Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო გარყვნილება. დაკარგული მორალის ძიებაში


ავტორი: ომარ კაფკა

როგორც ამბობებ, ენას ძვალი არა აქვსო. ეს გამოთქმა დღევანდელ რეალობას ზუსტად შეესაბამება, განსაკუთრებით კი ბლოგერებს, რომლებიც ვირტუალური სივრცის ინკუბატორში ყოველდღე იჩეკებიან. მოდად იქცა და ერთგვარი სტატუსის შეძენის და თვითდამკვიდრების საშუალებად რაღაცის დაწერა და ინტერნეტში განთავსება. ვისაც არ ეზარება (ცენზურაა, თორე ამ გამოთქმას ქუჩური სინონიმი უფრო შეეფერება) ყველა წერს. იმას რა თქმა უნდა ვერ ხვდებიან, რო ყველა აზრს კი აქვს არსებობის უფლება, მაგრამ თავად აზრს არა აქვს არსებობის აზრი.

ძირითადად ყველა ერთი და იგივეს ერეკება, ოღონდ სხვადასხვა ფორმებში, სიტყვიერი მარაგიდან, წერის ნიჭიდან და ინტელექტიდან გამომდინარე. საკრიტიკო ობიექტი ეკლესია და ჯიპიანი მამაოები. სურვილი იყოს, თორე დაბალ ღობეს ყოველთვის იპოვნი. ეგრეთ წოდებულმა “პრადვინუტებმა” რო არ იფიქრონ, “ტაბურეტკების სასტავს” მორიგი გამპრავებელი გამოუჩნდაო და კითხვა არ შეწყვიტონ, ვიტყვი: მეეჭვება ბევრი აკრიტიკებდეს რელიგიას იმ ფორმით, როგორითაც მე ვაკრიტიკებ. საქმე სხვა რამეშია. კერძოდ ზნეობასა და მორალში, რომლებიც დიდი ხანია ქულების დაწერის მიზნით ტელევიზორებიდან ნასროლ აბსტრაქციულ ტერმინებად იქცნენ. სამწუხაროდ 21-ე საუკუნის საქართველოში ისინი მხოლოდ გენიტალიურ სფეროსთან ასოცირდებიან და მასში ახდენენ რეგულაციებს. ვინ ვის დაუწვება, რომელ ასაკში, ქორწინებამდე თუ მერე და ა.შ. ესაა თანამედროვე საზოგადოების მორალის ინდიკატორი. არადა ის ბევრად ფართო ცნებაა. მაგრამ საჭიროა ყურადღების გადატანა. იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ და ვილაპარაკოთ რის გამო ვართ ასეთ დღეში, არამედ კესარიაზე, გეებზე, ლგბტ-ზე, კუზანოვის ვაგინალურ ჩასტროჩკვებზე და მსგავს მეშვიდე ხარისხოვან თემებზე, რომლებიც ცხოვრების დონეზე არანაირ გავლენას არ ახდენენ. ხოლო რაც მართლა ახდენს მაგაზე არ გვინდა საუბარი. სახიფათოა. ისეთი კითხვები დაისმევა რომლებზეც პასუხი არ არსებობს.

ეკლესიის 25 მილიონი - ყველას ეს აკერია პირზე. რა თქმა უნდა ამორალურია და არამართებული შუა საუკუნის სიბნელის რუდიმენტურ გადმონაშთს, რომელიც დღეს ბიზნეს-ცენტრად გარდაიქმნა, ამხელა თანხა უხადო, როცა ქვეყანაში ხალხი შიმშლით კვდება და სამკურნალო ფული არა აქ. მაგრამ ვინმეს მართლა ჯერა, ხვალ რო ეკლესიის დაფინანსება შეწყდეს სოციალური მდგომარეობა შეიცვლება და ეს თანხა ხალხს მოხმარდება? ნეტარი არიან მორწმუნენი. ეს თანხა რამდენიმე ჩინოვნიკის ჯიბეში გადანაწილდება, მაგალითად პრემიების სახით. სწორედ აქ ვადგებით ზნეობას. გასაგებია, მამაოების ჯიპები უფრო ჩანს, ისინი მინისტრებივით კაბინეტებში შეყუჟულები არ არიან, მაგრამ დაბალი ღობე უკვე ვახსენეთ. არადა აქ საკმაოდ დიდი სხვაობაა. მამაო ჯიპს ბიუჯეტის ფულით არ ყიდულობს. უმეტესწილად ეს მრევლის თანხით ხდება, რომელსაც ნათლობაში, კურთხევაში და სხვადასხვა რიტუალებში უხდიან. მინისტრი კი ბიუჯეტის სახსრებს განკარგავს. ნუ რამდენად სწორია (ზნეობას რო თავი დავანებოთ) საკუთარ თავს პრემია გამოუწერო, ეს ცალკე საკითხია. და საკმაოდ მნიშვნელოვანი, რომელიც გეების უფლებებისგან განსხვავებით სოციალურ ფონს ქმნის. მაგრამ ეს თემა რა თქმა უნდა ჯიპიანი მამაოების თემას პოპულარობით ვერ შეედრება.

ეხლა ცოტა ხნით ტრიბუნებზე გადავინაცვლოთ, საიდანაც ხშირად გვესმის ხოლმე სიტყვა “საპატრიარქო” სხვადასხვა ბრუნვებში, და ერთი ორი სიტყვა ამ ტრიბუნების გენერალურ დირექტორებსაც შევაწიოთ, რომელთა თვიური ხელფასიც 30-50 ათასი ლარია. აი ამაზე კი კრიტიკას ვერსად წაიკითხავ. “ნუ ეს კერძო ფირმაა”, ერთ-ერთი ხშირი არგუმენტი რაც მომისმენია. საინტერესოა ამ კერძო ფირმას სათაო ოფისი მთვარეზე აქ? საიდან შესდის შემოსავალი? ან კერძო ფირმა სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დგას? ამაზე ცოტა ქვემოთ ვისაუბრებთ. იქამდე ერთი კალათბურთელის ინტერვიუს მინდა გამოვეხმაურო. თურმე თავის დროზე მაქსიმალურ კონტრაქტზე უარი უთქვია ბიჭს და სუ რაღაც 11 მილიონზე დათანხმებულა, რომელიც სავსებით საკმარისია იმისთვის რო ოჯახი შეინახო. რავიცი, მემგონი ცოტა ცინიკურად ჟღერს. საქართველოსთან შედარებით არ ვიძახი - ეგეთებმა ამ ქვეყნის არსებობის შესახებ არც იციან - ამერიკასთან შედარებითაც, სადაც ხალხი ცხოვრების ბოლომდე კრედიტული სისტემის მონა რჩება და საშუალოდ თვეში 3-5 ათასს იღებს. ამ საკითხზე ფიქრმა ერთ პარადოქსულ დასკვნამდე მიმიყვანა: რაც უფრო მნიშვნელოვანია პროფესია, მით ნაკლებად ანაზღაურებადია. ამის დამტკიცება ძალიან მარტივად შეიძლება. რა განასხვავებს თანამედროვე და ძველ მსოფლიოს? საერთო ხედი. მაშინ ნანგრევები იყო, დღეს - ქალაქებია. მაგრამ ისინი ხო თავისით არ აშენებულა. კი, დიდი არქიტექტორი ბევრი არ ყოფილა, მაგრამ სხვისი დახმარების გარეშე თავიანთ ჩანაფიქრებს როგორ განახორციელებდნენ? ის რო დღეს ადამიანები გამოქვაბულებში არ ცხოვრობენ, მშენებლების დამსახურებაა. შესაბამისად ერთ-ერთი უმთავრესი პროფესია გამოდის. მაგრამ მუშების ხელფასიდან გამომდინარე ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით. ესაა სწორედ ის თემები, რომელთა გადაფარვასაც ფუმფულა სილიკონის ჯიქნებით ცდილობენ, რომლებსაც კვირაში რამდენჯერმე ხვადასხვა არხზე ატრიალებენ. ამის მოსმენა “ელიტარულ ტიპებს” არ ესიამოვნებათ. მაგრამ პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, მოსახლეობის საშუალო და დაბალ ფენაშიც არ სიამოვნებთ. ან ვერ იგებენ. ან ადამიანის ტვინი იმ დონეზეა დეგრადირებული, რო ელემენტარული რამეების მიხვედრის უნარიც აღარ გააჩნია. “და შენ სხვის ფულებს რატო ითვლი?” ღიმილით მკითხა ერთმა ქალმა, რომელსაც ჭერი თავზე ენგრევა და საჭმელზე ძლივს ყოფნის. შენ რო არ ითვლი სწორედ მაგიტო გაქ პენსია 160 ლარი და შენი შვილი იმიტო მუშაობს ვირივით 300 ლარზე. ეს არ მოეწონა. რა კავშირშია სხვისი ფული მისი ოჯახის ბიუჯეტთან? მივხვდი, კლინიკური შემთხვევაა და კამათს აზრი არა აქ, მაგრამ ერთი ორი კითხვის დასმა მაინც გადავწყვიტე. მე რო სახლში ფულის საბეჭდი აპარატი დავიდგა, თუ იცის რას მიზავენ? “რა თქმა უნდა დაგიჭერენ”. რატო? რა მიზეზით? ამ ფულით ხო რაღაც უნდა ვიყიდო, შესაბამისად, მაღაზია იქნება თუ მარკეტი უფრო მეტი შემოსავალი შეუვა. “ყველამ რო ეგრე დაიდგას…” სტანდარტული პასუხი, ახალი არაფერი. მეთქი, ყველა არ დაიდგავს, და ამჯერად მარტო ჩემზეა საუბარი. “ნუ არ შეიძლება ესეიგი”. აქ უკვე გაიჭედა, ეს ცოდნა მის გონებრივ შესაძლებლობებს აღემატება. მაშინ გადავწყვიტე სხვა კუთხიდან მომეარა. ეკონომიკურ კრიზისზე თუ სმენია რამე. რის გამო ჩნდება, რა თქმა უნდა აღარ მიკითხავს, საიდან უნდა ცოდნოდა. გადაჭრის მეთოდზე ვუთხარი. დაბეჭდოს სახელმწიფომ დამატებითი 100 მილიარდი. რა, ქაღალდის დეფიციტი აქვთ? “მერე ეს ხო ინფლაციას გამოიწვევს”, ჩაიბურდღუნა. ესეც საიდანღაც გაუგია. ანუ, რა გამოვიდა? რო თანხა ლიმიტირებულია? არსებობს გარკვეული ზღვარი, რომელსაც ვერ გადაცდები. “დავუშვათ. მერე?” მერე ის რო ეკონომიკა სასწორი გამოდის. რაც მეტ სიმძიმეს დადებ ერთ მხარეს, მით მეტად აიწევა მეორე. იგივეა, მაგიდაზე 100 კაცი იჯდეს, ხუთმა თითქმის მთელი ტორტი მოიჭრას, 95-ს ერთი პატარა ნაჭერი მიუგდოს და უთხრას, იმყოფინეთო. მაინც ვერ მიხვდა და უაზრო სახით მომაშტერდა. იმ პრინციპიდან გამომდინარე რასაც ეკონომიკა ეფუძნება, ვიღაცის მეტობა ვიღაცის ნაკლებობას ნიშნავს. აქედან გამომდინარე მთავრობის ცვლას არანაირი აზრი არა აქვს. ვინც არ უნდა მოვიდეს, რომც ქონდეს სურვილი, ფიზიკურად ვერ შეძლებს პრობლემების მოგვარებას. ან სისტემა უნდა შეიცვალოს, ან თანხები მეტ-ნაკლებად თანაბრად გადანაწილდეს. ამას რო ვიძახი, მარქსი და ლენინი გადაიკითხეო? მეთქი ერთის დედაც და მეორისაც. რა შუაშია მარქსი, ელემენტარული ლოგიკაა. თუმცა მასში რო ხალხი ძაან მოიკოჭლებს, ესეც ფაქტია.

ასე რო პოპულისტური ფრაზების სროლას, “ხმა მოგვეცით და ხელფასებს და პენსიებს გავზრდით”, ჯობია ამ თემებზე ისაუბრონ. ვერაფერს ვერ გაზრდიან. ესაა თანამედროვე ეკონომიკის აქსიომა, რომელიც მარტო ეგოიზმზე და პირად კეთილდღეობაზეა აგებული. ნუ თუ საკუთარ ხელფასებს და პრემიებს გულისხმობენ, ეგ მართლა შეიძლება გაზარდონ.

მამაოების თემას დავუბრუნდეთ. რა თქმა უნდა ეკლესიის ინსტიტუტი დიდი პრობლემაა, მაგრამ არა იმ სახის როგორითაც ხატავენ. რელიგიის ასეთი ბუმი, თან 21-ე საუკუნეში სერიოზული გაუნათლებლობის მაჩვენებელია. ერუდირებული ადამიანი მღვდელთან მიდიოდეს და რჩევას ეკითხებოდეს, ეგეთი რამე ჯერ ისტორიას არ ახსოვს. მაგრამ ეს ერთიანი სისტემის ნაწილია, რომელიც მასების კონტროლის გარდა ასევე სამუშაო ადგილების შექმნას ემსახურება. აბა ექიმი რაღა საჭირო იქნება თუ დაავადებები არ იქნა? ან პოლიციელი, თუ კრიმინალი გაქრა? მღვდელიც იგივეა. ყველა რო განათლდეს აღსარების ჩასაბარებლად ვინღა ივლის? თუმცა ზოგადად მაგ პროფესიამაც უნდა იარსებოს, მაგრამ ვინაიდან ის საკმაოდ საპასუხისმგებლოა კადრების სერიოზულ ფილტრაციას საჭიროებს. წარმოიდგინეთ, სასოწარკვეთილი ადამიანი რჩევისთვის ეკლესიაში მიდის და იქ ერთი იმათგანი ხვდება, იუთუბის რგოლებიდან, ქვები დაფრინავდნენ და გოგირდის წვიმა მოდიოდაო, რო ღრიალებენ. მაგან რა რჩევა უნდა მისცეს? როცა ცხოვრების რეცეპტებს წერ მინიმუმ იმ ადამიანის დონის უნდა იყოს ვისი სახელითაც ქადაგებ. თუმცა მაგ შემთხვევაშიც საკითხავია, შენი მენტორიზმები კონკრეტულ სუბიექტებს რამდენად მოერგება. ნუ ეს ცალკე განხილვის თემაა.

და ბოლოს. გასაგებია, “მაღალი საზოგადოებიდან” არ გამოვლენ და არ იტყვიან, ჩამოგვაჭერით ხელფასი და სხვებზე გადაანაწილეთო (ამას მორალის ქონის გარდა შეგნების სხვა დონეც ჭირდება). ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე ეს გამორიცხულია. იქ ზევით მიაჩნიათ რო დამსახურებულად უხდიან. ამიტომ როცა ვიღაცას ძღომის შეგრძნება ატროფირებული აქვს, საჭმელი უნდა გამოუზოგო. დროა მთავრობა გენიტალიებიდან მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მადის რეგულაციაზე გადავიდეს. ეგაა მაგის უმთავრესი ფუნქცია. მაგ იდეით შეიქმნა სახელმწიფო, ყველას ინტერესი გაეთვალისწინებინათ. აეღოთ იმათგან ვისაც მეტი ქონდა და იმათთვის მიეცათ ვისაც არაფერი გააჩნდა, და არა იმ იდეით, რო 11 მილიონიანი ტიპები მათივე ღორობის გამო გაჩენილი დამნაშავეებისგან დაეცვათ. ამისთვის საჭიროა სწორი აზროვნება და სწორი ცოდნის მიწოდება და არა სტუდენტების თავების იმ სისულელეებით გამოტენა რასაც დღეს ასწავლიან.

დაკარგული ზნეობა პოვნას საჭიროებს. ეს კი ნამეტანი რთული საქმეა.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG