Accessibility links

logo-print

ავტორი: ShopGirl

პატრიოტიზმი რა არის არ ვიცი, სხვები რომ დანარჩენების პატრიოტიზმს აფასებენ, ეს კიდევ უფრო არ ვიცი. ვინ არის მსაჯული, ვინ ერთგული და ორგული, ვინ მოყვარე და მტერი, როგორ ფასდება...

სკოლაში რომ ვსწავლობდი, მახსოვს, რომ მკაცრად გვთხოვდნენ პატრიოტული ლექსების გაზეპირებას, ჰიმნს გვამღერებდნენ, სამშობლოსთვის თავდადებულ გმირებზე ამბებს აღტაცებულები გვიყვებოდნენ და ჩვენც ვიცოდით, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვა კეთილშობილური საქციელია. პატივია, მტერს ბრძოლის ველზე შეაკვდე, მაგრამ არავის უსწავლებია ყოფითი პატრიოტიზმი, ანუ როგორ გვიყვარდეს სამშობლო, როცა არც ომში ვკვდებით, არც მზეზე ვდნებით, როცა უბრალოდ ვართ..

ჩვენში უფრო მეტად გამჯდარია პატრიოტიზმი, როგორც ეგოიზმის გამოვლინება(შენია და გიყვარს), პარტიოტიზმი, როგორც თვითგადარჩენის ინსტინქტი, როგორც არსებობის ერთადერთი ალტერნატივა,ზოგჯერ გაუაზრებელი, მაინც ყველაზე მყარ ინსტინქტებზე და შიშველ ემოციებზე გაზრდილი, ყელში ბურთით და თვალებში ცრემლის კიაფით...

მე ის ვიცი მე როგორ მტკივა, სხვას როგორ სტკივა არ ვიცი.. არც იმ სხვამ იცის მე როგორ მიყვარს. ვერ.. ბოლო დროს შევამჩნიე, რომ ზოგიერთი ადამიანი სხვაადამიანების არაკეთილსინდისიერ, ან თუნდაც ბოროტ ქმედებებს მსწრაფლ მისცემს ხოლმე ინდუქციურ მიმართულებებს და წყევლა-კრულვით გაგვაგზავნის სრულიად საქართველოს ჯანდაბაში და იმის იქით „საზიზღარი ერი ვართ!“-ს ძახილით.ეს პატრიოტიზმის რომელი ბოლოა არ ვიცი... რატომ არის ყველა საზიზღარი, თუ ორი აშავებს(შესაძლოა უნებლიედაც), როდის დავანებებთ თავს ადამიანების კოლექტიურად განხილვას, როდის დავინახავთ ერთმანეთს, როგორც ინდივიდებს?!იქნებ ამ გაკიცხვის მოტივი კეთილშობილურია, ილიასეული,ალბათ ტკივილისგან შეკუმშული გულის ხმაა, მაგრამ მაინც ბოროტებაა. ბოროტებაა ჩემ მიმართ, ვისაც იქნებ ხშირადაც დამიშვია შეცდომა და ვცდილობ ახლა ამ შეცდომაზე ავმაღლდე, შენ კი ამის საშუალებას არ მაძლევ და იმ დიდ შავ ქვაბში მაბრუნებ.ეს, მგონია, უმწიფარი პატრიოტიზმია, დიდი სიყვარულის მოუხეშავი ფორმით გამოვლინება.

ხშირად ვიმეორებთ ხოლმე ფრაზას, ჩვენი თავისუფლება იქ მთავრდება სადაც სხვისი იწყებაო, ეს ვისწავლეთ, დავიმახსოვრეთ, მაგრამ ვერ ვიგრძენით. მაინც დავცინით სხვებს განსხვავებული აზრის, „ჩამორჩენილობის“ გამო.სხვისი დაცინვა, დაცინვა როგორც ასეთი, რა ფორმითაც უნდა იყოს, ბევრად უფრო სახიფათო და საშინელია, ვიდრე ცალკეული ადამიანების დრომოჭმული აზრები.

როგორ ეფერება ხოლმე გულს ბნელი 90-იანებიდან გამოჩეკილ თაობაში ჩვენს გენეტიკურ ევროპელობას რომ ვაწყდები, თან, ბოლო დროს, უფრო და უფრო ხშირად. მაგრამ არიან სხვებიც, განსხვავებულები, მე რომ არაფერში არ ვეთანხმები ისეთები, მაგრამ ჩვენები, ადამიანები... რატომ ვამცირებთ, რატომ გვძულს, რომელ სიყვარულს გაუმართლებია ოდესმე ზიზღი.

სად უნდა წავიდეთ... ჩვენ ყველას სხვადასხვანაირად გვიყვარს სამშობლო, ზოგს ფერით, ზოგს სუნით, ან გათენებით, მოგონებით, სად უნდა წავიდეთ... მაინც ყოველთვის ვბრუნდებით სახლში და გვიხარია. ალბათ ეს არის მშობლიურის სიყვარული, როცა გიყვარს ის რაც შენია, იმიტომ რომ შენია! არ ვიჩხუბოთ.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG