Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: ომარ კაფკა

თავისუფლების მეტროსთან გავლისას სცენა ვიხილე, რომელმაც ნოსტალგიური გრძნობა აღმიძრა. ორი ახალგაზრდა შუშის ყუთთან იჯდა, რომელიც ხურდებით იყო გავსებული. ზედ წარწერა ქონდა: “დავეხმაროთ პატარა ნინუცის”. ეგრევე ათიოდე წლის წინ გადავინაცვლე, როცა რ2-ზე ერთი შოუ გადიოდა, რომელიც გასართობიდან საქველმოქმედოდ გადააკეთეს. მაშინ ასეთ რამეებს ყურადღებას არ ვაქცევდი. ჩვეულებრივ მოვლენად მიმაჩნდა. ეხლა კიდე მაგაზე მინიმუმ კაი მოთხრობის დაწერა შემიძლია, უბრალოდ აზრი არა აქ. ისევ სტატიის ფორმაში ჯობია გადმოცემა.

მაშინ უკვე ის ცნობილი წამყვანი აღარ იყო, რომელმაც რეკლამაში სამი ფრაზის ძახილით ცხოვრება აიწყო. იგი ვიღაც გადაპარსულმა ტიპმა შეცვალა. მოთამაშეს გვერდზე ბავშვის მშობელი ეჯდა და საცოდავი სახით ელოდა რამდენს მოიგებდა ესა თუ ის სელებრითი, რომელიც იმის გასარკვევად ობობა მწერია თუ ქვეწარმავალი დარბაზის დახმარებას იყენებდა. ეგ შოუ რო დღეს მენახა დაახლეობით ასეთ რამეს ვიტყოდი: “რა ცინიზმია! რა სირცხვილი! არ კმარა შოუები, რო ისინი ეხლა ადამიანების ტრაგედიისგან არ აკეთონ”. მაგრამ რა დროს ცინიზმი და სირცხვილია როცა საქმე ტელევიზიის რეიტინგს ეხება. აი ნომერი, გამოიჩინეთ მოწყალება. კომპანია, რომლის კოდიც უნდა აკრიფოთ, დღეში მილიონებს აკეთებს. მაგრამ თქვენ უნდა დარეკოთ. გაიგეთ თუ არა? კომპანიის პრეზიდენტი კი ელიტურ რესტორანში იმ თანხის ღვინოს შეუკვეთავს, რომელიც ზარებით შეგროვდება. რა თქმა უნდა ამაზრზენია, მაგრამ ეს შოუ იმიტო გავიხსენე, რო დღეს ისიც კი სანატრებელი გახდა. საქმელმოქმედო აქციამ ტელევიზიიდან მეტროსთან გადაინაცვლა. იქ უკვე აღარაა მაგის დრო, გაცილებით სერიოზული პრობლემებია გასარჩევი. მაგალითად გეების უფლებები და სოროსის მიერ გადაგვარებული ქართული ტრადიციები. ეს ისეთი მნიშვნელობის თემებია, რო სოციალურ ქსელებში ნახევარ საათში ათასობით კომენტარს აგროვებენ. ასე რო ძვირფასო მოქალაქეებო, მოიმარჯვეთ მობილურები და ფბ-ზე ცოფების ყრის პარალელურად აკრიფეთ შესაბამისი ნომერი. ერთად გადავარჩინოთ პატარა ნინუცი.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG