Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ჩემი სახლი ჩემი ციხე- სიმაგრეა“


ავტორი: თამარ გაზდელიანი

მთელი დღეა ფიქრებს ვერ მოვუყარე თავი. ყველაფერი ერთმანეთში ამერია. აზრებს ვერ ვალაგებ და რაღაც ქაოსური გავხდი. ერთმანეთში არეული ფიქრები, მოგონებები, სურვილები და გრძნობები წამოგიდგენიათ? დრო და დრო გამონათებებიც არის, მაგრამ მაშინვე მავიწყდება რომ ჩავავლო.

ყოველი აღდგომის კვირა ჩემთვის ასე იყო, წელს კი განსაკუთრებთ. აღდგომის პერიოდიში ყველაზე კარგად ვგრძნობ უწყვეტ კავშირს წარსულთან ( და საერთოდაც მე წარსულთან უფრო დიდ კავშირი მაქვს ვიდრე აწმყოსთან ან შესაძლო მომავალთან).

მახსოვს სიცივე, ბნელი გზა (ქვიანი),რა თმქმა უნდა ნაცნობი იმდენად, რომ წყვდიადის მიუხედავად ფეხი არ მერევა. მერე ქვის ღობე, რკინის კარით. ვაღებ ჭიშკარს და აქ მართლა მთელი წარსულია. რკინის ღობეებში მოქცეული უამრავი საფლავი, წინა დღეს საგულდაგულოდ დასუფთავებული ეზოებით და გაპრიალებული ქვებით. საფლავის ღობეებზე უამღავი სანთელი ანათებს. რამდენი არიან ვერც დაითვლი. უმრავლესობა ჩემს დაბადებმადეა გადაცვლილი მაგრამ მაინც ყველა მიყვარს და უზომო პატივისცემას ვგრძნობ მათ მიმართ. გზას ზემოთ ვაგრძელებ. ეკლესიის სადა კონტურია .შესასვლელი კარის თაღი კაშკაშებს. ეს სანთლების შუქია. ამდენი ანთებული სანთელი პირველად ვნახე. მსგავსი ემოცია მას შემდეგ აღარც მქონია. შთაბეჭდილება ძალიან დიდი იყო იმდენად დიდი , რომ ამდენი წლის მერე ისევ ისე მახსოვს. ეს “ცის კარი” იყო . სანთლები განსაკუთრებულად იმიტომ ანათებდნენ, რომ ამ დღეს ისინი მათთვის ანათებენ ვინც ამ ქვეყნად აღარ იყო. სურათი ძალიან სევდიანი, ტკივილიანი და ლამაზია. მეც ვანთებ სანთლებს სასაფალოს ღობეზე. სურათებიდან სახეები თბილად მიყურებენ და მიღიმიან. გზას უკან ვაგრძელებ და სავსე ვარ , სავსე ვარ რომ ეს ვნახე და განვიცადე.უკანა გზაზე უკვე მათენდება .”ცის კარი ” არის ,ის რაც სიკვდილის ბოლომდე მემახსოვრება.

ჩემს ამ ფორიაქს კიდევ აქვს რაღაც მიზეზი. სადღაც წავიკითხე თუ გავიგონე: სახლები ლაპარაკობენ სუნთქავენ და მღერიანო, თუ ოდესმე ეს ხმა გაიგონე, ჩათვალე ვერასოდეს დაკარგავ მასთან კავშირსო. კავშირი მუდამ არის შენი ბავშვობის სახლთან მაგრამ ადრე მეგონა, ეხლა კი დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხმა მეც გავიგონე. ვერ გეტყვით როდის ,კონკრეტული დროის დასახელება არშემიძლია, მაგრამ დნამდვილებით კი გეტყვით რომ გავიგონე. ეხლა ჩემი წასვლა, ერრდოულად ნიშნავს უზომო სიხარულს , ბედნიერებას , შთაგონებას და ამავდროულად დიდ ტკივილს და მწუხარებას იმის განცდით რაც იქ დამხვდება, უფრო სწორად ვინც იქ არ დამხვდება. სიცარიელის შეგრძნება მეტკინება ყველაზე მეტად და ჩემი სახლის სევდიანი ღიღინის მოსმენა. მეტკინება სახეები ბუხრის თავზე, მეტკინება სიცარიელე და ჩემი სახლის ჩუმი გოდების მოსმენა. მელოდება და წავალ .ერთი მთლიანობა დიდი ხანი უერთმანეთოდ ვერ ძლებს. ცოვრების ბოლომდე, მე და ჩემი ტკბილი სახლი.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG