თუ რატო არის ეს აბსურდი ამის ახსნას ერთი ლექცია მაინც დაჭირდება. უბრალოდ ადამიანი ისეთი არსებაა ყველაფერს ეჩვევა, ყველაზე ცუდსაც კი და მას როგორც ბუნებრივ მოცემულობას ისე აღიქვამს. მაგრამ ამჯერად ცოტა სხვა დონის აბსურდს მინდა შევეხო, ისეთს როგორსაც ტელევიზორში ხშირად გვიჩვენებენ, უბრალოდ შეჩვევისდა გამო ყურადღებას არ ვაქცევთ. მის დასანახად ტვინი სხვა სიხშერეზე უნდა მუშაობდეს ან შესაბამისი ატმოსფერო იყოს შექმნილი. ამ ორ პუნტს მშვენივრად ერგებოდა ჩემი აწ უგზო-უკვლოდ დაკარგული მეგობრის სახლი. საკუთარი ბინა აღარ ქონდა და რამდენიმე წელი ნაქირავებში ცხოვრობდა. პატარა, ერთ ოთახიანი, ნესტიანი ბინა, რომლის ტუალეტიდანაც ხანდახან ვირთხის წრიპინი ისმოდა. დოსტოევსკის ნაწარმოებების გარემოს მშვენივრად შეესაბამებოდა. ცოტა ხნით იგი მაღაზიაში რაღაცის საყიდლად გავიდა, მე კი ტელევიზორს ვუყურებდი. და სწორედ მაშინ მოხდა აბსურდის სრული გააზრება. სახელგანთქმულ ნორვეგიელს ანახებდნენ, რომელიც ცინიკური ღიმილით სასამართლო დარბაზში შემოვიდა და ფაშისტური ჟესტით ვიღაცას მიესალმა. მისი “გმირობის” შესახებ მაშინ გავიგე. 70 კაცამდე მოუკლია. და ეხლა სერიოზული, გალსტუკიანი ხალხი იჯდა და არკვევდა, რის კვალობაზე გარეკა. ადვოკატი მოსამართლეს კომპიუტერში რაღაც თამაშს ანახებდა და ვარაუდს გამოთქვამდა, რო შესაძლოა მის კლიენტს რეალობის აღქმა დაეკარგა და მომენტში საკუთარი თავი ამ თამაშის პერსონაჟი გონებოდა. და ეს ვერსია სერიოზულად განიხილება. მაგრამ მთავარი წინ იყო. როცა დამნაშავის კამერა ანახეს, რომელშიც იგი იცხოვრებდა. ავტომატურად ჩემი მეგობრის ოთახი შევათვალიერე და ზუსტად ამ მომენტში ვირთხამაც დაიწრიპინა. თითქოს დამნაშავის სახელით მთელ მსოფლიოს, განსაკუთრებით კი ჩემ მეგობარს დასცინოდა. ეს იყო გასხივოსნების მომენტი. ბევრი ამ სიუჟეტს ლუდის და ჩიფსების თანხლებით ნახავდა, ვერანაირ აზრს ვერ გამოიტანდა და სადმე სხვაგან გადართავდა. ეს სიუჟეტი ო’ჰენრის ცნობილი მოთხრობის მატერიალიზაცია გახლდათ, სადაც მშიერი კაცი დანაშაულის ჩადენას ლამობს, იმ იმედით რო დაიჭერენ, ციხეში ჩასვამენ და იქ რამდენიმე წელი საჭმელს უფასოდ მიართმევენ. უბრალოდ ეს ისტორია თავის ჩვეულ, თბილ სტილში აქ აღწერილი და ამის გამო ბევრი იმ უდიდეს აზრს ვერ ჩაწვდებოდა, რომელიც ამ მოთხრობაში დევს. შესაძლოა ერთ-ერთი მიზეზი ის ყოფილიყო, რო მაშინ ასეთი კომფორტული ციხეები არ იყო. ან ჰესეს თქმის არ იყოს, ვიზუალური ეფექტი ყოველთვის ჯობნის ლიტერატურულ აღწერას. ანუ რა ხდება. ერთ მხარესაა, კურორტული ზონა, რამდენიმე ოთახიანი კამერა, ჯაკუზით, ფიტნეს-ცენტრით, კომპიუტერით, ინტერნეტით, ტელევიზორით, მშვენიერი ავეჯით და უფასო საკვებით, ხოლო მეორე მხარეს - ნესტიანი ოთახი, რომლიდანაც გადაუხდელობის შემთხვევაში ნებისმიერ დროს მოგისვრიან. ნუ იმაზე აღარაა საუბარი, რო მილიონობით ადამიანს მსგავსი ოთახიც კი სანატრებელი აქ და ღამისთევა სადღაც სანაგვეში უწევს. იქეთ - მანიაკი-მკვლელი, რომელმაც მთელ მსოფლიოზე გაითქვა სახელი, იუთუბზე მილიონობით ნახვა აქვს და ბევრი სახალხო გმირადაც მიიჩნევს. დარწმუნებული ვარ ამნისტიით რო გამოვიდეს და საპრეზიდენტო არჩევნებში იყაროს კენჭი, საკმაო ხმებს მოაგროვებს. აქეთ - ჩემი საწყალი მეგობარი, სრული არარაობა, კაციშვილმა რო არ იცის მისი არსებობის შესახებ და ისე მოკვდება ვერც ვერავინ გაიგებს რო ასეთი ადამიანი არსებობდა. დავიჯერო არავის მოსვლია თავში აზრი, რო მსგავსი სიუჟეტი შეიძლება მკვლელობის პროპაგანდათ თუ არა წახალისებად მაინც გამოდგეს? რა საჭიროა 15-20 წელი სწავლა, როცა ის ყველაფერი რაც ცოდნის მეშვეობით უნდა შეიძინო, შეგიძლია სუ რამდენიმე წუთში იშოვო. ამისთვის საჭიროა აიღო ავტომატი, შევარდე სადმე მაღაზიაში, გადაცხრილო რამდენიმე ათეული ადამიანი და სიბერემდე სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრება გარანტირებული გაქვს. ნუ რა თქმა უნდა ერთი მინუსია. ზოოპარკში დატყვევებული ცხოველივით მოგიწევს სამუდამოდ გალიაში ჯდომა. სხვანაირად არ გამოდის. უფასო ფუფუნება მსხვერპლის გაღებას მოითხოვს. ნუთუ ესაა დემოკრატიის გამარჯვება, როცა გეძლევა არჩევანი: მოკვდე სახლში თავისუფალი, ან იცხოვრო მაძღარმა გალიაში. ეს ალბათ გადამატებელი ლიბერალიზმის შედეგია. მმართველი კასტა ისე აიბალნდა თავიანთ მარაზმატულ კანონებში, რო გამოსავალს ვერ პოულობენ. ეს ისეთი აბსურდია, არამგონია ვინმეს პასუხი ქონდეს. უბრალოდ კითხვა არ ისმევა, ვინაიდან ხალხი აზროვნებას გადაეჩვია. მაგრამ როგორც კაცობრიობის მთავარ წიგნში წერია, “ვისაც თვალნი აქვს, იხილოს, ვისაც ყურნი აქვს, ისმინოს”.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG