Accessibility links

მმართველი პარტიის დომინანტური მდგომარეობა საჯარო სამსახურებში


ავტორი: თამარ ბებიაშვილი

ქართული პოლიტიკური სპექტრი თავისი სიჭრელით გამოირჩევა. ის თითქოს ჭადრაკის დაფას გავს გამომდინარე იქიდან, რომ ოფიციალურად საქართველოში 225 პარტიაა რეგისტრირებული, მაგრამ უახლესმა ისტორიამ გამოკვეთა ტენდენცია რის მეხედვითაც ხელისუფლების სამივე შტო და მთლიანად საჯარო სამსახურები ძირითადად ერთი გამარჯვებული პარტიის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული.

ერთი შეხედვით არ უნდა გაგვიკვირდეს თუ არჩევნებში გამარჯვებულმა პარტიამ საჯარო მოსამსახურეთა რიგები საკუთარი წევრებით დააკომპლექტა, მათ არჩევნები მოიგეს და ეს მათი უფლებაა, თუმცა რამდენად კარგი შედეგის მომტანია ეს ჩვენი ქვეყნისთვის სხვა საკითხია.

მაშინ როდესაც ჩვენი მთავარი მიზანი დემოკრატიის მშენებლობაა ერთი პარტიის დომინანტური მდგომარეობა საკმაოდ მძიმედ აისახება პლურალისტულ პოლიტიკურ გარემოზე. ის ხელს უშლის პარტიათა შორის ჯანსაღ კონკურენციას, სპობს პარტიულ პოლიტიკას და აღმასრულებელი ხელისუფლების შენარჩუნებაზე ორიენტირებულ პოლიტიკურ კარტელს ქმნის.

პარტიის აქტივისტების სახელისუფლებო რგოლებში გადასვლა ქართული პოლიტიკური რეალობისთვის უცხო არ არის. დაწყებული საბჭოთა კომუნისტური პარტიის ეპოქიდან, დამთავრებული დღემდე, საჯარო სამსახური ითვლება მმართველი პარტიის ერთერთ უმთავრეს დასაყრდენად. საბჭოთა პერიოდის დროსაც პარტიის მანდატის გარეშე არათუ რაიმე სერიოზულ წარმატებაზე ფიქრი, არამედ უბრალო სამსახურის შოვნაც კი ოცნებად შეგეძლოთ გქონოდათ.

უახლოეს ისტორიაზე გადმოცემით, მაგრამ 2003 წელს რევოლუციის გზით მოსულ „ნაციონალურ მოძრაობის“ მიერ გაგრძელებულ ამ ტენდენციას თავად მოვესწარი.

მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრების აზრით, ისინი სრულებითაც არ იყენებდნენ ადმინისტრაციულ რესურსს საარჩევნო კამპანიების მოწყობის პერიოდში, უამრავალი კვლევა და მაშინდელი ოპოზიციური პარტიების წევრების შეფასებები საწინააღმდეგოს ამტკიცებს.

2008 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, არასამთავრობო სექტორმა სპეციალური მემორანდუმიც კი მიიღო, რომელიც წინასაარჩევნი პერიოდში ადმინისტრაციული რესურსისა გამოყენებას და საჯარო მოსამსახურეების კამპანიის პროცესში ჩართვას უარყოფდა. მემორანდუმის თანახმად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ეკრძალებათ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა და ასევე სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირების ჩაბმა ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან არჩევას. თუმცა „საერთაშორისო გამჭირვალეობა – საქართველო“ 2010 წლის ადგილობრივი თვითვამრთველობის არჩევნების შეფასების დროს არჩევნების ჩატარების ძირითად პრობლემად წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტიის წევრებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მოხელეების მიერ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებას თვლიდა.

მემორანდუმი ასევე ადგენს, რომ ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებად ჩაითვლება, თუ სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, აგრეთვე ის ორგანიზაციები, რომლებშიც სახელმწიფოს წილი შეადგენს 50% ან მეტს, რომელიმე პარტიას/ბლოკს მისცემენ საარჩევნო აგიტაციის გაწევის მიზნით კუთვნილი შენობების; საკომუნიკაციო საშუალებების; საინფორმაციო მომსახურების; სხვადასხვა ტექნიკის; სატრანსპორტო საშუალებების უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გამოყენების ნებას, ხოლო სხვა საარჩევნო სუბიექტებს უარს ეტყვიან, მათ შორის თავიანთი უმოქმედობით, ანალოგიურ მომსახურებაზე.

ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლა საჯარო სამსახურის საქმიანობისა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების რეგულირების გზით ხორციელდება, თუმცა კონკრეტული მექანიზმები ქვეყნების მიხედვით განსხვავდება ერთმანეთისგან. დასავლური გამოცდილებით, საჯარო მოხელეებს, როგორც წესი, ეკრძალებათ სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა.

რამდენად შესაძლებელია ეს პრაქტიკა საქართველოში გამოვიყენოთ და რამდენად შეუძლია ნებისმიერ მმართველ პარტიას უარი თქვას ბიუროკრატიული აპარატის ჩართვაზე, საკუთარ საარჩევნო კამპანიაში, ეს ცალკე საკითხია. პოლიტიკურ პარტიებს კი ევალებათ დაფინანსების წყაროების სრულად ან ნაწილობრივ დეკლარირება. აშშ-ში, საფრანგეთში, ბელგიასა და იტალიაში დაუშვებლად ითვლება შემოწირულობების მიღება კორპორაციებისგან. სხვაგან კი მხოლოდ სახელმწიფო კომპანიებსა და მთავრობასთან კონტრაქტის მქონე ბიზნესებს ეკრძალებათ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების საარჩევნო კამპანიის დაფინანსება.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ ამ არჩევნების სამართლიანად ჩატარების საკითხს ბევრად ნაკლები კითხვის ნიშანი ესმოდა, ვიდრე წინა არჩევნებს, მაინც არსებობს გარკვეული საკითხები, რამაც კითხვის ნიშნები უკვე გამოიწვია. მინისტრების, პოლიტიკური თანამდებობის პირების საარჩევნო კამპანიაში ჩართვა, მმართველი ძალის კანდიდატის სასარგებლო პროპაგანდის გაწევა და მისი ლობირება საჯარო მოხელეთა შორის, ვფიქრობ კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება ქართულ პოლიტიკურ სისტემაში. მმართველი პარტიის სასარგებლოდვე შეიძლება ითქვას, ისიც რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მასობრივი საკადრო წმენდა არ ყოფილა მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივ ხშირად აკრიტიკებენ არსებულ ხელისუფლებას.

პრობლემის გადასაწყვეტად კი აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე განხოციელებული ცვლილებები, რომელიც მკაცრად შეზღუდავს, საჯარო მოხელეების პოლიტიკურ კამპანიებში ჩართვას. ამავე დროს საჭიროა პოლიტიკური კულტურის ცვლილებაც, რათა პარტიული საქმიანობა ერთმნიშვნელოვნად არ იყოს დაკავშირებული საჯარო სექტორში სამსახურის დაწყებასთან. პარტიები უნდა ეცადნონ, რომ საკუთარი აქტივისტების შესანარჩუნებლად და ახლების მოსაზიდად სხვა მეთოდები მოიფიქრონ და ყველა, ვისაც დროშა ეჭირა აქციის დროს, არ განამწესონ თანამდებობებზე.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG