Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღია წერილი თბილისის მერს


ავტორი: თამარ ბურჭულაძე

სანამ მთავარზე გადავალ, გეტყვით, რომ „არავისტი“ ვარ და არც არასოდეს ვყოფილვარ „ვინმეისტი“ . ეს ისე, ცნობისთვის, სუბიექტურობაში ბრალი რომ არ დამდოთ.

ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ, ყველანაირი პოლიტიკური ამბიციებისგან თავისუფალი. უბრალოდ , როგორც ყველა თბილისში დაბადებულსა და გაზრდილს, მაქვს სურვილი ქალაქი, რომელიც ასე ძალიან მიყვარდა და მომწონდა, მანამ, სანამ ყველანაირ იერსახეს დაკარგავდა, იყოს მოვლილი, სუფთა და ლამაზი, ისეთი, როგორსაც ძველ ფოტოებში ვხედავთ.

მხოლოდ ის მინდა, ამ ქალაქს „რაღაც ეშველოს“ და დაიბრუნოს ის სიმსუბუქე, თუ სილამაზე, რაც ასე მოგვწონდა ჩვენ და სხვას. ჩემთვის სულერთია ვინ დაამახინჯა თბილისი, წინა მერიამ, იმის წინამ თუ ახლანდელმა. ისიც სულერთია ვინ მიხედავს პეტრე, პავლე თუ ივანე, მთავარია ქალაქი ქალაქს დაემსგავსოს და ქუჩაში გასვლა გვსიამოვნებდეს.

მესმის ახალი მოსული ხართ, მაგრამ ჩვენი, მოქალაქეებისაც გაიგეთ, ხალმა იმ იმედით აგირჩიათ, რომ თბილისს არათუ უფრო დაამახინჯებდით, (მერწმუნეთ დღითი დღე უფუჭდება მას იერსახე), არამედ პირიქით, ააყვავებიდთ( რამდენადაც შესაძლებელია შექმნილ პირობებში) .

არ დაიზაროთ და წაიკითხეთ !

გასაგებია, რაც გაფუჭებულია, იმის გაკეთება საკმაოდ რთული, თუმცა სავსებით შესაძლებელია, უბრალოდ ფინანსურად წამგებიანია საქართველოს მთავრობისთვის და იმის ილუზიაც არ მაქვს, რომ რომელიმე მთვარობა ამხელა ფინანსურ „მსხვერპლს“ გაიღებს და დაანგრევს იმას რაც დასანგრევია და ააშენებს ახალს, ისეთს, როგორიც თბილისს ეკადრება (ეკადრებოდა).

უბრალოდ ერთია არ გააკეთო რაღაც და მეორეა არ გააფუჭო. ხოდა, ბატონო მერო, გთხოვთ, რაც არ გაფუჭებულა აქამდე, იმასაც ნუ მოსპობთ.

რესპუბლიკის მოედანი არ არის საბაგირო სადგურისთვის კარგი ადგილი, მენდეთ, არც თავისუფლების მოედანია „პანორამა“სთვის საუკეთესო მდებარეობა.

ბატონო მერო, ასე ძალიან თუ გსურთ თბილისის მთავარი გადაადგილების საშუალება საბაგიროები იყოს, გეტყვით , რესპუბლიკის მოედნიდან რამდენიმე მეტრში ოდითგანვე იყო და დღესაც არის ულამაზესი საბაგირო სადგური, თუ მაინცდამაინც ასე გსურთ, აღადგინეთ ძველი სადგური (მასზე უკეთესი, ეჭვი მეპარება დღეს ააშენოთ). მიდით , ნახეთ, მოგეწონებათ. რესპუბლიკის მოედანზე (იგივე ვარდების) რომ შადრევანი იყო, რომელიც ამ საბაგიროს მშენებლობას შეეწირა, სად წავიდა? იცით ეს შადრევანი რამდენი ხანია არსებობს? წლების რაოდენობა ზუსტად არ ვიცი, მარამ ძაააააააალიან ბევრი წელი იქ იდგა. უხდებოდა იქაურობას.

რადგან ტრანსპორტი ვახსენეთ, ერთ რჩევას მოგცემთ, ამდენი თანხის საბაგირო-პანორამებში გადაყრას (მერე მოვა ახალი მთავრობა, მოანგრევს) ფული მეტროს დაახარჯოთბევრად სჯობს. გაიყვანეთ მეტროს ახალი ხაზები.აზრიანიც იქნება, საჭიროც და ხალხიც მადლიერი დაგრჩებათ. მერწმუნეთ, მეტროზე კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ჯერ არავის გამოუგონია.

თქვენ სამარშუტო ტაქსები ბევრ ქვეყანაში გინახავთ? ვერც ნახავდით, მსოფლიოს „წამყვან“ ქვეყნებში არ არსებობს ცნება „მარშუტკა“ . თუ რათქმა უნდა , წამყვან ქვეყნებად დასავლეთს ჩავთვლით. ავტობუსი და მეტრო, ეს ორი ტრანსპორტი ტყუილად არაა ყველაზე პოპულარული ევროკავშირის ქვეყნებსა და ა.შ.შ-ში :)

ასევე გვერდს ვერ ავუვლი ფეხითმოსიარულეთა პრობლემებს, მე , როგორც ფეხითმოსიარულე, შეწუხებული და გაბრაზებული ვარ, დიახ, გაბრაზებული. ტროტუარები, დამეთანხმებით ქვეითი ხალხისთვისაა და არა ეგრეთწოდებული „პარკინგებისთვი“. მესმის, ამაში თქვენ ბრალს ვერ დაგდებთ, მაგრამ ახალი მერი ხომ იმიტომ ჰყავს თბილისს, რომ რაღაც უკეთესობისკენ წავიდეს? ჯერ კიდევ დავრჩით ფეხითმოსიარულენი ამ ბინძურ ქალაქში.

არ ვიცი, რა აზრი ჰქონდა საბავშვო თუ შეზღუდული უნარების მქონდე ადამიანებისთვის განკუთვნილ ასასვლელებს, თუ მასზე მაინც მანქანები დგას. იცით რა რთულია ფეხით სიარული ? ? ძალიან რთული!!! ხშირად მიწევს სამანქანო გზაზე გადასვლა, რადგან ტროტუარი ჩვენ არ გვეკუთვნის. სანამ ხალხის მენტალობა ისე შეიცვლება, რომ თავისი კომფორტის გარდა, სხვაზეც იზრუნოს, მანამდე იქნებ მთავრობამ მოაგვაროს ის პრობლემა, რასაც ტროტუარების პრობლემა ჰქვია, არ ვიცი, თქვენ მოიფიქრეთ, იქნება ეს ფულადი ჯარიმა , თუ სხვა სახის კანონი.

მოკლედ, სია გრძელია . ამ ჯერზე იქნებ ეს წაიკითხოთ და დანარჩენსაც ნელ-ნელა მოგაწვდით. J

პატივისცემით

თ.ბურჭულაძე

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG