Accessibility links

„აქტუალური თემები „ოკუპაციაზე“ სოციალურ ქსელში“


ავტორი: თამარ ბურდული

ის, რომ აქტუალურია რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის თემა ეს გასაგებია, მაგრამ საზოგადოების ინფორმირებულობა დღეისათვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისეთ თემებზე როგორიცაა წითელი არმიის შემოჭრა 1921 წ. და ყველა მივიწყებული ფაქტისა და რეალობის გაცოცხლება რასაც ასე საგულდაგულოდ მალავდა კომუნისტური პროპაგანდისტური მანქანა. ამასთანავე როგორც რიგითმა მოქალაქემ სულ რამოდენიმე დღის წინ კიდევ უფრო ცხადად დავინახე ისტორიული მეხსიერებისა და დღეს არსებული „ოკუპაციის მუზეუმის“ უდიდესი მნიშვნელობა.შოკის მომგვრვრელია თავად ჩვენს ქვეყანაში არსებული უცოდინრობა საკუთარი ისტორიისა და რუსეთის მხოლოდ „37 მანეთიან ტკბილ მოგონებებთან“ გაიგივება. ალბად კომუნისტური წყობილების უმთავრესი მიზანი [ეროვნული თვითშეგნების დეგრადაცია] სისრულეშია მოყვანილი. დღევანდელ მსოფლიოში, მხოლოდ ჰიტლერის ფაშისტური გერმანიიის ბოროტმოქმედებებია შემორჩენილი, რომელთაც კინო არქივში დიდძალი მასაა აქვს მიძღვნილი. სოციალისტური რჟიმის დანაშაულებრივ ქმედებებზე კი მხოლოდ გაკვრით თუ მოგვისმენია რაიმე. გერმანელებისგან განსხვავებით რუსებს ეამაყებათ თავისი წარსული და დღემდე აღზევებულია სტალინის კულტი. ჩემდა გასაოცრად ჩემმა უცხოელმა მეგობარმა რომელსაც მშენივრად ესმის რუსული სოციალურ ქსელში ატვითა ვიდეო უკრაინა/რუსეთის ომზე და აღშფოთებულმა კომენტარი დაურთო თუ როგორ ხოცავენ უკრაინელები რუსებს, რომ ეს ხალხი[რუსი სეპარატისტები] თავს უკრაინელებად არ გრძნობენ და იმსახურებენ დამოუკიდებლობას. მისმა ამ კომენტარმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია მისსავე მეგობრებში... რა თქმა უნდა გამოვეხმაურე მეც და ყველას შევახსენე რუსული აგრესიის მსხვერპლი ქვეყნები და სისხლიანი ანექსიები დაწყებული 1921 წლიდან დღემდე რაც საქართველოში მოხდა. შემდეგ. ერთერთმა რუსმა ტურისტმა რომელიც იმ წუთებში საქართველოში იმყოფებოდა ოკუპაციის მუზეუმის ფოტოები ატვირთა და სინანულით გაიხსენა რომ ბედის ირონიია სტალინის საქართველოში დაბადება, რომ ჩვენ რუსოფობია გვჭირს და გამოვიგონეთ საქართველოს ანექსია რუსული საოკუპაციო ძალების მხრიდან. მისი მხრიდან ისმის კითხვა ეს ადამიანები ტაქსისტები, გამყიდველები, ხალხი, რომლებიც მას ყოველდღიურად ხვდებიან ქუჩაში, უყვებიან თუ რა ბედნიერად ცხოვრობდნენ საბჭოთა კავშირის დროს. ნუთუ ყველანი ატყუებენ?! მიხნიდა, რომ ჩვენ მოძმე ერი ვართ, რომ მისი ოჯახი მიუხედავად ყველაფრისა მაინც ყიდულობს ქართულ პროდუქციას და ქართულ ღვინოს, რადგან მათთის მნიშვნელოვანია ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან. შევეცადე ამეხსნა მისთვის, რომ მეც ვყიდულობ რუსულ ფოჩიან კარამელებს და საქართველოში დღემდე ახსოვთ „დათუნია კამფეტების“ გემო მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ რუსულ ჯარს ფეხქვეშ გავეგებით და ისინი რომ იარაღს მოგვიშვერენ ჩვენ ყვავილებს ვესვრით. სამწუხაროდ მრავალი მსგავსი ფაქტი დასტურია იმისა, რომ რუსეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სრულად იზიარებს საკუთარი ქვეყნის მავნებლურ პოლიტიკას და არათუ აპროტესტებს არამედ გულმოდგინედ „აპრავებს“.რა თქმა უნდა ასეთ დროს ძნელია ადამიანს საპირისპირო უმტკიცო როდესაც თავადაც ცხადად ვხვდები ამ თემის სიმწვავეს და ქართული საზოგადოების სრულ უმეცრებას რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასთან მიმართებაში. ერთადერთი რასაც თამამად ვიტყვი ეს ხალხიც კი, ვინც მას უყვებოდა თუ როგორ არხეინად ცხოვრობდნენ საბჭოთა კავშირის დროს, არ დაუშვებს რუსის ჯარისკაცმა ფეხი შემოალაჯოს ჩვენს ქვეყანაში, თუნდაც იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ ხვდებიან საკუთარი შვილების მომავლისათვის ეს დამღუპველი იქნება. მე მჯერა, რომ ახალი თაობა სხვა ღირებულებებზე გაიზრდება და ამას უდიდესი ხელშეწყობა სჭირდება განათლების კუთხით. ვიმედოვნებ, რომ ამაში ქართველი ხალხი და სრულიად საქართველოს მოსახლეობა იქნება ერთიანი, გაგრძელდეს საქართველოს აღმშენებლობა ევროპული მომავლით და არა რღვევათ და წარსულთან ჩახუტებით, როგორცეს ოკუპანტებს წარმოუდგენიათ.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG