Accessibility links

ტრადიცია და ღირებულება


ავტორი: სოფიკო აბაშიძე

-მამა რა არის ტრადიცია? ის,რაც გამჯდარია შვილო ჩვენშიდა საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა.

-ღირებულებები?ის რაც ადამინის არჩევანს განსაზღვრავს

მართლაც,დაფიქრებულხართ რაკულტურული ღირებეულებები გვაქვს?რა გავლენას ახდენენ ჩვენზე?

ისინი დაუწერელი კანონების სახით გვევლინებიან და ხშირად ტოლს არ უდებენ ფორმალური ინსტიტუტების მოქმედებას.

-მამა , მაინც რა შეიძლება იყოს ღირებულება ან ტრადიცია ?

-ბევრი რამ შეიძლება იყოს შვილო,მაგრამ მე მაინც თვალშისაცემს გეტყვი

სტუმართმოყვარეობა/სტუმარ-მასპინძლობა

სტუმართმოყვარეობა ტრადიციულ კავკასიურ სიქველედ ითვლება. ქართული გამოთქმა გვეუბნება-„სტუმარი ღვთისაა“. მასპინძელი სტუმარს უფლისმიერად თვლიდა და დიდ პატივს სცემდა მას.სტუმარ-მასპინძლობის ინსტიტუტი იმდენად მძლავრი იყო, რომ სტუმრად მოსულ მტერსაც კი არაფერს დაუშავებდა ქართველი. ვაჟა-ფშაველას მშვენივრად აქვს აღწერილი ქართული სტუმართმოყვარეობა პოემაში ‘’სტუმარ-მასპინძელი’’. აღსანიშნავია აკაკი წერეთლის „გამზრდელი’’ , სადაც საფარ ბეგს ვერ კლავს ბათუ, რადგან მას სტუმარ-მასპინძლობის კანონი იცავს. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ქართველი დღესაც სტუმართმოყვარეა. გულღად ხვდება ყველას და ცდილობს კარგად გაუმასპინძლდეს, ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ უცხოელი ტურისტები ყოველთვის აღფრთოვანებული ტოვებენ ჩვენს სამშობლოს და ყველაზე სტუმართმოყვარე ხალხს გვიწოდებენ.

კონსერვატიზმი

ქართველთა უმთავრეს საზრუნავს წარმოადენს ტრადიციებისა და ადათ-წესების დაცვა. ხშირად ვერიდებოდით რაიმე ახლის მიღებას და თავგამოდებით ვიცავდით ძველს(მამაპაპისეულს). მისი უარყოფა გარიყულობის ან საკუთარი თავის დაღუპვის ტოლფასი იყო. ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობაში „ხევისბერი გოჩა’’-მამა საკუთარ შვილს კლავს მამაპაპური ტრადიციების უგულებელყოფისა და თემური ცხოვრების წესის დარღვევის გამო.

დღეს კონსერვატიზმს ამ დოზით ვერ შევხვდებით, თუმცა ადათ-წესების დაცვა და შენარჩუნება კვლავ მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ ხშირად ხდება ტრადიციების არასწორად ინტერპრეტაცია. ვფიქრობ, თანამედროვე საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, აქციოს ტრადიცია წარსულად და ეს იყოს მისი ხერხემალი თუ პარალელურად დაიწყოს ახლის შექმნაც.

მართლმადიდებლობა

ქართული ეროვნება და მართლმადიდებლობა საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთზე იყო გადაჯაჭვული. მართლმადიდებლობის დაკარგვა ნიშნავდა ეროვნების დაკარგვას. ქვეყნის წარმატებასა და წარუმატებლობას რელიგიასთან აკავშირებდნენ. წარმატებული მეფე ღვთისაგან კურთხეული იყო, ხოლო წაგებული ბრძოლა ცოდვების საზღაური. ქრისტიანობას ერთადერთ ჭეშმარიტ რელიგიად მივიჩნევდით და დღესაც ესეა .ქართული საზოგადოებისთვის წარმოუდგენელიია ქართველობა მართმადიდებლობის გარეშე. აქვე მინდა ვახსენო ათი მცნება, ანუ ათი უმთავრესი კანონი (წესი).

კომუნიკაბელურობა

ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია კარჩაკეტილი ცხოვრება. ძველი ქართული სოფლები კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ურთიერთდახმარებით იარსებოს საზოგადოებამ. დღეს ასე თუ ისე კომუნიკაბელურობა ინარჩუნებს თავის ნამდვილ სახეს. ადამიანები შეძლებისდაგვარად უდგანან ერთმანეთს გვერდით. მიუხედავად, მძიმე სოციალური პირობებისა. ქართულ საზოგადოებაში კომუნიკაციის გარეშე ადამიანი გარიყულია(განსხვავებით უცხოეთისა).

პატრიოტიზმი /ერთგულება

ისტორიულად დასტურდება, რომ ქართველისთვის მთავარი პატრიოტიზმი და ერთგულებაა. ერთგული ადამიანები ყოველთვის ფასობდნენ და მათ გმირებადაც კი რაცხდნენ(ცოტნე დადიანი,დემეტრე თავდადებული

დღეს, სკოლებში ისევ მეცხრამეტე საუკუნისთვის დამახასიათებელი “ქართველო ხელი ხმალს იკარ“ სულისკვეთებით მსჭვალავენ ბავშვებს და „ სამშობლოსთვის“ თავგანწირვისკენ მოუწოდებენ, რომლის განმარტებასაც თანამედროვეობასთან მიმართებით მათ, სამწუხაროდ, არავინ აძლევს. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პერიოდისთვის დამახასიათებელ, ეთნიკურ უპირატესობათა წინა პლანზე წამოწევას და „ სხვა ერებზე მაღლა დგომის“ რწმენის დანერგვას შეიძლება გარკვეული გამართლება ჰქონოდა სახელმწიფოებრიობისთვის მძიმე პერიოდებში, თუმცა ეს მიდგომა დღეს მხოლოდ ხელისშემშლელია სახელმწიფოსთვის, რომელსაც ცივილურ სამყაროთან ინტეგრაციის პრეტენზია აქვს. რადგან შოვინიზმი ხშირად გვიკარგავს ობიექტურად განსჯის უნარს.

-ეს ყველაფერი ნაცნობია მამი,უბრალოდ ამაზე არ დავფიქრებულვარ

ქართველები, მართლაც გამოვირჩევით სხვადასხვა ტრადიციებით. ყველა კუთხისთვის არის დამახასიათებელი განსხვავებული წეს-ჩვეულებები. დღემდე შემორჩენილი ტრადიციები, როგორიცაა: სტუმარ-მასპინძლობის, ქორწინების, გლოვის, სუფრის, და სხვა მრავალი, მეტად აქტუალურია და დღესაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქართულ საზოგადოებაში.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG