Accessibility links

logo-print

სიმონინი (მედია) – „პრაღის სასაფლაო“. უმბერტო ეკო


ავტორი: სანდრო გოცაძე

ავტორი თავიდანვე ამბობს, რომ ამ პერსონაჟში შესაძელებელია გაერთიანებული იყოს რამდენიმე ადამიანის ნამოქმედარი, ან ადამიანთა ჯგუფის და მას უბრალოდ საქმეს უადვილებს საქმეს მთელი ამ ნამოქმედარის ერთ პერსონაჟში გაერთიანება.
წიგნის ეპიგრაფი - კარლოს ტენკას „ძაღლების ქუჩიდანაა“. რათქმაუნდა ეპიგრაფი წიგნის დასაწყისშია და იგი იმ დროს იკითხება როცა წარმოგენაც არა გაქვთ - რა შეიძლება ეწეროს მასში. თუმცაღა ეპიგრაფი შეიცავს მესიჯს იმის შესახებ რომ მთავარი ამბავი, მთავარი იდეა შესაძლებელია რეზონანსული საქმეები სულაც არ იყოს, მკვლელობების, პოლიტიკური და რელიგიური ცოფის მასადი შესაძელებელია ეფარებოდეს მთავარ ამბავს და ეს „ხელოვნური ხმაური“ შესაძლებელია არსებობდეს მხოლოდ იმიტომ, რომ რამე არსებითზე არ ჩაფიქრდეს, რომ გასაანალიზებლად არ შეჩერდეს ბრბო.
ის რომ სიმონინი (მთავარი პერსონაჟი) მედიაა - ამის დასამტკიცებლად რამოდენიმე არგუმენტი დაგვჭირდება:

1. სიმონინი ქმნის ყალბ დოკუმენტებს, იგი გამყალბებელია. მისი დანიშნულებაა დაკვეთების შერულება. თუ მთავრობის საიდუმლო სამსახურს სურს იაკობინელებისგან მტრის ხატის შექმნა, სიმონინი მზადაა შექმნას - ფაქტი. თუ მთავრობის საიდუმლო სამსახურს ებრაელთა დემონიზაცია სურს - აქაც სიმონინი შველის მათ.მისი შექმნილი დოკუმენტი შესაძლებელია რომ არ იყოს ავტენტური (მეტიც ის იყოს ყოველგვარ რაციონალიზმს მოკლებული, მასში იყოს პერსონაჟები რომლებიც არიან უკვდავები და ა.შ. - ზრაპრული პერსონაჟები) თუმცა საქმე იმაშია რომ რაციონალური და ისტორიული დოკუმენტები არც არავის სჭირდება. მთავარია ბრბოს განწყობას უპასუხო. მტავარია გაუგო ბრბოს და როცა მათ სურთ ებრაელთა დევნა - მიაწოდო დოკუმენტი რომელიც გარკვეულწილად ლეგალურს ხდის (ამართლებს) მის ამ სურვილს.

2. სიმონინი (მედია) მიზანთროპია. მას აქვს ძალიან ბევრი არგუმენტი - რატომ სძულდეს ხალხი და ძალიან ცოტა რატომ უყვარდეს იგი. შესაბამმისად მისი მორალური ჩარჩოებიც სწორედ ამ არგუმენტებიდან მომდინარეობს და მას კარგად მოეხსენება რომ ერთადერთი სასჯელი რაც შეიძლება ამ მიზანტროპობისთვის მიიღოს - თხრილში ტყვიით შუბლგახვრეტილი გადავარდნაა საიდუმლო სამსახურის მიერ. მისი მთავარი მსაჯული მთავრობაა. იგია უზენაესი, ალფა და ომეგა. შესაძლებელია პირადი ინტერესები - მხოლოდ ცოტა!

3.სიმონინი (მედია) - ძალიან ხშირად მოწოდებულია -შეინარჩუნის „დუღილის ტემპი“ - პოლიტიკური, რელიგიური, შეთქმულთა ტეორიები და ა.შ. ამისთვის აუცილებელია გამუდმებული რეზონანსული საქმეები. აფეთქებები, მკვლელობები. იგი კარგად იცნობს ბრბოს ფსიქოლოგიას და მშვენივრად მოეხსენება რომ ბრბოს დამშვიდება გარდაუვალ დაღუპვას მოასწავებს. „დამშვიდებული“ ბრბო პიქსელებივით დაიშლება ინდივიდებად - დაიწყება რაციონალური განსჯა, ფიქრი. ინსტიქტების ტემპი დაეცემა და არც არავინ წამოგყვება როცა მასონთა რომელიმე კლუბის დარბევას მოისურვებ. ისინი კითხვებს დასვამენ და ეცდებიან განიხილონ შენი განზრახვა, მეტიც - შესაძლებელია რომ გამოიცნონ.
ამას გარდა მთავრობას სურს ხალხი „დუღილის“ ეპიცენტრში, რადგან დამშვიდებული ადამიანები უკვე -ორგანიზებული ძალაა და მას შესწევს უნარი მშვიდად ჩამოგაცილონ მინიჭებულ პრივილეგიებსა და დომინირებულ მდგომარეობას.

4. სიმონინი (მედია) - ეძებს ადამიანებს: გაურკვეველი კომპეტენციით (თუნდაც ეს იყო შეშლილი გოგონა, რომელიც ჰალუცინაციის ზღვარზე რაღაცს ბოდავს), გაურკვეველი წარსულით (ადამიანი რომელიც ერთ დროს ლანძღავდა იაკობინელებს, შემდეგ კი რატომღაც აქებს მათ და მისი ტიპაჟის მომავლის წინასწარმეტყველება სულაც არაა რთული. ჩვენ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი ცოტა ხანში ისევ მათ ლანძღვას დაიწყებს. მარტივი მიზეზის გამო - იგი მოსყიდულია!). სიმონინის მიერ შექმნილ პერსონებს მხოლოდ ერთი რამ აერთიანებთ - მათ შესახებ თქვენ მხოლოდ გაზეთებიდან გსმენიათ.
ისინი შექმნილი პერსონაჟებია და სიმონინის (მედიის) ვალია იყვნენ ყველგან სადაც თქვენ ხართ. ისინი ყველგან გხვდებათ: გაზეთებში, ქუჩაზე გაკრულ განცხადებებში, ბრბოს წამოძახილებში და ერთ დღესაც აღმოაჩენთ რომ გამუდმებით მასზე ფიქრობთ. აი ეს არის სიმონინის (მედიის) დანიშნულება - თქვენ შეიძლება მოწოდებულ პერსონაჟს აკრიტიკებდეთ და განსჯის შემდეგ მიდიოდეთ დასკვნამდე რომ გეზიზღებათ, გძულთ - ეს არ არის მთავარი, მთავარია რომ თქვენი გონება სხვა განსჯითა და ფიქრით არ არის დაკავებული. მთავრობას ზუსტი სურათი აქვს იმის შესახებ თუ რაზე ფიქრობთ..

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG