Accessibility links

logo-print

პოლიტიკურ თამაშამდე


ავტორი: რატი რატიანი

ორშაბათი (19ოქტომბერი)
გავიგე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუხეთე მოწვევის თვითმართველობა, სრულიად მოულოდნელად, 3 წლიანი უმოქმედობის შემდეგ, აპირებს რექტორის მოწვევას მწვავე კითხვების დასასმელად. რეალური კატალიზატორის არარსებობის გამო, მოვლენებმა საეჭვო ხასიათი მიიღო. შეხვედრა შედგა ეთიკური ნორმების დარღვევით. იკვეთებოდა უპატივისცემლობა რექტორის მიმართ, რაც სრულიად დაუშვებელია. რადიკალიზმის ამ დონეზე გადასვლამ, მაშინ როდესაც ნეიტრალური სტუდენტი და ასევე ოპოზიციის ნაწილი იგივეს წლების მანძილზე სრულ მარტოობაში ითხოვს, ეჭვებს გონივრული საფუძველი გაუჩინა.


სამშაბათი (20ოქტომბერი)
ისტერულად დასრულებული ორშაბათის შეხვედრის შემდეგ, 12 საათზე, რექტორი თვითმართველობის 3 წარმომადგენელს შეხვდა. შეპირდა რა მათ რეალურად გადაედგა ნაბიჯები, რის დაპირებასაც მისგან წინა დღეს ითხოვდნენ, რექტორმა რეაქტიულ, მოფიქრებულ, ბრძოლაში ავტომატურად გამარჯვებულის პოზიციაში გამოიყვანა თვითმართველობა. 3 საათზე დანიშნული აქცია უნდა გაუქმებულიყო ან მასზე გამოსულიყო რექტორი და დაესრულებინა სპექტაკლი. ამას ყველა ელოდა მათ შორის თვითმართველობის უმეტესობაც.თუმცა ამ დროს მოხდა თვითმართველობის მხრიდან პოლიტიკურად ანგაჟირებული ნაბიჯის გადაგმა. აქცია ჩატარდა (სულ 150მდე ადამიანი) მოთხოვნით: "რექტორი უნდა გადადგეს". ამით უარი თქვეს "გამარჯვებაზე", პროვილეგიაზე რექტორთან და თსუ-ელი სტუდენტის აბსოლუტური სიმცირის ფონზე ჩატარებულ აქციაზე გაცხადდა შეურიგებლობა. პოლიტიკური პარტიის სარჩულის დანახვა ძალზედ მარტივი გახდა. გაშუქება მედიაშიც შესაბამისი მოყვა.


ოთხშაბათი (21ოქტომბერი)
აქციაზე(სულ 200-მდე ადამიანი) გაჟღერდა ულტიმატუმი: 10 საათამდე რექტორიუნდა გადადგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყება შიმშილობა.11-ის წუთები იყო რექტორის კაბინეტთან დაიწყეს მომიტენგეებმა მდუმარე აქცია და შიმშილობა. აღსანიშნავია, რომ რექტორისა და აკადემიური საბჭოს შეთავაზებები, კაბინეტში გადანაცვლებულიყვნენ, ისევ უკუაგდეს.
ნეიტრალური, მოაზროვნე ნაწილი თანხმდება იმაში, რომ მიზანი არა კონკრეტულად პიროვნების გადაყენება, არამედ პიარი, ყურადღების მიქცევა და მთავრობის როგორც მონაწილე მხარეს, ჩარევა იყო. იმავე დღეს ჩატარდა "ოპოზიციის" შეხვდრა რექტორთან.


ხუთშაბათი (22ოქტომბერი)
საღამოს 8 საათზე ყველაფერი, დასრულდა. მოშიმშილეებთან მოვიდა განათლების მინისტრი. ამით: პირველი, სრულიად სამართლიანად, პასუხისმგებლობა გადაეცა მთავრობას (მთავრობა, რომელიც წინააღმდეგია უნივერსიტეტის პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსებისა, თუმცა ეს სულ სხვა თემაა), მეორე, დროულად შეწყდა შიმშილობა და რაც მთავარია მესამე დადგა შემდეგი სიტუაცია: თვითმართველობა, რომელიც, დიდი ვარაუდით, არჩევნებამდე რამოდენიმე თვით ადრე ისევ "გამოფხიზლდება", აქციებს განაახლებს და მოითხოვს არა მხოლოდ რექტორის, არამედ, მთავრობის შეცვლასაც, რომელმაც აიღო ვალდებულება პრობლემების გამოსწორების. ეს ბუნებრივია დიდ მნოშვნელობას შეიძენს დაძაბულ, წინასაარჩევნო პერიოდში.


რამოდენიმე კვირაა რაც არ გამომიტოვებია არცერთი მოვლენა უნივერსიტეტში და მოპაექრე მხარეებიდან ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე მოვახერხე, თანამოაზრესთან ერთად, ორჯერ რექტორთან და მის მრჩეველთან შეხვედრა და რამოდენიმე საკითხის გადაწყვეტა. ვწუხვარ, რომ ჩვენში, სტუდენტებში, რეალურად უნივერსიტეტის პრობლემაზე წინ პირადული დგას, რის გამოც კომუნიკაცია, ფაქტობრივად, არ არსებობს. პროცესი გააგრძელებს მსგავსად დინებას სანამ ერთ მაგიდასთან არ დასხდება ყველა. აუცილებელია პოლიტიკური პროცესებისგან უარის თქმა, ვისთვისაც ეს ძალზედ რთულია დატოვებს თანამდებობას რექტორის კაბინეტში, ადმინისტრაციაში და რაღა თქმა უნდა თვითმართველობაში. ამის ვალდებულება ჩვენ სტუდენტებმა უნდა ავიღოთ საკუთარ თავზე.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG