Accessibility links

logo-print

რატომ არ აქვთ ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შიდა დემოკრატია?


ავტორი: თამარ რაზმაძე

პოლიტიკური პარტიები დემოკრატიული სახემწიფოს უმნიშვნელოვანეს ფუნდამენტს წარმოადგენენ. მათი ნორმალური ფუნქციონირების გარეშე წარმოუდგენელია საზოგადოების მოთხოვნებზე სწრაფი და ადეკვატური რეაგირება. ხოლო, მათ ფუნქციონირების მექანიზმის მოშლა განაპირობებს საზოგადოების ფრაგმენტაციას.

დღეს, ქართული პოლიტიკური პარტიები უამრავი პრობლემისა და გამოწვევის წინაშე დგანან რაც განპირობებულია არა მხოლოდ გარე ფაქტორებით (მაგ: პოლიტიკური სისიტემა)არამედი, თავად პარტიებს შიგნით მოუწესრიგებელი და დაულაგებელი ღირებულებებითა და მართვის სისტემით. თუ კარგად დავაკვირდებით ე.წ. ქართულ პოლიტიკურ ელიტას მარტივად შევამჩნევთ, რომ ქართველ პოლიტიკოსებს შიდა პარტიულ დემოკრატიაზე ან საერთოდ არაფერი სმენიათ, ან ეს ფრაზა მხოლოდ პარტიის ზოგადი ღირებულებების შესალამაზებლად სჭირდებათ.

შიდა პარტიული დემოკრატიის ცნებაზე ერთიანი შეთანხმება არ არსებობს, თუმცა ზოგადად რომ ვთქვათ ეს არის პოლიტიკურ პროცედურათა ერთობლიობა, რომელიც ითვალისწინებს გაერთიანების შიგნით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა წევრის თანაბარი მონაწილეობის შესაძლებლობას და უზრუნველყოფს პარტიული ლიდერების დაქვემდებარებას აქტივისტთა საერთო კონტიგენტისათვის.

საინტერესოა რა იციან პარტიის წევრებმა შიდა პარტიულ დემოკრატიაზე და როგორ აღიქვამენ კანდიდატების რეკრუტირების პარტიულ თავისებურებებს. ამის დასადგენად რამოდენიმე პარტიის წევრს გავესაუბრე.

როგორც ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრი ამბობს სწორედ მათმა პარტიამ დაიწყო პირველად საქართველოში შიდა დემოკრატიის დანერგვა და ისინი განსაკუთრებულ ყურადგებას აქცევენ კანდიდატების პრაიმერის გზით გამოვლენას.

მსგავსი პასუხი მივიღე კონსერვატიული პარტიის წევრისაგანაც რომელიც ამბობს, რომ აღნიშნული პრინციპი დაარსების დღიდან მოქმედებს მათ პარტიაში და ის გაწერილი აქვთ წესდების დონეზე.

აქედან გამომდინარე მე მიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ თავად პარტიის წევრებმა არ იციან რას ნიშნავს შიდა პარტიული დემოკრატია, რადგან ცალსახად ნათელია, რომ ქართული ელიტა სამწუხაროდ არ ან ვერ გვთვაზობს პოლიტიკურ ლიდერთა ფართო არჩევანს, რომლებიც მინიმუმ 5-6 წელიწადში ერთხელ ამინც იცვლებიან. სამაგიეროდ ყოველ ფეხის ნაბიჯზე შევხვდებით იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდიდან უდგანან პარტიებს სათავეში და დღემდე სჯერათ, რომ არჩევნებში გამარჯვების შანსი აქვთ. გაიხსენეთ რამდენჯერ შეიცვალნენ პარტია მრეწველების, რესპუბლიკელების, ლეიბორისტების ან და კონსერვატორების ლიდერები? ისინი თითქმის არ იცვლებიან, ან ცვლილებები მხოლოდ ფასადურია, რადგან პარტიის რეალურ პოლიტიკას კვლავ „ძველი ლიდერები“ განსაზრვრავენ. შეიძლება ზუსტად ამაზე მოწმობდეს უკანასკნელ პერიოდში ნაციონალურ მოძრაობაში ატეხილი სკანდალი, რომელმაც მართალია შეცვალა და ახალი ლიდერები წარუდგინა საზოგადოებას თუმცა შიდა პარტიული დემოკრატიის არ არსებობის მოტივით საკმაოდ ბევრი წევრი ტოვებს პარტიას. ყოველივე ზემოთ თქმულიდან შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პარტიის წევრებს, პარტიული დემოკრატია საარჩევნო სიაში მოხვედრა ჰგონიათ თუმცა რეალურად მათი უმეტესობა სიის იმ ადგილებზე იმყოფება, საიდანაც მათ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში მოხვდერის არანაირი შანსი არ აქვთ.

თუმცა საინტერესოა რა იწვევს იმას რომ პარტიები საკუთარ წესდებებში ღიად უჭერესნ მხარს შიდა დემოკრატიას მაგრამ რეალურად ის არ მუშაობს?

პირველ მიზეზად შეიძლება ჩითვალოს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კულტურის საკმაოდ დაბალი დონე და მოქალაქეთა მხრიდან საკუთარი პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაუცნობიერებლობა. რასაც ემატება დემოკრატიული ინსტიტუტების არცთუ კარგი გავითარების მაჩვენებელი.

ზოგადად ადამიანები მიდრეკილნი ვართ ძალაუფლების მოპოვებისაკენ, რომელიც მოგვცემს არნახულ შესაზლებლობებს. ეხლა წარმოვიდგინოთ ქართველი პოლიტიკური ლიდერები რომლებიც ფლობენ ამ ძალაუფლებას? როოგრ ფიქრობთ ისინი საკუთარ პრივილეგირებულ მდგომარეობას, სოლიდურ შემოსავალს და ქვეყნის მართვის შესაძლებლობას საკუთარი ნებით სხვას გადააბარებენ? რა თქმა უნდა არა. სწორედ ამიტოა საჭირო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება რომელიც არავის არ მისცემს უფლებას, რომ საზოგადოების ხარჯზე მოიწყონ ცხოვრება დასაკუთარი ინტერესების გასატარებლად დაასუსტონ დემოკრატიული პროცესები.

მეორე მიზეზად შეიძლება ჩითვალოს ქალთა- როგორც გადაწყვეტილების მიმღები პირების მინიმალური მონაწილებობა პარტიის ცხოვვრებაში. NIMD-ის 2011-2012 წლის სტატისტიკა ადასტურებს რომ ე.წ. „ძალაუფლების გენდერული პირამიდა“ ხასიათდება თენდენციით- რაც უფრო მეტია ძალაუფლება მით უფრო ნაკლებია ქალთა რაოდენობა. აქედან შგვიძლია დავასკვნათ, რომ ქალთა ფაქტორი პარტიული დემოკრატიის დამკვიდერებას საკმაოდ მცირეა.

პარტიული დემოკრატიის განუვითარებლობის კიდევ ერთი მიზეზია ის, რომ საქართველოში არ არსებობს პარტიისგან დეცენტრალიზებული ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებსაც დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების საშუალება ექნებათ( ნიდერლანდების მსგავსად).რაც განაპირობებს იმას, რომ პოლიტიკაში ჩართული ახალგაზრდები ძირითადად ემხრობიან და ხშირად ყოველგვარი კრიტიკის გარეშ, თავგანწირვით იცავენ საკუთარი პარტიის ლიდერებს, თავის მხრივ ეს იწვევსიმას რომ ახალგაზრდული ძალა რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარტიის და ქვეყნის განვითარებისათვის დამოკიდებული და მორჩილია დედა პარტიის და ვერ ახერხებენ საკუთარ ლიდერებთან კონკურენციას.

შიდა დემიკრატიას ასევე ხელს უშლის ის ფაქტი რომ ხშირად პარტიებს აარსებენ საკუთარ პარტიებზე განაწყენებული პოლიტიკოსები ან მოქალაქეები რომლებიც გარშემო რა თქმა უნდა საახლობლო წრეს შემოიკრებენ და თავად განაგებენ პარტიის ყველა საკითხს, ხოლო რიგით წევრებს არანაირი საშულება არ გააჩნიათ საიმისოდ, რომ მოხვდნენ წამყვან პოზიციებზე, რადგან პარტია იმართება ‘კლანური“ სისტემით. ასევე არანაკლებია ქარიზმატული ლიდერის როლი პარტიის ცხოვრებაში. მაგალითად ასე იყო მიხეილ სააკაშვილი რომელიც არაფრით არ თმობდა ლიდერის პოზიციას ვიდრე მის წინააღმდეგ სერიოზული სკანდალები არ აგორდა..

დასკვნის სახით რომ ვთქვათ საქართველო ძალიან ახალგაზრდა და სამწუხაროდ სუსტად განვითარებული დემოკრატიაა სადაც არც პოლიტიკური სისიტემა მუშაობს გამართულად არც პარტიების საქმიანობა არ რეგულირდება კანონის ყველა ნორმის დაცვით, რასაც თან ემატება ძალიან სუსტი სამოქალაქო ცნობიერება რაც საბოლოო ჯამში გვაძლევს იმას რომ პარტიები არ იცავენ დემოკრატიის და განვითარებული საზოგადოებისთვის დამახასიათებელ ისეთ ელემენტარულ ნორმასაც კი როგორიც არის შიდა პარტიული დმეოკრატია.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG