Accessibility links

logo-print

საახალწლო ეპილოგი


ავტორი: თამარ კურატიშვილი

ვისურვებდი, მეტ ჭკუას თავში და მეტ წიგნს თაროზე _ იმედია, წიგნები გაიაფდება.

ვისურვებდი, მეტ სიყვარულსა და მეგობრობას ოჯახში _ იმედია, კაცები შეწყვეტენ ცოლების ხოცვას.

ვისურვებდი, მეტ ღმერთს ადამიანებში _ იმედია, შეწყდება რელიგიების უპირატესობებზე დავა.

ვისურვებდი, მეტ სოლიდარობას არჩევანის თავისუფლებისას _ იმედია, მშობლები შეწყვეტენ შვილების ბედით თამაშს.

ვისურვებდი, მეტ თვითგამოხატვას _ იმედია, დავამარცხებთ ყველა ფობიას.

ვისურვებდი, მეტ პენსიას _ იმედია, ბებოები და პაპები შეძლებენ წამლებისა და სურსათის ყიდვას.

ვისურვებდი, ჯანმრთელობას _ იმედია, შევძლებთ სიკვდილამდე შევიტყოთ, რით ვართ ავად.

ვისურვებდი, მეტ პურს _ იმედია, ბავშვები აღარ დაიხოცებიან შიმშილით.

ვისურვებდი, მეტ ბავშვს _ იმედია, იქნება მეტი ფული და მეტი გონი, რომ არ იყოს აბორტი.

ვისურვებდი მეტ სამუშაო ადგილს _ იმედია, შეწყდება თვითმკვლელობა, ყომარი, ძარცვა.

ვისურვებდი, მეტ განათლებას _ იმედია, სწორად შევადგენთ სახელმძღვანელოებს და აბიტურიენტი რეპეტიტორის გარეშე შეძლებს პროგრამის გავლას, დაწყებით კლასებს კი აღარ მოუწევთპოლიტიკოსების სჯა ბაასით მორალის სწავლა.

ვისურვებდი, მეტ ადგილს საზოგადოებაში _ იმედია, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის განკუთვნილ საპარკინგე ადგილას აღარ ვიხილავთ ჯიპებს, ლიფტით სარგებლობას _ შევძლებთ 0 სართულიდან და შევწყვეტთ განსხვავებების ძიებას.

ვისურვებდი, მეტ ნაგვის ურნას _ იმედია, შევწყვეტთ ქილებით ფეხბურთის თამაშს.

ვისურვებდი, ნაკლებ უსახლკაროს _ იმედია, ავაშენებთ თავშესაფარს.

ვისურვებდი, მეტ საქმიან პოლიტიკოსს _ იმედია, შეისმენენ ყველაფერ იმას, რასაც ვისურვებდი.

კიდევ, ვისურვებდი, ნაკლებ სიამაყესა და ამპარტავნებას ერში და კაცმა არ იცის, რამდენ ხვავსა და ბარაქას მოიტანდა ის 2015 წელი, მე რომ შრომა მესურვა ჩვენთვის.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG