Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ამბობს აუშვიცის მემორიალი დღეს?


ავტორი: სოფო შუბითიძე

აუშვიცის მემორიალი უახლეს ისტორიას მთელი თავისი შემზარავი სინამდვილით ინახავს. ნაცისტების აგებულმა საკონცენტრაციო ბანაკმა პოლონეთის ქალაქ ოსვენციმში ყველაზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა მეორე მსოფლიო ომის დროს და მათი რიცხვი მილიონ ნახევარს აღწევს .2015 წელს , როცა აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების 70-ე წლისთავი აღინიშნა მემორიალის წლიურ ვიზიტორთა რიცხვმა 1 მილიონ 700 ათასს მიაღწია , რაც რეკორდული მაჩვენებელია გასულ წლებთან შედარებით . რა მნიშვნელობა აქვს დღევანდელობისთვის ამ ადგილს ? რატომ მოდის ამდენი ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან დღეს აქ ? საჭიროა კი ჩვილების დაფლეთილი ტანსაცმლის საკუთარი თვალით ხილვა რომ „უფრო ჰუმანური გახდე ხვალ“ ? ცხადია , მუზეუმების დატვირთვა მსოფლიოში დღეს უფრო მრავალფეროვანი ხდება . აუშვიცის მემორიალი ერთი მხრივ წარმოადგენს კარგ სასწავლ მაგალითს , რის გამოც აქ ხშირად ჩამოჰყავთ მოსწავლეები , სტუდენტები , ჰოლოკოსტის თემაზე იღებენ არაერთ დოკუმენტურ ფილმს (მხატვრული ფილმების გადაღება მემორიალის ტერიტორიაზე შესაძლებელი არ არის), მოკლედ რომ ვთქვათ ამ ადგილის მასშტაბურობა კიდევ უფრო იზრდება და გლობალურ დანიშნულებას იძენს . დღეს აქ მრავლად ნახავთ ადამიანებს ,რომლებიც იღებენ „სელფებს“ , იქვე მაღაზიაში შეგიძლიათ სამახსოვრო ბარათები შეიძინოთ და გაუგზავნოთ მეგობარს აუშვიცის ფოტოთი... მაგრამ კონტექსტის გარეშე ამის მიღება მინიმუმ უსამართლობაა . მაგალითად , შეიძლება სელფის გადაღება გიწევდეს იმიტომ რომ გსურდა მუზეუმს მარტო სწვეოდი ,რის გამოც გიწევს საკუთარი თავი თავად გადაიღო და სამახსოვროდ შენთვის შეინახო .

მემორიალი დაცლილია შეფასებებისგან - მემორიალის თანამშრომლებს ვერ გამოსტყუებთ სიტყვას იმის თაობაზე , საშიშია თუ არა დღეს ევროპაში მომძლავრებული მემარჯვენე მოძრაობები , რას უქადის ის ევროპის მომავალს და ადამიანებს ? ასევე ვერ დაინახავთ სადმე წარწერებში ან გიდის მონათხრობში აშკარა ძაგებას ან ზიზღს ნაცისტებისადმი ,რაც ცხადია იმას არ ნიშნავს ,რომ მათი დანაშაული ჩვეულებრივ რამედაა მიჩნეული . დისტანცირების შეგრძნება ფაქტებსა და შეფასებებს შორის უფრო მეტ ადგილს ტოვებს პირადი პასუხისმგებლობისათვის . მოვლენათა დრამატიზება ვერც ერთი ზედსართავი სახელით ან უმაღლესი კლასის ლიტერატურული ოსტატობით ვერ გამოიხატება და ის თითქოს საჭირო არ არის , აუშვიცი ის ადგილია , რომელიც ამ ხერხებისგან დაცლილია.მემორიალისთვის დრამატიზმის მიმატება შეუძლებელია , იქ მისული ადამიანისთვის უახლესი წარსულის გააზრება იქ გატარებულ რამდენიმე საათში არ ხდება და ის შესაძლოა მთელი ცხოვრება გაგრძელდეს .

ის ,რაც რამდენიმე ათწლეულის წინ ადამიანებს ერთმანეთისგან შემზარავი აგრესიით ჰყოფდა , დღეს აერთიანებს . მემორიალი არავითარ პოლიტიკურ მნიშვნელობას არ ატარებს . აქ იყო დალაი ლამაც , რომის პაპიც , აშშ-ს პრეზიდენტიც, საქართველოს პატრიარქიც..აქ ქრისტიანული ლოცვა ებრაელების მოსახსენებლად აღევლინება და ამაში არავითარი გაუცხოება არ არსებობს . აუშვიცი სწორედ იმ ადგილად იქცა ,სადაც ლოცვას არ აქვს ენა... ეს 70 წლის წინანდელი გადმოსახედიდან პარადოქსულად ჩანს , ისევე როგორც არსებობს საფრთხე რომ 70 წლის შემდეგ ასევე საპირისპიროდ შეიცვალოს აუშვიცის მნიშვნელობა , მაგრამ როგორ - ამაზე პასუხი არ არსებობს . ერთადერთი მესიჯი , რომელსაც მემორიალი დღეს გადმოსცემს „never again” არის .ეს ჩვენზეა დამოკიდებული მივიღებთ ამას თხოვნად ,რომ არასოდეს მოხდეს მსგავსი ტრაგედია თუ მტკიცე გადაწყვეტილებად რომ არ მოხდება !

რა იქნება ხვალ ? შესაძლოა, აუშვიცი მხოლოდ ერთი ტრაგედიის ადგილი არ არის და ის კვლავ გრძელდება .ხვალინდელს ჩვენი სიტყვა და ქმედება მოიტანს . არ აქვს მნიშვნელობა ვემსახურებით წითელ ჯვარს , პირადად ფორმით ვიბრძვით ტერორისტების წინააღმდეგ , ვართ პასტორები თუ ბაღის აღმზრდელები ან ექიმები ... აუშვიცი გმირობისკენ არავის მოუწოდებს , იგი რაც უფრო მეტ მოწოდებას გაავრცელებს და ამის პარალელურად, რაც უფრო იარსებებს ადამიანის, როგორც ღირებულების საწინააღმდეგო ფაქტები დედამიწის ნებისმიერ ადგილას, ეს კიდევ უფრო მძიმე საზღაური იქნება აქ დაღუპული თითოეული ადამიანისათვის . ამიტომ დუმილი მემორიალის საუკეთესი ღირსებაა . ახლა მე ვარ ,შენ ხარ ამ ისტორიის განუყოფელი და მოძრავი ცოცხალი ნაწილი ,რომელიც განაპირობებს მემორიალის მნიშვნელობას ხვალ.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG