Accessibility links

logo-print

ავტორი: ვალერი ბუკია

სამსახურიდან გვიან მოვედი ცუდ ხასიათზე ვიყავი, არაყი გადავკარი და ახლა იუთუბზე რუს როკ-მომღერლებს ვუსმენ, არაფერი ისე არ უხდება რუსულ როკს როგორც არყის გემო პირში, თუ ხიზილალაც მიაყოლე და მისი გემოც გაქვს მაგას რა ჯობია. თუმცა მთავარია არაყი, ოდნავ გაბრუებული ვუსმენ გრებენშიკოვის, ცოის, შევჩუკის ტექსტებს.
ვუყურებ ვიდეოებს სადაც კომუნალკებში მიმოფანტულან რუსული ანდეგრაუნდის წარმომადგენლები პირში გაჩრილი სიგარეტით და აკუსტიკურ გიტარაზე უკრავენ როკს...
ტექსტებიდან და შემსრულებლების სახეებიდან პროტესტი მოდის, ზოგს ხრიწიანი ხმა აქვს, ჩანაწერების ხარისხი ცუდია, თუმცა მაინც მაგარია....
მახსოვს, 80-იანების ბოლოს, ჩემს კომკავშირელ დას სოფლის ცენტრის კიოსკიდან მოქონდა რუსული ჟურნალები: „აგანიოკ“, „სოვეტსკი ეკრან“, „სპუტნიკ კინოზრიტელია“ და ა.შ. აი ამ ჟურნალებში ვნახე რუსი როკ მუსიკოსების ფოტოები, მათი სიმღერები არც მომესმინა მაშინ, ხანდახან ტელევიზორში თუ მოვკრავდი ყურს, პერესტროიკის ეპოქაში ისინი ტელევიაზიაშიც გამოჩდნენ, არც მათი ფირფიტები მქონდა და არც კასეტები, მაგრამ ამ ფოტოებიდან მიმიზიდეს, ხატვის გაკვეთილზე სახატავ რვეულში სულ ფეხბურთელებს ვხატავდი, ძირითადად ორს: დიეგო მარადონას და რუუდ გულიტს, და ბოლოს ამ ჟურნალებში ნანახ მუსიკოსების ხატვა დავიწყე, მაშინ მეგონა რომ კარგად ვხატავდი და თან მაგარ ტიპებს
სინამდვილეში ცუდად ვხატავდი თუმცა ტიპები მართლა მაგრები იყვნენ, ამაში უკვე 90-იანების ბოლოს დავრწმუნდი თბილისში სტუდენტობისას, როცა მე და ჩემი მეგობრები ნაქირავებ ხრუშოვკაში ვუსმენდით რუსულ როკს და ვარჩევდით მათ ტექსტებს და ყველანი ვნანობდით რატომ არ დავიბადეთ უფრო ადრე, რომ მაშინ მოგვესმინა როცა ეს მომღერლები იდევნებოდნენ.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG